დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.148.016864 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017, 010250040.35.148.016385) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციებიდან თითო წარმომადგენელი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 137-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს სახელობით შემადგენლობას, მათ შორის თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს, განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები