„საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 11 მარტის №22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 13/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 310090000.22.101.016027
23/ნ
13/03/2026
ვებგვერდი, 16/03/2026
310090000.22.101.016027
„საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 11 მარტის №22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
 
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება  №23/ნ

2026 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 11 მარტის №22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2026 წლის 11 მარტის №22/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12/03/2026, 310090000.22.101.016026) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დეპარტამენტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოახდინოს შესრულებული/დასრულებული სამუშაოების შემოწმება და შემოწმების შედეგების გათვალისწინებით იმოქმედოს ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, უფლებამოსილია არ აანაზღაუროს შესრულებული/დასრულებული სამუშაოები ხარვეზების/ნაკლოვანებების არსებობის შემთხვევაში, მათ გამოსწორებამდე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრირევაზ სოხაძე