„შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის №698 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 06/03/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2026
სარეგისტრაციო კოდი
25
06/03/2026
ვებგვერდი, 11/03/2026
„შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის №698 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №25

2026 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის №698 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის საფუძველზე:

1.  „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის №698 განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 412677429) ლიკვიდატორად დაინიშნოს  როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).“.

2. „შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის №698 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  ნათელა თურნავა