დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გიორგი ნემსიწვერიძე N009-26) | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს „პირველი ქართული აუქციონი“ |
| მიღების თარიღი | 17/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო შეტყობინება
აუქციონის შესახებ მოვალის/მესაკუთრის გაფრთხილების თაობაზე
2026 წლის 17 მარტი
სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“ (ს/ნ: 204954086)
დირექტორი: ლაშა ჭიჭინაძე
მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13
ელფოსტა: info@pqa.ge
ტელეფონი: 577783434
კრედიტორი: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ (ს/ნ: 205274273)
მოვალე: გიორგი ტალახაძე (პ/ნ: 56001002339); ხაშური, ყაზბეგის ქ. 24
მესაკუთრე: გიორგი ნემსიწვერიძე (პ/ნ: 60001153129); ქალაქი ქუთაისი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, №4, ბინა 21;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მოვალეს/მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც ვერ მოხერხდა, სპეციალისტი საჯაროდ ატყობინებს მოვალეს/მესაკუთრეს აუქციონის დანიშვნის თაობაზე. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპსა“ და მეორეს მხრივ, გიორგი ტალახაძეს შორის 2023 წლის 25 ოქტომბერს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N GCL-SME-KSH007857-2023. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების (GCL-SME-KSH007857-2023/01) 13.4.2 პუნქტის თანახმად, კრედიტორის 2026 წლის 10 მარტის განცხადების საფუძველზე სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
|
საჯარო აუქციონის N: 009-26 |
|
უძრავი ქონების რეკვიზიტები: ქ. ქუთაისი, ქუჩა: მელიქიშვილი, №4, ბინა N 21 (საკადასტრო კოდი: 03.04.01.108.01.021) |
|
აუქციონის დაწყების დრო: 24.03.2026 წლის 15:00 სთ. აუქციონის დასრულების დრო: 31.03.2026 წლის 15:00 სთ. |
|
აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“ |
|
უძრავი ქონების საწყისი ფასი: 74 624.48 ლარი |
|
უძრავი ქონების აღწერა: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია ქალაქ ქუთაისში მდებარე ძველი გარემონტებული 53.42 კვ/მ. ბინა, პირველ სართულზე. |
სპეციალისტი:
შპს პირველი ქართული აუქციონის დირექტორი ლაშა ჭიჭინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები