დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 28 თებერვლის №1188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260080.22.027.017679 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 28 თებერვლის №1188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 28 თებერვლის №1188 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 120260080.22.027.017670) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულ იმ მოსამსახურეებს, რომელთაც „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის 5390-Iს კანონის ამოქმედებიდან – 2020 წლის 1 იანვრიდან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის №1333-IVმს-XIმპ კანონის ამოქმედებამდე – 2026 წლის 1 მარტამდე სააგენტოში საშტატო თანამდებობაზე დასაქმების პერიოდში არ ჰქონდათ სახელმწიფო სპეციალური წოდების მიღების უფლება და ეს უფლება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის №1333-IVმს-XIმპ კანონით მიენიჭათ, შესაბამისი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მათ არ ჰქონდათ სახელმწიფო სპეციალური წოდების მიღების უფლება, ჩაეთვალოთ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობად. 2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულ იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის 3130-რს კანონის ამოქმედებიდან – 2018 წლის 12 ივლისიდან 2020 წლის 1 იანვრამდე იმავე სააგენტოში საშტატო თანამდებობაზე დასაქმების პერიოდში ჰქონდათ შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდების მიღების უფლება, მაგრამ არ მინიჭებიათ სახელმწიფო სპეციალური წოდება, აღნიშნული პერიოდი ჩაეთვალოთ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობად და მიენიჭოთ შესაბამისი წოდებები. 3. სააგენტოს საშტატო თანამდებობებზე დასაქმებულ იმ ყოფილ მოსამსახურეებს, რომლებიც 2018 წლის 12 ივლისიდან 2020 წლის 1 იანვრამდე უწყვეტად ან დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში მსახურობდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ან/და 2020 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 მარტამდე – სააგენტოში და სახელმწიფო სპეციალური წოდება არ მინიჭებიათ, შესაბამისი/პირველადი/მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭებათ მათი მოთხოვნის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ ნამსახურობის პერიოდის გათვალისწინებით არ აქვთ სპეციალური წოდების მიღების უფლება. შესაბამისი პირის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლიდან გამომდინარე, გასცეს ცნობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ან/და სააგენტოში ნამსახურები პერიოდის შესაბამისი წოდებით ნამსახურობის შესახებ.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები