დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის N 19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016548 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25.12.2025 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016540) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.1 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამის“ (დანართი №1) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა: ა) სავალდებულოა ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი ახალშობილის დაბადებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტში; ბ) სავალდებულოა ახალშობილი დაბადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღიდან განცხადების შემოტანამდე ან განცხადების შემოტანამდე ბოლო 180 დღის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტში. 1.2 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამის“ (დანართი №1) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ) დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლების („ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დახმარების მიმღები პირის) პირადობის მოწმობა და საბანკო რეკვიზიტი. 2.1 დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის“ (დანართი №2) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა: სავალდებულოა ოჯახის არასრულწლოვანი შვილები და ერთ-ერთი მშობელი დახმარების მოთხოვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში (ახალშობილის შემთხვევაში, დაბადებიდან დახმარების მოთხოვნამდე) უწყვეტად იყვნენ რეგისტრირებულნი ვანის მუნიციპალიტეტში. 2.2 დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის“ (დანართი №2) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, მშობლების („ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დახმარების მიმღები პირის) პირადობის მოწმობა და საბანკო რეკვიზიტი. 3.1 დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ) მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით დაავადებული ბავშვის მშობელმა (მეურვემ) განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობა, ცნობა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100 ან სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის (ფორმა №IV-50/2) დამოწმებული ასლი და საბანკო რეკვიზიტი. 3.2 დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ე) მხედველობის გამო 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელმა (მეურვემ) განცხადებასთან ერად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობა, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის (ფორმა №IV-50/2) დამოწმებული ასლი და საბანკო რეკვიზიტი. 4.1 დადგენილების მე-5 მუხლით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების პროგრამის“ (დანართი №5) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა: სავალდებულოა ბენეფიციარი, დახმარების მოთხოვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 4.2 დადგენილების მე-5 მუხლით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების პროგრამის“ (დანართი №5) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის მშობელმა (მეურვემ) უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობა, ცნობა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო სოციალური პაკეტის მიღების თაობაზე და საბანკო რეკვიზიტი. 4.3 დადგენილების მე-5 მუხლით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების პროგრამის“ (დანართი №5) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს ბენეფიციარის და დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობები, ცნობა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო სოციალური პაკეტის მიღების თაობაზე ან სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის (ფორმა №IV-50/2) დამოწმებული ასლი და საბანკო რეკვიზიტი. 5.1 დადგენილების მე-6 მუხლით დამტკიცებული „მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის“ (დანართი №6) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) დახმარებით (უფასო სასადილო) ისარგებლებენ ვანის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი, მზრუნველობამოკლებული პირები. 5.2 დადგენილების მე-6 მუხლით დამტკიცებული „მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის“ (დანართი №6) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ) დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა (მოწმობები), ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია/შუამდგომლობა და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი მოკვლევისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. 6.1 დადგენილების მე-9 მუხლით დამტკიცებული „ვეტერანთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №9) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრზე 700 (შვიდასი) ლარი. 6.2 დადგენილების მე-9 მუხლით დამტკიცებული „ვეტერანთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №9) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა: სავალდებულოა დახმარების მიმღები პირი დაფინანსების მოთხოვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 6.3 ძალადაკარგულად გამოცხადდეს დადგენილების მე-9 მუხლით დამტკიცებული „ვეტერანთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №9) მე-6 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი. 7.1 დადგენილების მე-10 მუხლით დამტკიცებული „მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №10) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა: სავალდებულოა მარჩენალდაკარგული პირი დაფინანსების მოთხოვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 7.2 დადგენილების მე-10 მუხლით დამტკიცებული „მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №10) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მისი პირადობის მოწმობა, ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობა, საბანკო რეკვიზიტი, ცნობა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალური პაკეტის მიღების თაობაზე ან ბენეფიციარის მშობლის/მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი. 8.1 დადგენილების მე-11 მუხლით დამტკიცებული „სტუდენტთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №11) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. პროგრამის მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბოლო ერთი წლის მანძილზე უწყვეტად რეგისტრირებულ, უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებზე, რომელთა ოჯახები იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 1-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა ან არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. დახმარება გაიცემა როგორც კალენდარული წლის, ისე სასწავლო წლის (კურსის) განმავლობაში ერთჯერ, სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის შესაბამისად. 9.1 დადგენილების მე-13 მუხლით დამტკიცებულ „ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამას“ (დანართი №13) დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 1 პუნქტი: 41. სავალდებულოა ბენეფიციარი პროგრამით სარგებლობის მთელი პერიოდის მანძილზე უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტში. 10.1 დადგენილების მე-15 მუხლით დამტკიცებული „მარტოხელა მშობელთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №15) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა: სავალდებულოა მარტოხელა მშობელი და ის ბავშვები, რომელთა მიმართაც პირს დაუდგინდა მარტოხელა მშობლის სტატუსი, დახმარების მოთხოვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში (ახალშობილის შემთხვევაში, დაბადებიდან დახმარების მოთხოვნამდე) და პროგრამით სარგებლობის მთელი პერიოდის მანძილზე უწყვეტად იყვნენ რეგისტრირებულნი ვანის მუნიციპალიტეტში. 11.1 დადგენილების მე-16 მუხლით დამტკიცებული „განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დახმარების პროგრამის“ (დანართი №16) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7 . დახმარების მიღების აუცილებელი პირობა: სავალდებულოა პროგრამის ბენეფიციარი დახმარების მოთხოვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტში. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები