„უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 სექტემბრის №196 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 სექტემბრის №196 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 16/03/2026
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016401
47
16/03/2026
ვებგვერდი, 18/03/2026
310150000.54.066.016401
„უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 სექტემბრის №196 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №47

2026 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

„უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 სექტემბრის №196 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 სექტემბრის №196 ბრძანებით დამტკიცებულ „უსაფრთხოების მართვის სისტემის წესში“ (www.matsne.gov.ge, 23/09/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016268) შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. გარდა ამ მუხლში აღნიშნული მოთხოვნებისა, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტმა  ცვლილებების მართვის დადგენის და განხორციელების პროცესში უნდა გაითვალისწინოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 2 მაისის №84 ბრძანებით დამტკიცებული „აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის ფუნქციონალურ სისტემაში დაგეგმილი ცვლილების განხორციელების და შეთანხმების წესი“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი