დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 9 ივლისის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.017452 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 9 ივლისის №61 ბრძანებაში (ვებგვერდი, 10/07/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.017238) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სტაჟირების მიზანი სამოქალაქო ოფისში სტაჟირების მიზანია სტაჟიორის მიერ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე, საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადება.“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სტაჟირების მსურველი პირი –პირი, რომელსაც სურს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლა და წარდგენილი აქვს განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.vacancy.hr.gov.ge) ან/და პირი, რომელსაც სურს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლა და წარდგენილი აქვს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სახელზე. „4. ხელმძღვანელი – სამოქალაქო ოფისში სტაჟიორისთვის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სათანადო საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას, ხელს უწყობს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი –საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი. 6. სამინისტრო –საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ვ) სამოქალაქო ოფისში გავლილი აქვს სტაჟირება, რომლის საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.“. 4. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსის გარეშე, სტაჟიორის მიღება სამოქალაქო ოფისში შესაძლებელია მინისტრის გადაწყვეტილებით, სტაჟირების გავლის მსურველი პირის განცხადების საფუძველზე. 3. სამოქალაქო ოფისში სტაჟიორის მიღების პროცედურებს ახორციელებს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი.“. 5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სტაჟირების მსურველი პირის სტაჟიორად შერჩევის პროცედურები 1. სტაჟიორის მისაღებად კონკურსი ცხადდება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. კონკურსის წესით სტაჟიორის შესარჩევად სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფი ავსებს №1 დანართით განსაზღვრულ სტაჟირების მოთხოვნის ფორმას და უგზავნის ადამიანური რესურსების დეპარტამენტს. 3. სტაჟირების მსურველი პირის სტაჟიორად შერჩევას ახორციელებს სამოქალაქო ოფისში მოქმედი პროფესიულ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კომისია (შემდგომში –კომისია). 4. კონკურსის პროგრამას, ეტაპებს, პირობებს, სტაჟირების მსურველი პირის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს, მინისტრთან შეთანხმებით, განსაზღვრავს კომისია. 5. კონკურსი ცხადდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.vacancy.hr.gov.ge).“. 6. მე-7 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, განცხადებათა მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღისა, გადაარჩევს შემოსულ განცხადებებს და შედეგებს წარუდგენს კომისიას, რის თაობაზეც ფორმდება შესაბამისი ოქმი. 3. კონკურსის პროგრამით გათვალისწინებული ყველა ეტაპის დასრულების შემდგომ, დგება კომისიის ოქმი, რომელშიც ასახულია კომისიის გადაწყვეტილება.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-6 პუნქტები: „4. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება წარედგინება მინისტრს. 5. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს სტაჟირების მსურველ პირებს მათ მიმართ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. 6. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.vacancy.hr.gov.ge).“. 7. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის წარდგინების საფუძველზე, მინისტრი იღებს სტაჟირების მსურველი პირის სტაჟიორად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სტაჟიორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელშიც პირი მიიღება სტაჟიორად; გ) სტაჟიორის ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სტაჟირების გავლის პროცესს. 2. სტაჟიორად შერჩეულმა პირმა ადამიანური რესურსების დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) რეზიუმე; გ) 1 ფოტოსურათი 3/4-ზე და ერთი – ელექტრონული ფორმით (CD დისკი); დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (პირველ საფეხურზე – დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში, ან მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში); ე) ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.“. 8. მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს რედაქციით: „1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა. 2. მინისტრთან შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, სტაჟიორს უფლება აქვს სამოქალაქო ოფისში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.“. 9. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება სტაჟიორს ეძლევა შრომის ანაზღაურება, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის შესაბამისად.“. 10. მე-11 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შევსებული შეფასების ფორმა ეგზავნება ადამიანური რესურსების დეპარტამენტს. 3. შეფასებაში არანაკლებ 27 ქულის მიღების შემთხვევაში ადამიანური რესურსების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტაჟიორისთვის ამ წესის №4 დანართით განსაზღვრული სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემას.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სტაჟიორის მოთხოვნის საფუძველზე, ადამიანური რესურსების დეპარტამენტი გასცემს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ.“. 11. მე-12 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დაიცვას სამოქალაქო ოფისში აღიარებული პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სამინისტროს რეპუტაციას;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სტაჟირების გავლის პერიოდში სტაჟიორის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მისი ხელმძღვანელი.“. 12. მე-13 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სამინისტროს მოვალეობები“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელშიც პირი გადის სტაჟირებას, სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად/განსავითარებლად. 2. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი სტაჟიორს გააცნობს სამინისტროს სტრუქტურასა და სამოქალაქო ოფისში მოქმედ შინაგანაწესს, ასევე, წარადგენს მის ხელმძღვანელთან.“. 13. მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინისტრის გადაწყვეტილებით, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია სტაჟირების ვადის შეჩერება. 2. მინისტრის გადაწყვეტილებით, სტაჟირების გაგრძელება შესაძლებელია შეჩერებული ვადით, თუმცა არაუმეტეს სტაჟირების საერთო 12-თვიანი ვადისა.“. 14. მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სტაჟიორის ხელმძღვანელის ან სამოქალაქო ოფისის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელძღვანელის წარდგინების საფუძველზე, რომელშიც პირი გადის სტაჟირებას. 3. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელშიც ის გადიოდა სტაჟირებას აბარებს იმ მატერიალურ ფასეულობას, რაც მას სტაჟირების გავლის პერიოდში გადაეცა.“. 15. N2 დანართით დამტკიცებული სტაჟიორის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის 5.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.2. სტაჟიორზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 91, 51-ე, 56-ე, მე-60, 66-ე, 68-ე და 71-ე–75-ე მუხლების, X თავისა და 109-ე და 124-ე მუხლების მოქმედება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები