„მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენცია და „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის ოქმი საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“

„მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენცია და „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის ოქმი საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 41143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/11/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016847
41143
16/11/2001
ვებგვერდი, 18/03/2026
480610000.03.030.016847
„მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენცია და „მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის ოქმი საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

კონვენცია

მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ 


 

ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები:

ცნობიერებენ რა  დიდი   ფასეულობის   მქონე   ან   განსაკუთრებული   ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე მოძრავი მოწყობილობების შეძენისა და გამოყენების და ასეთი მოწყობილობების შესაძენად და მათ ეფექტიანად გამოსაყენებლად ფინანსური დახმარების გაწევის აუცილებლობას,

იარებენ რა,  ამ   მიზნით,  იჯარისა  და  აქტივებით  უზრუნველყოფილი  დაფინანსების უპირატესობას და სურთ რა, რეგულირების ზუსტი წესების დადგენით ხელი შეუწყონ ასეთ გარიგებებს,

ითვალისწინებენ რა ასეთ  მოწყობილობებთან  დაკავშირებული  ინტერესების  საყოველთაო აღიარებისა და დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებას,

გამოთქვამენ ა სურვილს, უზრუნველყონ ფართო და ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური სარგებელი ყველა დაინტერესებული მხარისათვის,

სწამთ, რომ  ამგვარი  წესები  უნდა  ასახავდეს  პრინციპებს,  რომლებიც  საფუძვლად  უდევს იჯარასა და აქტივებით უზრუნველყოფილ დაფინანსებას და უზრუნველყოფდეს ამ გარიგებების მხარეთა ავტონომიურობის პრინციპის დაცვას,

ცნობიერებენ რა  ამგვარ  მოწყობილობებთან  დაკავშირებით  საერთაშორისო  ინტერესების სამართლებრივი ფარგლების დადგენისა და ამ მიზნით მათ დასაცავად რეგისტრაციის საერთაშორისო სისტემის შექმნის აუცილებლობას,

მხედველობაში იღებენ რა, ამგვარ მოწყობილობებთან დაკავშირებით არსებული კონვენციებით აღიარებულ მიზნებსა და პრინციპებს,

თანხმდებიან ქვემორე ებლებებზე:

თავი I

გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები

მუხლი 1. განსაზღვრებანი

ამ  კონვენციაში,  გარდა  იმ  შემთხვევისა,  როდესაც  გარემოებები  სხვაგვარად  მოითხოვს, მოცემული ტერმინები გამოიყენება ქვემოთ მითითებული მნიშვნელობით:

ა)  „შეთანხმება“   აღნიშნავს  ხელშეკრულებას  ვალდებულების  უზრუნველყოფის  თაობაზე, პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულებას ან იჯარის ხელშეკრულებას;

ბ) „ცესია“  აღნიშნავს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ვალდებულების უზრუნველყოფის საფუძველზე     ან     სხვაგვარად,     ცესიონერს     ენიჭება     ობიექტთან დაკავშირებული უფლებები შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის გადაცემით ან მისი გადაცემის გარეშე;

გ) „ობიექტთან დაკავშირებული უფლებები“ – აღნიშნავს ყველა უფლებას გადასახადის მიღებაზე ან მოვალის მიერ ვალდებულებების სხვაგვარ შესრულებაზე, იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფილია ობიექტით ან დაკავშირებულია მასთან;

დ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება“  აღნიშნავს დროს, როდესაც იწყება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, გადახდისუუნარობის მიმართ სამოქმედო სამართლის მიხედვით;

ე) „პირობით მყიდველი“  აღნიშნავს მყიდველს, პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში;

ვ) „პირობით გამყიდველი“ – აღნიშნავს გამყიდველს, პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში;

ზ) „ნასყიდობის ხელშეკრულება“ – აღნიშნავს გამყიდველსა და მყიდველს შორის დადებულ ობიექტის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეთანხმებას;

თ) „სასამართლო“ – აღნიშნავს საერთო იურისდიქციის სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ტრიბუნალს ან არბიტრაჟს, რომელიც დაფუძნებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ;

ი) „კრედიტორი“  აღნიშნავს მოგირავნეს, ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში, პირობით გამყიდველს, პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში და მეიჯარეს, იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში;

კ) „მოვალე“ – აღნიშნავს დამგირავებელს ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში, პირობით მყიდველს პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში და მოიჯარეს, იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში ან პირს, რომელსაც გააჩნია უფლებები იმ ობიექტზე, რომლის მიმართაც არსებობს რეგისტრირებადი არაკონსენსუალური უფლება ან ინტერესი;

ლ) „გადახდისუუნარობის მმართველი“ – აღნიშნავს რეაბილიტაციის ან გაკოტრების მართვაზე პასუხისმგებელ პირს, მათ შორის, დროებით დანიშნულ პირს, და მოიცავს მართვაში მყოფ მოვალეს, თუ ეს ნებადართულია გადახდისუუნარობის მიმართ სამოქმედო სამართლით;

მ) „გადახდისუუნარობის პროცედურები“ – აღნიშნავს გაკოტრებას, ლიკვიდაციას ან სხვა კოლექტიურ სასამართლო ან ადმინისტრაციულ ღონისძიებებს, მათ შორის დროებითი ხასიათის, რომელთა განხორციელებისას მოვალის აქტივებსა და სამეურნეო საქმიანობას, რეაბილიტაციის ან გაკოტრების მიზნით, აკონტროლებს ან ზედამხედველობას უწევს სასამართლო;

ნ) „დაინტერესებული პირები“ – აღნიშნავს:

i) მოვალეს;

ii) ნებისმიერ პირს, რომელიც კრედიტორის სასარგებლოდ რაიმე სახის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გასცემს თავდებობას ან გარანტიას, პირველი მოთხოვნისთანავე გახსნას სარეზერვო აკრედიტივი ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი კრედიტის უზრუნველყოფის თაობაზე;

iii) ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც უფლება აქვს ობიექტზე;

ო) „შიდა გარიგება“ – აღნიშნავს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ერთ-ერთ გარიგებას, თუ ამ გარიგების ყველა მხარის ძირითადი ინტერესების ცენტრი და გარიგების ობიექტი განთავსებულია (ოქმის დებულებების შესაბამისად) ერთსა და იმავე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გარიგების დადების მომენტისთვის, და თუ გარიგებით წარმოშობილი ინტერესი რეგისტრირებულ იქნა იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნულ რეესტრში, რომელმაც დეკლარაცია გააკეთა 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

პ) „საერთაშორისო ინტერესი“ – აღნიშნავს ინტერესს, რომელიც გააჩნია კრედიტორს, რომლის მიმართაც ვრცელდება მე-2 მუხლი;

ჟ) „საერთაშორისო რეესტრი“ – აღნიშნავს საერთაშორისო რეგისტრაციის ორგანოს, რომელიც იქმნება ამ კონვენციის ან ოქმის მიზნებისთვის;

რ) „იჯარის ხელშეკრულება“ – აღნიშნავს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ერთი პირი (მეიჯარე)  საიჯარო ქირის ან სხვა გადახდის სანაცვლოდ, მეორე პირს (მოიჯარეს) გადასცემს ობიექტის ფლობის ან მართვის უფლებას  (მისი შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე);

ს) „ეროვნული ინტერესი“ – აღნიშნავს ინტერესს, რომელსაც კრედიტორი ფლობს ობიექტთან დაკავშირებით და რომელიც წარმოიქმნება შიდა გარიგების საფუძველზე, რომლის მიმართაც ვრცელდება 50-ე მუხლის პირველი პუნქტი;

ტ) „არაკონსენსუალური უფლება ან ინტერესი“ – აღნიშნავს უფლებას ან ინტერესს, რომელიც წარმოიქმნება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე, რომელმაც გააკეთა 39-ე მუხლით გათვალისწინებული დეკლარაცია, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად,  მათ  შორის  სახელმწიფოს,  სახელმწიფო  ორგანოს, სამთავრობათაშორისო ან კერძო ორგანიზაციის წინაშე არსებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით;

უ) „შეტყობინება ეროვნული ინტერესის შესახებ“ – აღნიშნავს საერთაშორისო რეესტრში რეგისტრირებულ  ან რეგისტრაციას  დაქვემდებარებულ  შეტყობინებას  იმის  თაობაზე, რომ შექმნილია ეროვნული ინტერესი;

ფ) „ობიექტი“ – აღნიშნავს ობიექტს, რომელიც მიეკუთვნება ერთ-ერთ იმ კატეგორიას, რომლის მიმართაც ვრცელდება მე-2 მუხლის დებულებები;

ქ) „ადრე არსებული უფლება ან ინტერესი“ –აღნიშნავს ობიექტის მიმართ არსებულ ნებისმიერი სახის უფლებას ან ინტერესს, რომელიც წარმოიქმნა ან არსებობდა ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე, როგორც ეს განსაზღვრულია მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით;

ღ) „საზღაური“ – აღნიშნავს  ფულად ან არაფულად შემოსავლებს, რომლებიც  წარმოიქმნება ობიექტის სრული ან ნაწილობრივ დაკარგვის, მისი ფიზიკური განადგურების ან მისი სრული ან ნაწილობრივი კონფისკაციის, იძულებითი გასხვისების ან რეკვიზიციის შედეგად;

ყ) „პირობითი ცესია“ – აღნიშნავს ცესიას, რომლის გაფორმებაც იგეგმება სამომავლოდ, გაცხადებული შემთხვევის დადგომისას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მტკიცე რწმენა იმისა, რომ ეს შემთხვევა დადგება;

შ) „პირობითი საერთაშორისო ინტერესი“ – აღნიშნავს ობიექტის მიმართ არსებულ ინტერესს, რომლის, როგორც საერთაშორისო ინტერესის, წარმოშობა ან გაცემა იგეგმება სამომავლოდ, გაცხადებული შემთხვევის დადგომისას (რომელიც შესაძლოა მოიცავდეს მოვალის მიერ ობიექტის მიმართ რაიმე უფლების შეძენას), მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მტკიცე რწმენა იმისა, რომ ეს შემთხვევა დადგება;

ჩ) „პირობითი ნასყიდობა“ – აღნიშნავს ნასყიდობას, რომლის განხორციელებაც იგეგმება სამომავლოდ, გაცხადებული შემთხვევის დადგომისას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მტკიცე რწმენა იმისა, რომ ეს შემთხვევა დადგება;

ც) „ოქმი“ – აღნიშნავს ოქმს კონკრეტული კატეგორიის ობიექტის და მასთან დაკავშირებული უფლებების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია;

ძ) „რეგისტრირებული“ – აღნიშნავს ამ კონვენციის V თავის შესაბამისად საერთაშორისო რეესტრში რეგისტრირებულს;

წ) „რეგისტრირებული ინტერესი“ – აღნიშნავს საერთაშორისო ინტერესს, რეგისტრაციას დაქვემდებარებულ არაკონსენსუალურ უფლებას ან ინტერესს, ან ეროვნულ ინტერესს, რომელიც აღნიშნულია V თავის შესაბამისად განხორციელებულ შეტყობინებაში ეროვნული ინტერესის შესახებ;

ჭ) „რეგისტრაციას დაქვემდებარებული არაკონსენსუალური უფლება ან ინტერესი“ – აღნიშნავს არაკონსენსუალურ უფლებას ან ინტერესს, რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას მე-40 მუხლის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაციის საფუძველზე;

ხ) „რეგისტრატორი“ – ოქმის ფარგლებში აღნიშნავს პირს ან ორგანოს, რომელიც განსაზღვრულია ოქმითვე ან დანიშნულია მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ჯ) „წესები“ – აღნიშნავს, ოქმის  შესაბამისად, ზედამხედველი ორგანოს მიერ  დადგენილ ან დამტკიცებულ წესებს;

ჰ) „გაყიდვა“ – აღნიშნავს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ობიექტზე საკუთრების უფლების გადაცემას;

1) „უზრუნველყოფილი ვალდებულება“ – აღნიშნავს ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი უზრუნველმყოფი ინტერესით;

2) „ხელშეკრულება ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე“ – აღნიშნავს შეთანხმებას, რომლის   თანახმადაც   დამგირავებელი   გადასცემს   ან   თანახმაა   გადასცეს   მოგირავნეს ობიექტთან დაკავშირებული უფლება (მათ შორის, საკუთრების უფლება), რათა უზრუნველყოფილ იქნეს       დამგირავებლის ან მესამე პირის ნებისმიერი არსებული ან სამომავლო ვალდებულების შესრულება;

3) „უზრუნველმყოფი ინტერესი“ – აღნიშნავს ინტერესს, რომელიც წარმოიქმნება ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულებით;

4) „საზედამხედველო ორგანო“ – ოქმის ფარგლებში აღნიშნავს მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებულ საზედამხედველო ორგანოს;

5) „პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულება“ – აღნიშნავს ხელშეკრულებას ობიექტის გასხვისების თაობაზე, რომლითაც ობიექტზე საკუთრების უფლება არ გადადის ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის ან პირობების შესრულებამდე;

6) „დაურეგისტრირებელი ინტერესი“ – აღნიშნავს სახელშეკრულებო ინტერესს ან არაკონსენსუალურ უფლებას ან ინტერესს (გარდა ინტერესისა, რომელზეც ვრცელდება 39-ე მუხლი), რომლის რეგისტრაციაც არ განხორციელებულა, მიუხედევად იმისა, ექვემდებარება თუ არა ის რეგისტრაციას ამ კონვენციის შესაბამისად;

7) „წერილობითი ფორმა“ – აღნიშნავს ინფორმაციის ჩანაწერს (მათ შორის, ისეთი ინფორმაციისა, რომელიც გადაიცემა ელექტროკომუნიკაციის საშუალებებით), რომელიც შესრულებულ იქნა მატერიალური ან სხვა ფორმით და შემდგომში შესაძლებელია აღდგენილ იქნეს მატერიალური ფორმით და რომელიც გონივრულად მოუთითებს პირის თანხმობაზე, გაკეთდეს ამგვარი ჩანაწერი.

მუხლი 2. საერთაშორისო ინტერესი

1. ამ კონვენციით განისაზღვრება საერთაშორისო ინტერესების წარმოქმნის წესი და შედეგები ცალკეული კატეგორიის მოძრავი მოწყობილობების და ობიექტებთან დაკავშირებული უფლებების მიმართ.

2. ამ კონვენციის მიზნებისთვის საერთაშორისო ინტერესი მოძრავი მოწყობილობების მიმართ არის ინტერესი, რომელიც წარმოიქმნა მე-7 მუხლის შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული ობიექტის მიმართ, რომელიც მიეკუთვნება ობიექტების ერთ-ერთ კატეგორიას, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში და აღნიშნულია ოქმში, და რომელსაც:

ა) გადასცემს დამგირავებელი, ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების შესაბამისად;

ბ) ეკუთვნის პირს, რომელიც წარმოადგენს პირობით გამყიდველს პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში;

გ) ეკუთვნის პირს, რომელიც არის მეიჯარე, იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში. 

ინტერესი, რომელიც ხვდება „ა“ ქვეპუნქტის მოქმედების ქვეშ, იმავდროულად არ ხვდება „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედების ქვეშ.

3. წინა პუნქტში აღნიშნული ობიექტების კატეგორიაში შედის:

ა) საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟები, საავიაციო ძრავები და შვეულმფრენები;

ბ) მოძრავი სარკინიგზო შემადგენლობა; და

გ) კოსმოსური საშუალებები.

4. სამოქმედო სამართალი განსაზღვრავს, ვრცელდება თუ არა ინტერესზე, რომლის მიმართაც გამოიყენება მე-2 პუნქტი, „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედება.

5.  ობიექტის  მიმართ  არსებული  საერთაშორისო  ინტერესი  ვრცელდება  აგრეთვე  მასთან დაკავშირებულ საზღაურზე.

მუხლი 3. გამოყენების

1. ეს კონვენცია გამოიყენება მაშინ, როდესაც შეთანხმების დადების მომენტისთვის, რომელიც წარმოქმნის საერთაშორისო ინტერესს, მოვალის ადგილსამყოფელია ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. ფაქტი, რომ კრედიტორის ადგილსამყოფელი არის სახელმწიფოში, რომელიც არ წარმოადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, გავლენას არ ახდენს ამ კონვენციის გამოყენებაზე.

მუხლი 4. მოვალის დგლსამყოფელი

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მოვალის ადგილსამყოფლად მიიჩნევა ხელშემკვრელი სახელმწიფო, თუ:

ა) ის დაფუძნებული ან შექმნილია ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) მას გააჩნია რეგისტრირებული დაწესებულება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შტაბ-ბინა ამ სახელმწიფოში;

გ) მას გააჩნია ადმინისტრაციული ცენტრი ამ სახელმწიფოში; ან

დ) მისი საქმიანობის ადგილი ამ სახელმწიფოშია.

2. წინა  პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტში მითითებული მოვალის  საქმიანობის  ადგილად, თუ მას გააჩნია რამდენიმე ასეთი ადგილი, მიიჩნევა მისი ძირითადი საქმიანობის ადგილი ან, თუ მას არ გააჩნია საქმიანობის ადგილი, მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.

მუხლი 5. განმარტება ა სამოქმედო სამართალი

1. ამ კონვენციის განმარტებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მიზნები, რომლებიც განსაზღვრულია პრეამბულაში, მისი საერთაშორისო ხასიათი და მისი ერთგვაროვანი და მოწესრიგებული გამოყენებისთვის ხელის შეწყობის აუცილებლობა.

2. საკითხები, რომლებიც მიეკუთვნება ამ კონვენციის მოქმედების სფეროს, მაგრამ მასში უშუალოდ არ არის დარეგულირებული, უნდა მოწესრიგდეს ზოგადი პრინციპებით, რომლებსაც ეფუძნება ეს კონვენცია, ან ასეთი პრინციპების არარსებობის შემთხვევაში, სამოქმედო სამართლის შესაბამისად.

3. სამოქმედო სამართალში იგულისხმება სახელმწიფოში მოქმედი სამართალი, რომელიც გამოიყენება   იურისდიქციის   ქვეყანაში   არსებული   საერთაშორისო   კერძო   სამართლის ნორმების შესაბამისად.

4. თუ სახელმწიფო შედგება რამდენიმე ტერიტორიული ერთეულისგან, რომელთაგან თითოეულს აქვს სამართლის საკუთარი ნორმები დასარეგულირებელი საკითხის მიმართ, და თუ არ არსებობს მითითება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულზე, ტერიტორიული ერთეული, რომლის ნორმებიც გამოყენებას ექვემდებარება, განისაზღვრება ამ სახელმწიფოს სამართლით. რომელიმე ნორმის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ტერიტორიული ერთეულის სამართალი, რომელთანაც საქმე ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული.

მუხლი 6. იერთკავშირი კონვენციასა და ოქმს შორის

1.  ეს კონვენცია და ოქმი  განიხილება და განიმარტება ერთდროულად, როგორც  ერთიანი დოკუმენტი.

2. ამ კონვენციასა და ოქმს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესი ძალა აქვს ოქმს.

 

თავი II

ერთაშორისო ინტერესის წარმოქმნა

მუხლი 7. რმალური მოთხოვნები

1.  ამ  კონვენციის  შესაბამისად,  საერთაშორისო  ინტერესი  წარმოიქნება,  თუ  შეთანხმება, რომელიც მას ქმნის ან ითვალისწინებს:

ა) შედგენილია წერილობითი ფორმით;

ბ) შეეხება იმ ობიექტს, რომლის განკარგვის უნარიც აქვს დამგირავებელს, პირობით გამყიდველს ან მეიჯარეს;

გ) ოქმის შესაბამისად იძლევა ობიექტის იდენტიფიცირების შესაძლებლობას; და

დ) ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების შემთხვევაში შესაძლებლობას იძლევა ზუსტად დადგინდეს უზრუნველყოფილი ვალდებულება, უზრუნველყოფილ თანხაზე ან მაქსიმალურ თანხაზე მითითების გარეშე.

 

თავი III

უფლების დაცვის საშუალებები ვალდებულების შეუსრულებლობისას

მუხლი 8. მოგირავნის ლების დაცვის საშუალებები

1. ამ კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის შემთხვევაში მოგირავნეს შეუძლია, თუ დამგირავებელი ნებისმიერ დროს ამაზე თანხმობას გამოხატავს, და ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ 54-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის გათვალისწინებით, გამოიყენოს უფლების დაცვის ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე საშუალება:

ა) მფლობელობაში მიიღოს ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით მისთვის გადაცემული ობიექტი ან დააწესოს მასზე კონტროლი;

ბ) გაყიდოს ან იჯარით გასცეს ნებისმიერი ასეთი ობიექტი;

გ) მიიღოს ნებისმიერი შემოსავალი ან მოგება ნებისმიერი ასეთი ობიექტის მართვის ან გამოყენების შედეგად.

2. მოგირავნეს შეუძლია ალტერნატივის სახით, მოითხოვოს წინა პუნქტში აღნიშნული უფლების დაცვის საშუალებების გამოყენება, სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

3. პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში ან მე-13 მუხლში მითითებული უფლების დაცვის საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს კომერციულად გონივრული გზით. უფლების დაცვის საშუალება ითვლება რომ გამოყენებულია კომერციულად გონივრული გზით, თუ მისი გამოყენება ეფუძნება ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების დებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დებულება აშკარად არაგონივრულია.

4.  მოგირავნე,  რომელსაც  პირველი  პუნქტის  საფუძველზე  განზრახული  აქვს  ობიექტის გაყიდვა ან იჯარით გადაცემა, აღნიშნულის თაობაზე, გონივრული ვადით ადრე, წინასწარ შეტყობინებას უგზავნის:

ა) პირველი მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის „i“ და „ii“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ დაინტერესებულ პირებს; და

ბ) პირველი მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის „iii“ ქვეპუნქტში აღნიშნულ დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც ობიექტის გაყიდვამდე ან იჯარით გაცემამდე, გონივრული ვადით ადრე შეატყობინეს მოგირავნეს თავისი უფლებების შესახებ.

5. ნებისმიერი თანხა, რომელიც მოგირავნეს მიღებული აქვს პირველ ან მე-2 პუნქტში აღნიშნული უფლების დაცვის საშუალების გამოყენებით, უნდა მიემართოს უზრუნველყოფილი ვალდებულების დასაფარად.

6. თუ თანხა, რომელსაც მოგირავნე იღებს პირველ ან მე-2 პუნქტში აღნიშნული უფლების დაცვის რომელიმე საშუალების გამოყენებით, აჭარბებს უზრუნველყოფილი ვალდებულების ღირებულებას და ნებისმიერ გონივრულ ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია მოგირავნის მიერ ასეთი უფლების დაცვის საშუალების გამოყენებასთან, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მოგირავნე ვალდებულია ნამეტი თანხა რიგითობით გაანაწილოს რიგის მიხედვით შემდგომი რეგისტრირებული ინტერესის მფლობელთა და იმ პირთა შორის, რომლებმაც თავისი უფლებების შესახებ აცნობეს მოგირავნეს, უპირატესობის წესის გათვალისწინებით, ხოლო ნაშთი დაუბრუნოს დამგირავებელს.

მუხლი 9. ვალდებულების შესრულების მიზნით ობიექტის საკუთრებაში გადაცემა;

გირავნობის უფლების შეწყვეტა

1. ამ კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის შემდგომ, ნებისმიერ დროს, მოგირავნე და ყველა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია შეთანხმდეს, რომ ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში ობიექტზე საკუთრების უფლება (ან ობიექტთან დაკავშირებული დამგირავებლის ნებისმიერი სხვა ინტერესი) გადაეცეს მოგირავნეს, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

2. მოგირავნის განცხადების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს, რომ ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში ობიექტზე საკუთრების უფლება (ან ობიექტთან დაკავშირებული დამგირავებლის ნებისმიერი სხვა ინტერესი) გადაეცეს მოგირავნეს, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

3. სასამართლო აკმაყოფილებს წინა პუნქტში აღნიშნულ განცხადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილი მოთხოვნის ღირებულება, რომლის დაკმაყოფილების მიზნითაც ითხოვს მოგირავნე ობიექტზე საკუთრების უფლების გადაცემას, პროპორციულია თავად ობიექტის ღირებულებასთან, ყველა იმ გადასახადის გათვალისწინებით, რომლის გადახდაც მოგირავნეს უწევს დაინტერესებული პირებისთვის.

4. ამ კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის შემდგომ, ნებისმიერ დროს, მაგრამ დატვირთული ობიექტის გაყიდვამდე ან მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებამდე, დამგირავებელს ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დააკმაყოფილოს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, უზრუნველყოფილი თანხის სრულად გადახდის გზით, რომელიც არ იქონიებს გავლენას მანამდე მოგირავნის მიერ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ობიექტის იჯარით გადაცემაზე. თუ ამგვარი დეფოლტის შემდგომ, უზრუნველყოფილ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს დაინტერესებული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მოვალეს, იგი იკავებს მოგირავნის ადგილს.

5. დამგირავებლის საკუთრების უფლება ან მისი სხვა ნებისმიერი ინტერესი, რომელიც გადაეცემა ობიექტის გაყიდვისას მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან გადაეცემა ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, თავისუფლდება ყველა იმ ინტერესისგან, რომლის მიმართ მოგირავნის ინტერსს გააჩნია უპირატესობა 29-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

მუხლი 10. ით გამყიდველის ან მეიჯარის უფლების დაცვის საშუალებები

1. ამ კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის შემთხვევაში, პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, პირობით გამყიდველი ან მეიჯარე უფლებამოსილია:

ა) 54-ე მუხლის საფუძველზე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის გათვალისწინებით, შეწყვიტოს შეთანხმება და მიიღოს შეთანხმებით გათვალისწინებული ობიექტი მფლობელობაში ან დააწესოს მასზე კონტროლი; ან

ბ) სასამართლოსთვის მიმართვის გზით მოითხოვოს „ა“ პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება.

მუხლი 11. დეფოლტის განმარტება

1. მოვალეს და კრედიტორს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს, წერილობით შეთანხმდნენ იმის თაობაზე, თუ რომელი შემთხვევა წარმოადგენს დეფოლტს ან იმ გარემოებებზე, რომლებიც იძლევა საშუალებას, გამოყენებულ იქნეს მე-8მე-10 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული უფლებები და უფლების დაცვის საშუალებები.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე და კრედიტორი ვერ შეთანხმდნენ დეფოლტის განმარტებაზე, ეს უკანასკნელი, მე-8მე-10 და მე-13 მუხლების მიზნებისთვის, აღნიშნავს ვალდებულების ისეთ შეუსრულებლობას, რომელიც მნიშვნელოვნად ართმევს კრედიტორს იმას, რისი მიღების უფლებაც მას გააჩნია შეთანხმების თანახმად.

მუხლი 12. ლების დაცვის დამატებითი საშუალებები

უფლების დაცვის ნებისმიერი დამატებითი საშუალება, რომელიც დაშვებულია სამოქმედო სამართლით, მათ შორის, უფლების დაცვის ისეთი საშუალებები, რომლებიც შეთანხმებულია მხარეებს შორის, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ თავით დადგენილ იმპერატიულ დებულებებს, როგორც ეს აღნიშნულია მე-15 მუხლში.

მუხლი 13. ლების დაცვის დროებითი ღონისძიებები

1. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, მის მიერ 55-ე მუხლის საფუძველზე გაკეთებული დეკლარაციის  შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს, რომ კრედიტორს, რომელიც  წარადგენს მოვალის მხრიდან დეფოლტის მტკიცებულებას, შეეძლოს დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, სასამართლოსგან მოითხოვოს უფლების დაცვის ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან მეტი დროებითი ღონისძიების გამოყენება, თუ აღნიშნულზე ნებისმიერ დროს თანხმობას გამოთქვამს მოვალე:

ა)  ობიექტის შენარჩუნება,  მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით;

ბ)  ობიექტის მფლობელობაში, კონტროლის ქვეშ  ან შესანახად გადაცემა;

გ) ობიექტის გადაადგილების აკრძალვა;

დ) ობიექტის იჯარით გადაცემა, ან საავიაციო ობიექტის და მისგან მიღებული შემოსავლის მართვა, თუ ეს არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის „აგ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

2. წინა პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ისეთი პირობები, როგორსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს დაინტერესებულ პირთა დასაცავად, იმ შემთხვევისთვის, თუ:

ა) ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებით სარგებლობისას, კრედიტორი მოვალის წინაშე დაარღვევს ამ კონვენციითა და ოქმით დადგენილ რომელიმე ვალდებულებას; ან

ბ) დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას კრედიტორის მოთხოვნა სრულად ან ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდება.

3. პირველი პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს კრედიტორის მოთხოვნის თაობაზე შეტყობინების გაგზავნა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

4. ამ მუხლის არც ერთი დებულება არ ახდენს გავლებას ამ კონვენციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენებაზე და არ ზღუდავს სასამართლოს უფლებას, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჩამონათვალისგან განსხვავებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებები.

მუხლი 14. საპროცესო მოთხოვნები

54-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ამ თავით დადგენილი უფლების დაცვის ნებისმიერი საშუალება გამოყენებული უნდა იქნეს იმ ტერიტორიაზე მოქმედი საპროცესო ნორმების შესაბამისად, სადაც იგი ექვემდებარება განხორციელებას.

მუხლი 15. დეროგაცია

ამ თავში მოხსენიებულ ორ ან მეტ მხარეს, ერთმანეთთან ურთიერთობაში, შეუძლიათ, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, უარი თქვან ამ თავის წინა დებულებების გამოყენებაზე ან შეცვალონ მათი გამოყენების შედეგები, გარდა მე-8 მუხლის მე-3მე-6 პუნქტებისა, მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-14 მუხლით გათვალისწინებული დებულებებისა.

 

თავი IV

ისტრაციის საერთაშორისო სისტემა

მუხლი 16. სართაშორისო სტრი

1. საერთაშორისო რეესტრი იქმნება ქვემოთ ჩამოთვლილი რეგისტრაციის მიზნებისთვის:

ა) საერთაშორისო ინტერსის, პირობითი საერთაშორისო ინტერესის და რეგისტრირებადი არაკონსენსუალური უფლების და ინტერესის რეგისტრაციისთვის;

ბ) საერთაშორისო ინტერესის ცესიისა და პირობითი ცესიის რეგისტრაციისთვის;

გ) სამოქმედო სამართლის შესაბამისად, საერთაშორისო ინტერესის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო სუბროგაციის გზით შეძენის რეგისტრაციისთვის;

დ) ეროვნული ინტერესის თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციისთვის;

ე) წინა ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინტერესების დაქვემდებარების წესის ცვლილების რეგისტრაციისთვის.

2. სხვადასხვა კატეგორიის ობიექტებისა და მათთან დაკავშირებული უფლებებისთვის შესაძლოა შეიქმნას სხვადასხვა საერთაშორისო რეესტრი.

3. ამ თავისა და V თავის მიზნებისთვის ტერმინი „რეგისტრაცია“ მოიცავს, შესაბამის შემთხვევებში, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას, რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას ან რეგისტრაციის გაუქმებას.

მუხლი 17. ზედამხედველი ორგანო და რეგისტრატორი

1. აუცილებელია დაფუძნდეს ზედამხედველი ორგანო, როგორც ეს ოქმით არის გათვალისწინებული.

2. ზედამხედველი ორგანო ვალდებულია:

ა) დააფუძნოს ან უზრუნველყოს საერთაშორისო რეესტრის წარმოება;

ბ) დანიშნოს და გაათავისუფლოს რეგისტრატორი, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) უზრუნველყოს, რომ რეგისტრატორის ცვლილებისას ახალ რეგისტრატორს გადაეცეს ყველა ის უფლება, რომელიც საჭიროა მისი უწყვეტად და ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის;

დ)   ხელშემკვრელ სახელმწიფოებთან კონსულტაციის შემდეგ უზრუნველყოს, ოქმის შესაბამისად, საერთაშორისო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული წესების შემუშავება და გამოქვეყნება;

ე) შეიმუშაოს ადმინისტრაციული პროცედურები, რომლის მიხედვითაც ზედამხედველი ორგანო განიხილავს საჩივრებს საერთაშორისო რეესტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;

ვ) ზედამხედველობა გაუწიოს რეგისტრატორის საქმიანობასა და საერთაშორისო რეესტრის ფუნქციონირებას;

ზ) რეგისტრატორის მოთხოვნის საფუძველზე, მისცეს მას იმგვარი მითითებები, როგორსაც ჩათვლის მიზანშეწონილად;

თ) განსაზღვროს და პერიოდულად გადახედოს საერთაშორისო რეესტრის მომსახურებითა და ოპერაციებით სარგებლობისთვის დადგენილ ტარიფებს;

ი)  უზრუნველყოს  შეტყობინებაზე  დაფუძნებული,  ეფექტიანი  ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის არსებობა, რათა მიღწეულ იქნეს კონვენციითა და ოქმით განსაზღვრული მიზნები;

კ) ხელშემკვრელ სახელმწიფოებს პერიოდულად გააცნოს ანგარიში, საკუთარი ვალდებულებების შესრულების თაობაზე, ამ კონვენციისა და ოქმის შესაბამისად.

3. ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია დადოს ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც საჭიროა მისი ფუნქციების შესასრულებლად, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ჩათვლით.

4. ზედამხედველ ორგანოს გააჩნია ქონებრივი უფლებები საერთაშორისო რეგისტრატორის მონაცემთა ბაზებსა და არქივებზე.

5. რეგისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს საერთაშორისო რეესტრის ეფექტიანი ფუნქციონირება და საკუთარი ფუნქციების შესრულება, რომლებიც განსაზღვრულია ამ კონვენციით, ოქმითა და წესებით.

 

თავი V

რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

მუხლი 18. რეგისტრაციასთან კავშირებული მოთხოვნები

1.  ოქმითა და წესებით უნდა განისაზღვროს მოთხოვნები, იმ კრიტერიუმების ჩათვლით, რომლებიც საჭიროა ობიექტის იდენტიფიცირებისთვის, რათა:

ა) განხორციელდეს რეგისტრაცია (იმ დებულების ჩათვლით, რომელიც შეეხება ელექტრონული ფორმით თანხმობის  წინასწარ  გაცემას  ნებისმიერი  პირის  მიერ, რომლის თანხმობაც საჭიროა მე-20 მუხლის შესაბამისად);

ბ) შესრულდეს ძიება და გაიცეს ძიების სერტიფიკატი, და, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით;

გ)  უზრუნველყოფილ იქნეს  საერთაშორისო რეესტრის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კონფიდენციალურობა, გარდა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციისა.

2. რეგისტრატორი არ არის  ვალდებული, გაარკვიოს, გაცემულია  თუ არა  რეგისტრაციაზე ფაქტობრივი თანხმობა მე-20 მუხლის შესაბამისად ან არის თუ არა იგი ნამდვილი.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ინტერესი, რომელიც რეგისტრირებულია როგორც პირობითი საერთაშორისო ინტერესი, ხდება საერთაშორისო ინტერესი, დამატებითი რეგისტრაცია არ არის საჭირო, იმ პირობით, რომ რეგისტრაციისას წარმოდგენილი ინფორმაცია საკმარისია საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციისთვის.

4. რეგისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ რეგისტრაცია აისახოს საერთაშორისო რეესტრის მონაცემთა ბაზაში და ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაციის შემოსვლის ქრონოლოგიური წესით საძიებლად,      და ფაილმა შეინახოს ინფორმაცია მისი მიღების თარიღსა და დროზე.

5.  ოქმით შეიძლება გათვალისწინებულ  იქნეს,  რომ  ხელშემკვრელ სახელმწიფოს  შეუძლია დანიშნოს თავის ტერიტორიაზე ორგანო ან ორგანოები, როგორც ინფორმაციის შეყვანის პუნქტი ან პუნქტები, რომელთა საშუალებითაც საერთაშორისო რეესტრს უნდა გადაეცეს ან შესაძლოა გადაეცეს რეგისტრაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელიც ამგვარ დანიშვნას ახორციელებს, შეუძლია დააწესოს მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს ასეთი ინფორმაციის საერთაშორისო რეესტრისთვის გადაცემამდე.

მუხლი 19. ისტრაციის ნამდვილობა და დრო

1. რეგისტრაცია ნამდვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შესრულებულია მე-20 მუხლის შესაბამისად.

2. რეგისტრაცია, თუ იგი ნამდვილია, დასრულებულად ითვლება საერთაშორისო რეესტრის მონაცემთა ბაზაში საჭირო ინფორმაციის ისეთი სახით შეყვანის შემდეგ, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს საძიებლად.

3. რეგისტრაცია საძიებლად ხელმისაწვდომია, წინა პუნქტის მიზნებისთვის, იმ მომენტიდან, როდესაც:

ა) საერთაშორისო რეესტრმა მას მიანიჭა რიგითი თანმიმდევრობით დადგენილი ფაილის ნომერი; და

ბ) რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა, ფაილის ნომრის ჩათვლით, განხორციელდა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ხანგრძლივად შენახვა და საერთაშორისო რეესტრში მასზე დაშვება.

4. თუ ინტერესი, რომელიც თავდაპირველად დარეგისტრირდა, როგორც პირობითი საერთაშორისო ინტერესი, ხდება საერთაშორისო ინტერესი, მაშინ საერთაშორისო ინტერესი რეგისტრირებულად მიიჩნევა პირობითი საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციის მომენტიდან, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ მოქმედებდა საერთაშორისო ინტერესის წარმოქმნამდე, როგორც ეს განსაზღვრულია მე-7 მუხლით.

5. წინა პუნქტის მოქმედება, აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინებით, მოქმედებს საერთაშორისო ინტერესის პირობითი ცესიის რეგისტრაციის მიმართაც.

6. რეგისტრაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საერთაშორისო რეესტრის მონაცემთა ბაზაში საძიებლად იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებსაც ადგენს ოქმი.

მუხლი 20. რეგისტრაციაზე თანხმობის ემა

1. საერთაშორისო ინტერესი, პირობითი საერთაშორისო ინტერესი ან საერთაშორისო ინტერესის ცესია ან საერთაშორისო ინტერესის პირობითი ცესია შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს და ნებისმიერ ამგვარ რეგისტრაციაში შეიძლება შევიდეს ცვლილება ან, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, გაგრძელდეს მისი მოქმედება ნებისმიერი მხარის მიერ, მეორე მხარისგან წერილობით მიღებული თანხმობის საფუძველზე.

2. საერთაშორისო ინტერესის დაქვემდებარება სხვა საერთაშორისო ინტერესისადმი შეიძლება ნებისმიერ დროს რეგისტრირებულ იქნეს იმ პირის მიერ, რომლის საერთაშორისო ინტერესიც ხდება დაქვემდებარებული ან ასეთი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

3. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს იმ მხარის მიერ, რომლის სასარგებლოდაც იგი შეიქმნა ან მის მიერ წერილობით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

4. საერთაშორისო ინტერესის შეძენა კანონისმიერი ან სახელშეკრულებო სუბროგაციის საფუძველზე, შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ახალი კრედიტორის მიერ, რომელსაც გადაეცემა აღნიშნული საერთაშორისო ინტერესი.

5. რეგისტრირებადი არაკონსენსუალური უფლება ან ინტერესი შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს მისი მფლობელის მიერ.

6. შეტყობინება ეროვნული ინტერესის შესახებ შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს მისი მფლობელის მიერ.

მუხლი 21. ისტრაციის მოქმედების ვადა

საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაცია ძალაში რჩება მის გაუქმებამდე ან მისი რეგისტრაციის დროს დათქმული ვადის ამოწურვამდე.

მუხლი 22. სართაშორისო რეესტრში ინფორმაციის ძიება

1. ნებისმიერი პირს შეუძლია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განახორციელოს ან მოითხოვოს საერთაშორისო რეესტრში ინფორმაციის მოძიება, მასში რეგისტრირებული ინტერესის ან პირობითი საერთაშორისო ინტერესის თაობაზე ოქმითა და წესებით დადგენილი ფორმით.

2. შესაბამისი მოთხოვნის მიღების შემდეგ რეგისტრატორი, ოქმითა და წესებით დადგენილი ფორმით, გასცემს ელექტრონულ სერტიფიკატს რეესტრში ინფორმაციის მოძიების შესახებ (ძიების სერტიფიკატი) ნებისმიერი ობიექტის მიმართ, რომელიც:

ა) შეიცავს ყველა რეგისტრირებულ ინფორმაციას ობიექტის შესახებ, ასეთი ინფორმაციის რეგისტრაციის თარიღისა და დროის მითითებით; ან

ბ) ადასტურებს, რომ ამ ობიექტთან დაკავშირებით რეგისტრირებული ინფორმაცია რეესტრში არ მოიპოვება.

3. ძიების სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია წინა პუნქტის შესაბამისად, უნდა მიუთითებდეს, რომ კრედიტორმა, რომელიც მითითებულია რეგისტრირებულ მონაცემებში, შეიძინა ან განზრახული აქვს შეიძინოს ობიექტის მიმართ საერთაშორისო ინტერესი, მაგრამ არ უნდა უთითებდეს, არის თუ არა რეგისტრირებული ინტერესი საერთაშორისო ინტერესი ან პირობითი საერთაშორისო ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეიძლება დადგინდეს რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე.

მუხლი 23. დეკლარაციებისა და დეკლარირებული არაკონსენსუალური უფლებებისა და ინტერესების სია

რეგისტრატორმა უნდა აწარმოოს იმ დეკლარაციების, უკან გამოთხოვილი დეკლარაციებისა და არაკონსენსუალური უფლებებისა და ინტერესების კატეგორიათა სია, რომელთა შესახებ რეგისტრატორს ინფორმაცია მიაწოდა დეპოზიტარმა 39-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ გაკეთებული დეკლარაციების მიხედვით, ამგვარი დეკლარაციების გაკეთების ან მათი უკან გამოთხოვის თარიღის მითითებით. აღნიშნული სია ინახება და ძიებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს დასახელების მიხედვით ნებისმიერი პირისთვის, ოქმისა და წესების შესაბამისად.

მუხლი 24. იფიკატის მტკიცებულებითი ძალა

დოკუმენტი, რომელიც შედგენილია წესებით განსაზღვრული ფორმით, როგორც საერთაშორისო რეესტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი, წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას:

ა)  რომ ის გაცემულია საერთაშორისო რეესტრის მიერ;

ბ) მასში მითითებული ფაქტობრივი მონაცემებისა, რეგისტრაციის თარიღისა და დროის ჩათვლით.

მუხლი 25. ისტრაციის გაუქმება

1. იმ ვალდებულებათა მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, რომლებიც უზრუნველყოფილია ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულებით ან რომლებმაც წარმოშვა რეგისტრირებული არაკონსენსუალური უფლება ან ინტერესი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრირებული პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლების გადაცემის წინაპირობები შესრულებულ იქნა, ამგვარი ინტერესის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს რეგისტრაციის გაუქმება აღნიშნულის თაობაზე, რეგისტრაციის მონაცემებში მითითებულ მისამართზე, მოვალისგან წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრირებულია პირობითი საერთაშორისო ინტერესი ან საერთაშორისო ინტერესის პირობითი ცესია, პირობითი კრედიტორი ან პირობითი ცესიონარი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ასეთი რეგისტრაციის გაუქმება აღნიშნულის თაობაზე რეგისტრაციის მონაცემებში მითითებულ მისამართზე, პირობითი მოვალის ან პირობითი ცედენტისგან წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ, მანამ, სანამ პირობითი კრედიტორი ან პირობითი ცესიონარი გადაიხდის ან საკუთარ თავზე აიღებს გადახდის ვალდებულებას.

3. იმ ვალდებულებათა მოქმედების შეწყვეტისას, რომლებიც უზრუნველყოფილია ეროვნული ინტერესის შესახებ რეგისტრირებულ შეტყობინებაში აღნიშნული ეროვნული ინტერესით, ამგვარი ინტერესის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს რეგისტრაციის გაუქმება აღნიშნულის თაობაზე რეგისტრაციის მონაცემებში მითითებულ მისამართზე, მოვალისგან წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრაცია არ უნდა განხორციელებულიყო ან იგი არასწორია, პირი, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა რეგისტრაცია, ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამგვარი რეგისტრაციის გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა, აღნიშნულის თაობაზე რეგისტრაციის მონაცემებში მითითებულ მისამართზე, მოვალისგან წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ.

მუხლი 26. სართაშორისო რეესტრის სურსებზე წვდომა

არცერთ პირს არ უნდა შეეზღუდოს საერთაშორისო რეესტრის   სარეგისტრაციო და საძიებო რესურსებზე წვდომა ნებისმიერი საფუძვლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი არღვევს ამ თავით დადგენილ პროცედურულ მოთხოვნებს.

 

თავი VI

საედამხედველო  ორგანოს და რეგისტრატორის პრივილეგიები და იმუნიტეტები

მუხლი 27. საუბიექტობა; იმუნტეტი

1. საზედამხედველო ორგანოს ენიჭება საერთაშორისო სამართალსუბიექტობა, თუ იგი მანამდე მას არ ფლობდა.

2. საზედამხედველო ორგანო და მისი თანამდებობის პირები და მოსამსახურეები სარგებლობენ ისეთი იმუნიტეტით, სამართლებრივი ან ადმინისტრაციული მოქმედებებისაგან, რომლებიც განსაზღვრულია ოქმით.

3. ა) საზედამხედველო ორგანო სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით ან სხვა ისეთი პრივილეგიებით, რომლებიც შეიძლება მიენიჭოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმების საფუძველზე;

ბ) ამ პუნქტის მიზნებისთვის „ადგილსამყოფელი სახელმწიფო“ აღნიშნავს სახელმწიფოს, სადაც განთავსებულია საზედამხედველო ორგანო.

4. საერთაშორისო რეესტრის ქონება, დოკუმენტები, მონაცემთა ბაზები და არქივები ხელშეუხებელია და სარგებლოს იმუნიტეტით ყადაღისაგან ან სხვა სამართლებრივი ან ადმინისტრაციული მოქმედებებისგან.

5. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ან 44-ე მუხლის საფუძველზე, რეგისტრატორის წინააღმდეგ ნებისმიერი  სარჩელის  წარდგენისას,  მოსარჩელეს  უნდა  მიეცეს ისეთ ინფორმაციასა და დოკუმენტაციაზე წვდომა, რომელიც აუცილებელია მის მიერ სარჩელთან დაკავშირებული საქმის საწარმოებლად.

6.  საზედამხედველო  ორგანოს  შეუძლია  უარი  თქვას  მე-4  პუნქტით  მისთვის  მინიჭებულ ხელშეუხებლობასა და იმუნიტეტზე.

 

თავი VII

რეგისტრატორის პასხისმგებლობა

მუხლი 28. პასუხისმგებლობა და ფინანსური განარტიები

1. რეგისტრატორი პასუხისმგებელია ზარალის ანაზღაურებაზე იმ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც პირს მიადგა და უშუალოდ გამომდინარეობს რეგისტრატორის ან მისი თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეების მცდარი მოქმედებებიდან ან უმოქმედობიდან, ან რეგისტრაციის საერთაშორისო სისტემის არაჯეროვანი ფუნქციონირებიდან იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ასეთი ფუნქციონირება გამოწვეულია მოვლენით, რომელსაც აქვს შეუქცევადი და დაუძლეველი ხასიათი, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო იმ საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ელექტრონული რეესტრების დაპროექტებისა და ექსპლუატაციის სფეროში იმ პრაქტიკის ჩათვლით, რომელიც დაკავშირებულია სისტემების რეზერვირებასა და დაცვასთან და ქსელის ორგანიზებასთან.

2. რეგისტრატორი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი წინა პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული მონაცემების ფაქტობრივ უზუსტობაზე, რომლებიც მიღებულია რეგისტრატორის მიერ ან რეგისტრატორის მიერ გადაცემულია იმ ფორმით, რა ფორმითაც მან თავად მიიღო ეს მონაცემები, აგრეთვე იმ მოქმედებებსა და გარემოებებზე, რომლებზეც რეგისტრატორი და მისი თანამდებობის პირები და მოსამსახურეები არ არიან პასუხისმგებელნი და რომლებიც წარმოიშვა საერთაშორისო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების მიღებამდე.

3. პირველი პუნქტის  საფუძველზე  გასაცემი კომპენსაციის ოდენობა შეიძლება შემცირდეს იმდენად, რამდენადაც პირმა, რომელსაც მიადგა ზარალი, გამოიწვია ან ხელი შეუწყო ამგვარი ზარალის გამოწვევას.

4. რეგისტრატორი უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაზღვევით ან ფინანსური გარანტიით ამ მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დასაფარად იმ მოცულობით, რომელსაც განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო, ოქმის შესაბამისად.

თავი VIII

ერთაშორისო ინტერესის შედეგები მესამე პირებისთვის

მუხლი 29. კონკურენტული ინტერესების პრიორიტეტის წესი

1. რეგისტრირებულ ინტერესს აქვს პრიორიტეტი სხვა ინტერესთან მიმართებით, რომელიც მოგვიანებით იქნა რეგისტრირებული, აგრეთვე ნებისმიერ დაურეგისტრირებელ ინტერესთან მიმართებით.

2. წინა პუნქტში მითითებულ პრიორიტეტის მქონე ინტერესს პრიორიტეტი უნარჩუნდება:

ა) მაშინაც კი, როდესაც ამგვარი ინტერესის წარმოქმნისას ან რეგისტრაციისას მისი მფლობელისთვის ცნობილი იყო სხვა ინტერესის არსებობის შესახებ; და

ბ) თვით იმ ავანსის მიმართაც, რომელიც გადახდილ იქნა ამგვარი ინტერესის მფლობელის მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის ცნობილი იყო სხვა ინტერესის არსებობის შესახებ.

3. ობიექტის ყიდვისას მყიდველი იძენს უფლებას ობიექტზე:

ა) იმ ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც რეგისტრირებული იყო მყიდველის მიერ ამ უფლების შეძენის მომენტისთვის; და

ბ) რომელიც თავისუფალია დაურეგისტრირებელი ინტერესისგან, თუნდაც მყიდველს ჰქონოდა ინფორმაცია მისი არსებობის თაობაზე.

4. პირობითი მყიდველი ან მოიჯარე იძენს ობიექტთან დაკავშირებით უფლებას:

ა) იმ ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც რეგისტრირებული იყო პირობითი მყიდველის ან მოიჯარის საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციამდე; და

ბ) რომელიც თავისუფალია ინტერესისგან, რომლის რეგისტრაციაც არ განხორციელებულა პირობითი მყიდველის ან მოიჯარის საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციამდე, თუნდაც აღნიშნულ პირებს ჰქონოდათ ინფორმაცია მისი არსებობის თაობაზე.

5. კონკურენტულ ინტერესთა ან უფლებათა შორის ამ მუხლით დადგენილი პრიორიტეტის წესი შეიძლება შეიცვალოს ამგვარ ინტერესთა მფლობელებს შორის შეთანხმებით, მაგრამ დაქვემდებარებული ინტერესის ცესიონარი არ არის შებოჭილი ამ ინტერესის დაქვემდებარების თაობაზე შეთანხმებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცესიის განხორციელებისას დაქვემდებარება უკვე იყო რეგისტრირებული ამავე შეთანხმების შესაბამისად.

6. ობიექტთან დაკავშირებული ინტერესის მიმართ ამ მუხლით დადგენილი პრიორიტეტის წესი ვრცელდება აგრეთვე საზღაურზე.

7. ეს კონვენცია:

ა) გავლენას არ ახდენს პირის უფლებებზე ობიექტისგან განსხვავებულ ნივთთან დაკავშირებით, თუ პირი აღნიშნულ უფლებებს ფლობდა ნივთის ობიექტზე დამონტაჟებამდე, თუ სამოქმედო სამართლის მიხედვით, ამგვარი უფლებები აგრძელებს არსებობას დამონტაჟების შემდეგაც; და

ბ) არ ზღუდავს უფლებების წარმოქმნას ობიექტისგან განსხვავებულ ნივთზე, თუ იგი ადრე დამონტაჟდა ობიექტზე, თუ სამოქმედო სამართალი უშვებს ამგვარი უფლებების წარმოქმნის შესაძლებლობას.

მუხლი 30. დახდისუუნარობის შედეგები

1. მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას საერთაშორისო ინტერესს აქვს იურიდიული ძალა, თუ ეს ინტერესი ამ კონვენციის შესაბამისად რეგისტრირებული იყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე.

2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ამ მუხლის არც ერთი დებულება არ ახდენს გავლენას საერთაშორისო ინტერესის იურიდიულ ძალაზე, თუ სამოქმედო სამართლით ამ ინტერესს გააჩნია იურიდიული ძალა.

3. ამ მუხლის არც ერთი დებულება არ ახდენს გავლენას:

ა) სამართლის ნორმების მოქმედებაზე, რომელიც გამოიყენება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას და შეეხება იმ გარიგებების აკრძალვას, რომელიც ქმნის პრიორიტეტს ან კრედიტორებს გადასცემს უფლებებს მოტყუების გზით;

ბ) სამართლის საპროცესო ნორმებზე, რომლებიც ეხება იმ ქონებასთან დაკავშირებული უფლებების აღსრულებას, რომელიც ექცევა გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის კონტროლის ან ზედამხედველობის ქვეშ.

 

თავი IX

იექტთან დაკავშირებული უფლებების და საერთაშორისო ინტერესების ცესია; სუბროგაციის უფლება

მუხლი 31. სიის შედეგები

1. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ობიექტთან დაკავშირებული უფლებების 32-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული ცესიის საფუძველზე, ცესიონერს ასევე გადაეცემა:

ა) შესაბამისი საერთაშორისო ინტერესი; და

ბ) ცედენტის ყველა ინტერესი და პრიორიტეტი, რომლებიც ამ კონვენციითაა გათვალისწინებული.

2. ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ ზღუდავს ცედენტის მიერ ობიექტთან დაკავშირებული უფლებების ცესიის გზით ნაწილობრივ გადაცემას. ასეთი ნაწილობრივი ცესიის შემთხვევაში, ცედენტი და ცესიონარი შეიძლება შეთანხმდნენ წინა პუნქტის საფუძველზე  გადაცემულ საერთაშორისო  ინტერესთან  დაკავშირებით  მათი  უფლებების თაობაზე იმგვარად, რომ აღნიშნულს არ მოჰყვეს მოვალისთვის უარყოფითი შედეგები ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე.

3. მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, სამოქმედო სამართლით განისაზღვრება უფლების დაცვის საშუალებები და გაქვითვის უფლება, რომელიც მოვალეს გააჩნია ცესიონარის მიმართ.

4. მოვალე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წერილობითი შეთანხმების გზით, ნაწილობრივ ან სრულად  უარი  თქვას  წინა  პუნქტში  მითითებულ  უფლების  დაცვის  საშუალებებსა და გაქვითვის უფლებაზე, გარდა უფლების დაცვის საშუალებებისა, რომლებიც გამოიყენება ცესიონარის ცრუ მოქმედებების საპასუხოდ.

5. როდესაც ობიექტთან დაკავშირებული უფლებების ცესია გამოიყენება, როგორც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, ამგვარი ცესიით უზრუნველყოფილი ვალდებულებების გაუქმებისას,  ობიექტთან  დაკავშირებული  უფლებები  უბრუნდება ცედენტს იმ ოდენობით, რომლითაც ისინი ამ მომენტისთვის განაგრძობს არსებობას.

მუხლი 32. ესიასთან კავშირებული ფორმალური მოთხოვნები

1. ობიექტთან დაკავშირებული უფლებების ცესია იწვევს შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის გადაცემასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესია:

ა) შესრულებულია წერილობითი ფორმით;

ბ) იძლევა შესაძლებლობას ობიექტთან დაკავშირებული უფლებები იდენტიფიცირებულ იქნეს იმ შეთანხმებით, რომლის საფუძველზეც ისინი წარმოიშობა; და

გ) ცესიის, როგორც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებისას, იძლევა შესაძლებლობას განსაზღვრულ იქნეს ცესიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები ოქმის შესაბამისად, მაგრამ უზრუნველყოფის თანხის ან მაქსიმალური თანხის მითითების გარეშე.

2. ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთაშორისო ინტერესის ცესია არ იქნება ნამდვილი, თუ მასთან ერთად არ გადაიცემა ობიექტთან დაკავშირებული ყველა ან ზოგიერთი უფლება.

3. ეს კონვენცია არ ვრცელდება ობიექტთან დაკავშირებული უფლებების ცესიაზე, რომლის საფუძველზეც ვერ ხდება შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის გადაცემაც.

მუხლი 33. მოვალის ვალდებულებები ცესიონარის წინაშე

1. იმდენად, რამდენადაც ობიექტთან დაკავშირებული უფლებები და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესი გადაეცემა 31-ე და 32-ე მუხლების დებულებების შესაბამისად, მხარე, რომელიც წარმოადგენს მოვალეს ამ უფლებებსა და ინტერესთან მიმართებით, შებოჭილია ამგვარი ცესიით და ვალდებულია გადაიხადოს ან სხვაგვარად შეასრულოს ვალდებულებები ცესიონარის წინაშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მოვალეს ცესიის თაობაზე წერილობით ეცნობა ცედენტის მიერ ან მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; და

ბ) შეტყობინებაში იდენტიფიცირებულია ობიექტთან დაკავშირებული უფლებები.

2. სხვა ნებისმიერი საფუძვლის  მიუხედავად, რომლის  თანახმადაც მოვალე  გადახდით ან მოქმედების განხორციელებით თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ასეთ გადახდას ან ვალდებულების შესრულებას ამ მიზნისთვის ძალა აქვს, თუ ის შესრულებულია წინა პუნქტის შესაბამისად.

3. ამ მუხლის არცერთი დებულება გავლენას არ ახდენს კონკურენტული ცესიების პრიორიტეტის წესზე.

მუხლი 34. ლების დაცვის საშუალებები ცესიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობისას

როდესაც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულია ობიექტთან დაკავშირებული უფლებებისა და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის ცესია, ცედენტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას, მე-8, მე-9, და მე-11-მე-14 მუხლები გამოიყენება ცედენტისა და ცესიონერის მიმართ (ობიექტთან დაკავშირებული უფლებების შემთხვევაში, ისინი გამოიყენება იმდენად, რამდენადაც მათი გამოყენება შესაძლებელია არამატერიალური ქონების მიმართ), ისე თითქოს:

ა) მითითება უზრუნველყოფილ ვალდებულებასა და უზრუნველმყოფ ინტერესზე წარმოადგენს მითითებას ვალდებულებაზე, რომელიც უზრუნველყოფილია ობიექტთან დაკავშირებული უფლებებისა და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის ცესიით და უზრუნველმყოფ ინტერესზე, რომელსაც წარმოშობს ამგვარი ცესია;

ბ) მითითება მოგირავნეზე ან კრედიტორზე და დამგირავებელზე ან მოვალეზე წარმოადგენს მითითებას ცესიონარსა და ცედენტზე;

გ) მითითება საერთაშორისო ინტერესის მფლობელზე წარმოადგენს მითითებას ცესიონარზე;

დ) მითითება ობიექტზე წარმოადგენს მითითებას ობიექტთან დაკავშირებულ უფლებებსა და შესაბამის საერთაშორისო ინტერესზე.

მუხლი 35. კონკურენტული ცესიების პრიორიტეტის წესი

1. იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ობიექტთან დაკავშირებული უფლებების რამდენიმე კონკურენტული ცესია, რომელთაგან, სულ მცირე, ერთი მაინც არის რეგისტრირებული და მოიცავს შესაბამის საერთაშორისო ინტერსს, 29-ე მუხლის დებულებები მოქმედებს ისე, თითქოს მითითება რეგისტრირებულ ინტერესზე აღნიშნავდეს მითითებას ობიექტთან დაკავშირებული უფლებებისა და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის ცესიაზე, ხოლო მითითება რეგისტრირებულ  ან დაურეგისტრირებელ ინტერესზე  აღნიშნავდეს მითითებას რეგისტრირებულ ან დაურეგისტრირებელ ცესიაზე.

2. ობიექტთან დაკავშირებული უფლებების ცესიის მიმართ 30-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება ისე, თითქოს მითითება საერთაშორისო ინტერესზე აღნიშნავდეს მითითებას ობიექტთან დაკავშირებული უფლებების და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის ცესიაზე.

მუხლი 36. ესიონარის იორიტეტი ობიექტთან დაკავშირებული უფლებების მიმართ

1. ობიექტთან დაკავშირებული უფლებების და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის ცესიონარი, რომლის ცესიაც რეგისტრირებულია, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სარგებლობს პრიორიტეტით ობიექტთან დაკავშირებული უფლებების სხვა ცესიონართან მიმართებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხელშეკრულებაში, რომლის შესაბამისადაც წარმოიშობა ობიექტთან დაკავშირებული უფლებები გაცხადებულია, რომ ისინი უზრუნველყოფილია ობიექტით  ან დაკავშირებულია მასთან; და

ბ) იმდენად, რამდენადაც ობიექტთან დაკავშირებული უფლებები შეეხება ობიექტს.

2. წინა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ობიექტთან დაკავშირებული უფლებები ობიექტს შეეხება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი მოიცავს უფლებას გადასახდელის მიღებაზე ან ვალდებულების სხვაგვარად შესრულებაზე, რომლებიც შეეხება:

ა) თანხას, რომელიც შეტანილია ავანსის სახით და გამოიყენება ობიექტის შესაძენად;

ბ) თანხას, რომელიც შეტანილია ავანსის სახით და გამოიყენება სხვა ობიექტის შესაძენად, რომლის მიმართაც ცედენტს გააჩნია სხვა საერთაშორისო ინტერესი, თუ ცედენტმა გადასცა ასეთი საერთაშორისო ინტერესი ცესიონარს და აღნიშნული ცესია დარეგისტრირდა;

გ) ფასს, რომელიც ობიექტში უნდა იქნეს გადახდილი;

დ) საიჯარო ქირას, რომელიც ობიექტის მიმართ უნდა იქნეს გადახდილი;

ე) სხვა ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ნებისმიერ წინა ქვეპუნქტში ნახსენები გარიგებიდან.

3. ყველა სხვა შემთხვევაში, ობიექტთან დაკავშირებული უფლებების კონკურენტ ცესიათა შორის პრიორიტეტის წესი უნდა განისაზღვროს სამოქმედო სამართლის მიხედვით.

მუხლი 37. ცედენტის გადახდისუუნარობის შედეგები

ცედენტის მიმართ განხორციელებულ გადახდისუუნარობის პროცედურებზე 30-ე მუხლის დებულებები მოქმედებს ისე, თითქოს მითითება მოვალეზე აღნიშნავდეს მითითებას ცედენტზე.

მუხლი 38. სუბროგაცია

1. მე-2 მუხლის დებულებების გათვალისწინებით, ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ ახდენს გავლენას ობიექტთან დაკავშირებული უფლებებისა და შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის შეძენაზე კანონისმიერი ან სახელშეკრულებო სუბროგაციის გზით, სამოქმედო სამართლის შესაბამისად.

2. წინა პუნქტით გათვალისწინებულ ინტერესსა და სხვა კონკურენტ ინტერესს შორის პრიორიტეტის წესი შესაძლოა შეიცვალოს ამ ინტერესთა მფლობელებს შორის წერილობით გაფორმებული  შეთანხმების  შესაბამისად.  ამასთან,  დაქვემდებარებული  ინტერესის ცესიონარი არ არის შებოჭილი ამ ინტერესის დაქვემდებარების თაობაზე შეთანხმებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცესიის განხორციელებისას აღნიშნული დაქვემდებარება უკვე რეგისტრირებული იყო.

 

თავი X

უფლებები და ინტერესები, რომლებსაც აწესრიგებს ხელშემკვრელი  სახელმწიფოების დეკლარაციები

მუხლი 39. ფლებები, რომლებსაც იორიტეტი ენიჭება რეგისტრაციის გარეშე

1. ხელშემკვრელი  სახელმწიფო  უფლებამოსილია  ნებისმიერ  დროს  ოქმის დეპოზიტარისთვის გადაცემულ დეკლარაციაში ზოგადად ან კონკრეტულად მიუთითოს:

ა) არაკონსენსუალური უფლების ან ინტერესის კატეგორიები (გარდა უფლების ან ინტერესისა, რომლის მიმართ ვრცელდება მე-40 მუხლის მოქმედება), რომლებსაც, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, ენიჭება უპირატესობა ობიექტთან დაკავშირებული იმ ინტერესის მიმართ, რომელიც საერთაშორისო რეგისტრირებული ინტერესის თანაბარია, და რომელსაც უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო რეგისტრირებულ ინტერესთან მიმართებით როგორც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის ფარგლებში, ისე მის გარეთ; და

ბ) რომ ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ ახდენს გავლენას სახელმწიფოს, სახელმწიფო ორგანოს, სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის ან საჯარო მომსახურების კერძო მიმწოდებლის უფლებაზე, მოცემული სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, დააპატიმროს ან დააკავოს ობიექტი იმ თანხის გადაუხდელობის გამო, რომელიც ეკუთვნის ამგვარ ორგანოს, ორგანიზაციას ან მიმწოდებელს უშუალოდ ამ ობიექტის ან სხვა ობიექტის მიმართ გაწეული მომსახურებისთვის.

2. წინა პუნქტის შესაბამისად გაკეთებულ დეკლარაციაში შეიძლება გაკეთდეს დათქმა, რომ იგი ვრცელდება უფლების ან ინტერესის იმ კატეგორიებზეც, რომლებიც წარმოიშობა ასეთი დეკლარაციის გადაცემის შემდეგ.

3. არაკონსენსუალურ უფლებას ან ინტერესს, საერთაშორისო ინტერესის მიმართ უპირატესობა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექცევა იმ კატეგორიის ქვეშ, რომლის თაობაზეც დეკლარაცია ოქმის დეპოზიტარს გადაეცა საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციამდე.

4. წინა პუნქტის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ შეიძლება ოქმის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან შეერთებისას, დეკლარაციის გზით განაცხადოს, რომ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რომელიმე კატეგორიის უფლებას ან ინტერესს უპირატესობა ენიჭება იმ საერთაშორისო ინტერესთან მიმართებით, რომლის რეგისტრაციაც განხორციელდა ოქმის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების თარიღამდე.

მუხლი 40. ისტრირებადი არაკონსენსუალური უფლებები ან ინტერესები

ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ოქმის დეპოზიტარისთვის გადაცემულ დეკლარაციაში მიუთითოს არაკონსენსუალური უფლებების ან ინტერესების ჩამონათვალი, რომელთა რეგისტრაციაც უნდა განხორციელდეს ამ კონვენციის შესაბამისად, ობიექტის ნებისმიერი კატეგორიის მიმართ ისე, თითქოს ამგვარი უფლება ან ინტერესი წარმოადგენდეს საერთაშორისო ინტერესს, რის შემდგომაც მათი რეგულირება უნდა მოხდეს საერთაშორისო ინტერესის მსგავსად. დროდადრო, ამგვარ დეკლარაციაში დასაშვებია ცვლილებების შეტანა.

 

თავი XI

კონვენციის გავრცელება ნასყიდობის მიმართ

მუხლი 41. ნასყიდობა და პირობითი ნასყიდობა

ეს კონვენცია მოქმედებს ობიექტის ნასყიდობის ან პირობითი ნასყიდობის მიმართ, როგორც ეს გათვალისწინებულია ოქმით მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.

 

თავი XII

იურისდიქცია

მუხლი 42. ასამართლოს ჩევ

1. 43-ე და 44-ე მუხლების დებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოებს, რომლებსაც გარიგების მხარეები აირჩევენ, გააჩნია იურისდიქცია ნებისმიერი სარჩელის მიმართ, რომელიც წარმოდგენილია ამ კონვენციის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა არჩეულ სასამართლოს რაიმე კავშირი მხარეებთან ან გარიგებასთან. ასეთი იურისდიქცია განსაკუთრებულია, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

2. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით ან სხვაგვარად, არჩეული იურისდიქციის სახელმწიფოში მოქმედი სამართლის ნორმებით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დაცვით.

მუხლი 43. იურისდიქცია მე-13 მუხლის ფარგლებში

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოებს, რომლებიც არჩეულია მხარეთა მიერ და ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია ობიექტი, გააჩნია იურისდიქცია, რათა გასცეს ნებართვა ამ ობიექტთან დაკავშირებით, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, იურისდიქცია გააჩნია:

ა) მხარეთა მიერ არჩეულ სასამართლოებს; ან

ბ) იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მოვალის  ადგილსამყოფელი, თუ  უფლების  დაცვის  დროებითი  ღონისძიების  გამოყენების პირობები ითვალისწინებს მისი აღსრულების შესაძლებლობას მხოლოდ ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

3. სასამართლოს, წინა პუნქტების შესაბამისად, იურისდიქცია გააჩნია იმ შემთხვევაშიც, თუ მე-13 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ან შესაძლოა მიღებულ იქნეს სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ.

მუხლი 44. ამართლოს იურისდიქცია რეგისტრატორთან დაკავშირებით

1. იმ სახელმწიფოს სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც რეგისტრატორს განთავსებული აქვს თავისი ადმინისტრაციული ცენტრი, გააჩნია განსაკუთრებული იურისდიქცია რეგისტრატორის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების და სასამართლო ბრძანების გამოცემის შესახებ საქმეებზე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არ ასრულებს 25-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ მოთხოვნას და ამ პირმა შეწყვიტა არსებობა ან მისი მოძებნა შეუძლებელია, რათა სასამართლოს გზით დაევალოს რეგისტრაციის გაუქმება, წინა პუნქტში მითითებულ სასამართლოებს გააჩნია განსაკუთრებული იურისდიქცია, მოვალის ან პოტენციური მოვალის განცხადების საფუძველზე, მოითხოვონ რეგისტრატორისგან ამგვარი რეგისტრაციის გაუქმება.

3. თუ პირი არ ასრულებს ამ კონვენციის საფუძველზე იურისდიქციის მქონე სასამართლოს ან, ეროვნული ინტერესის შემთხვევაში, შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს მოთხოვნას რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების თაობაზე, პირველ პუნქტში მითითებულ სასამართლოებს გააჩნია უფლებამოსილება აღნიშნული მოთხოვნის შესრულება დაავალონ რეგისტრატორს.

4. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია წინა პუნქტებით, არც ერთ სასამართლოს არ შეუძლია გასცეს ბრძანება ან მიიღოს გადაწყვეტილება ან დადგენილება რეგისტრატორის მიმართ და დააკისროს მას რაიმე ვალდებულების შესრულება.

მუხლი 45. ისუუნარობასთან დაკავშირებული იურისდიქცია

ამ თავით დადგენილი დებულებები არ მოქმედებს გადახდისუუნარობის პროცედურების მიმართ.

 

თავი XIII

სხვა კონვენციებთან კავშირი

მუხლი 45 bis. კავშირი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან საერთაშორ აჭრობაში დებიტორული დავალიანების დათმობის შესახე

ამ კონვენციას აქვს უპირატესი ძალა “საერთაშორისო ვაჭრობაში დებიტორული დავალიანების დათმობის შესახებგაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან მიმართებით, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ნიუ-იორკში, 2011 წლის 12 დეკემბერს, იმ ნაწილში, რომელიც შეეხება დებიტორული დავალიანების დათმობას, რომელსაც, როგორც ობიექტთან დაკავშირებულ უფლებას, კავშირი აქვს საავიაციო ობიექტებზე, სარკინიგზო მოძრავ შემადგენლობასა და კოსმოსურ საშუალებებზე არსებულ საერთაშორისო ინტერესთან.

მუხლი 46. კავშირი კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის კონვენციასთან საერთაორ ინური ლიზინგის შესახებ

ამ კონვენციასა და რთორსო ფინანსური ლიზინგის შესახებ . ოტავაში, 1988 ლის 28 მაისს ხელმოწერილ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის კონვენციას შორის კავშირი შეიძლება განისაზღვროს ოქმით.

 

თავი XIV

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 47. ხელმოწერა, რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ნ შეერთება

1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად 2001 წლის 16 ნოემბრიდან, იმ სახელმწიფოთა მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ მოძრავ მოწყობილობებთან დაკავშირებით კონვენციისა და საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული ოქმის მისაღებად გამართულ დიპლომატიურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ქ. კეიპტაუნში, 2001 წლის 29 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათლით. 2001 წლის  16  ნოემბრის  შემდგომ კონვენცია  ღია  იქნება ხელმოსაწერად  ყველა სახელმწიფოსთვის, კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის შტაბ- ბინაში, ქ. რომში, ამ კონვენციის 49-ე მუხლის შესაბამისად მის ძალაში შესვლამდე.

2. ეს კონვენცია ექვემდებარება მის ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას.

3. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ კონვენციის ხელმომწერი, შეუძლია ნებისმიერ დროს შეუერთდეს მას.

4. რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან შეერთება ხდება ამის თაობაზე ოფიციალური დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის გზით.

მუხლი 48. კონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციები

1. ეკონომიკური ინტეგრაციის ნებისმიერ რეგიონულ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია  სუვერენულ  სახელმწიფოთა  მიერ  და  რომელსაც  აქვს  კომპეტენცია  ამ კონვენციით რეგულირებულ ზოგიერთ საკითხთან მიმართებით, უფლება აქვს, ასევე, ხელი მოაწეროს, მიიღოს, დაამტკიცოს ეს კონვენცია ან შეუერთდეს მას. ამ შემთხვევაში ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას ენიჭება ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებები და მოვალეობები იმდენად, რამდენადაც მოცემულ ორგანიზაციას აქვს კომპეტენცია ამ კონვენციით რეგულირებულ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა რაოდენობა რელევანტურია, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, მის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც ასევე არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, დამატებით ხელშემკვრელ სახელმწიფოდ არ განიხილება.

2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, ამ კონვენციის ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს, დეპოზიტარს წარუდგენს დეკლარაციას, რომელიც ჩამოთვლის იმ საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც მას გადაცემული აქვს კომპეტენცია წევრი სახელმწიფოების მიერ. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპოზიტარს ამ პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციით განსაზღვრული კომპეტენციის ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის,  ახალი კომპეტენციის გადაცემის თაობაზე.

3. ამ კონვენციაში „ხელშემკვრელ სახელმწიფოზე“,  „ხელშემკვრელ სახელმწიფოებზე“, „მონაწილე სახელმწიფოზე“ ან „მონაწილე სახელმწიფოებზე“ მითითება ამავდროულად გულისხმობს მითითებას ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციაზე, თუ ამას მოითხოვს პუნქტის შინაარსი.

მუხლი 49. ძალაში შესვლა

1. ეს კონვენცია ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ რიგით მესამე დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის თარიღიდან გასული სამი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს, მაგრამ მხოლოდ იმ კატეგორიის ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც ვრცელდება ოქმი:

ა) მოცემული ოქმის ძალაში შესვლის მომენტიდან;

ბ) მოცემული ოქმით გათვალისწინებული პირობების თანახმად; და

გ) ამ კონვენციისა და მოცემული ოქმის მონაწილე სახელმწიფოებს შორის.

2. სხვა სახელმწიფოებისთვის ეს კონვენცია ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მათი დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის თარიღიდან გასული სამი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს, მაგრამ მხოლოდ იმ კატეგორიის ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც ვრცელდება ოქმი, და ასეთი ოქმის მიმართ წინა პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვის პირობით.

მუხლი 50. იდა გარიგებები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, ოქმის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას განაცხადოს, რომ ეს კონვენცია არ გამოიყენება მოცემული სახელმწიფოს შიდა გარიგებების მიმართ, ყველა კატეგორიის ობიექტთან ან ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით.

2. მიუხედავად წინა პუნქტის დებულებისა, ამ კონვენციის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის, V თავის, 29-ე მუხლის დებულებები და ამ კონვენციის ის დებულებები, რომლებიც ეხება რეგისტრირებულ ინტერესს, მოქმედებს შიდა გარიგების მიმართაც.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული ინტერესის შესახებ შეტყობინება რეგისტრირებულია საერთაშორისო რეესტრში, ამგვარი ინტერესის მფლობელის პრიორიტეტზე, 29-ე მუხლის თანახმად, გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ აღნიშნული ინტერესი გადაეცა სხვა პირს ცესიის ან სუბროგაციის გზით, სამოქმედო სამართლის შესაბამისად.

მუხლი 51. მები, რომლებიც შეიძლება სამომავლოდ იქნეს მიღებული

1. დეპოზიტარი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, თუ ამას დეპოზიტარი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რათა  შეფასდეს  ამ  კონვენციის  მოქმედების  გავრცელების  საჭიროება, ერთი  ან  რამდენიმე ოქმის მიღების გზით, მაღალი ფასეულობის მქონე მოძრავი მოწყობილობების ნებისმიერი კატეგორიის ობიექტების მიმართ (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებისა), რომელთაგან თითოეული ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებულია, ამგვარ ობიექტებთან დაკავშირებული უფლებების ჩათვლით.

2. დეპოზიტარი, ოქმის ნებისმიერი წინასწარი პროექტის ტექსტს, რომელიც შეეხება რომელიმე კატეგორიის ობიექტებს და მომზადებულია ასეთი სამუშაო ჯგუფის მიერ, უგზავნის ამ კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოს, დეპოზიტარის წევრ ყველა სახელმწიფოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს, რომლებიც არ არიან დეპოზიტარის წევრები, და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს და იწვევს ასეთ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს, ოქმის წინასწარი პროექტის საფუძველზე, მისი საბოლოო პროექტის შემუშავების მიზნით გამართულ მთავრობათაშორის მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.

3. ამასთან, დეპოზიტარი უფლებამოსილია, საჭიროებიდან გამომდინარე, ამგვარი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ოქმის ნებისმიერი წინასწარი პროექტი აგრეთვე გაუგზავნოს შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ეთხოვოთ, ოქმის წინასწარ პროექტზე მათი კომენტარების დეპოზიტარისათვის დროულად წარდგენა და ოქმის პროექტის შემუშავების პროცესში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა.

4. როდესაც დეპოზიტარის კომპეტენტური ორგანოები ჩათვლიან, რომ ოქმის პროექტი მზად არის მისაღებად, დეპოზიტარმა უნდა მოიწვიოს დიპლომატიური კონფერენცია მის მისაღებად.

5. ასეთი ოქმის მიღების შემდეგ, ამ მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, ეს კონვენცია უნდა გავრცელდეს ამ ოქმით გათვალისწინებული კატეგორიის ობიექტების მიმართ.

6. 45-ე bis მუხლი ამგვარი ოქმის მიმართ გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულზე უთითებს თავად ეს ოქმი.

მუხლი 52. ტერიტორიული ერთეულები

1. თუ სახელმწიფოს გააჩნია ტერიტორიული ერთეულები, რომლებშიც გამოიყენება სამართლის განსხვავებული სისტემები ამ კონვენციით რეგულირებული საკითხების მიმართ, იგი უფლებამოსილია, ამ კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას, დეკლარაციის გზით განსაზღვროს, რომ ამ კონვენციის მოქმედება ვრცელდება მის ყველა ან ზოგიერთ ტერიტორიულ ერთეულზე. იგი აგრეთვე უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს აღნიშნულ დეკლარაციაში ახალი დეკლარაციის წარდგენის გზით.

2. ნებისმიერ ასეთ დეკლარაციაში ცხადად უნდა მიეთითოს ის ტერიტორიული ერთეულები, რომელთა მიმართაც ვრცელდება ამ კონვენციის მოქმედება.

3. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო არ წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეკლარაციას, ამ კონვენციის მოქმედება გავრცელდება მის ყველა ტერიტორიულ ერთეულზე.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ კონვენციის მოქმედებას ავრცელებს თავის ერთ ან რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულზე, ამ კონვენციით გათვალისწინებული დეკლარაციები შეიძლება გაკეთდეს თითოეული ასეთი ტერიტორიული ერთეულის მიმართ, და ერთი ტერიტორიული ერთეულის მიმართ გაკეთებული დეკლარაციები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა ტერიტორიული ერთეულის მიმართ გაკეთებული დეკლარაციებისგან.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაკეთებული დეკლარაციის შესაბამისად, ამ კონვენციის მოქმედება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულზე:

ა) მოვალის ადგილსამყოფლად ხელშემკვრელი სახელმწიფო ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფუძნებული ან შექმნილია იმ ტერიტორიულ ერთეულში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიმართაც მოქმედებს ეს კონვენცია, ან თუ მას გააჩნია თავისი რეგისტრირებული დაწესებულება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შტაბ-ბინა, ადმინისტრაციული ცენტრი, საქმიანობის ადგილი ან ჩვეული ადგილსამყოფელი ამგვარ ტერიტორიულ ერთეულში;

ბ) ნებისმიერი მითითება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ობიექტის განთავსებაზე გულისხმობს ობიექტის განთავსებას იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მიმართაც მოქმედებს ეს კონვენცია; და

გ) ნებისმიერი მითითება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოებზე გულისხმობს მითითებას იმ ადმინისტრაციულ ორგანოებზე, რომლებსაც გააჩნია იურისდიქცია იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მიმართაც მოქმედებს ეს კონვენცია.

მუხლი 53. ამართლოს ნსაზღვრება

ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს, დეკლარაციის გზით განსაზღვროს „სასამართლო“ ან „სასამართლოები“, ამ კონვენციის პირველი მუხლის და XII თავის მიზნებისთვის.

მუხლი 54. ეკლარაციები,  რომლებიც შეეხება უფლების დაცვის საშუალებებს

1. ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს, დეკლარაციის გზით დაადგინოს, რომ სანამ დატვირთული ობიექტი განთავსებულია მის ტერიტორიაზე ან კონტროლდება მისი ტერიტორიიდან, მოგირავნეს ეკრძალება ამ ობიექტის იჯარით გადაცემა ამავე ტერიტორიის ფარგლებში.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს, დეკლარაციის გზით დაადგინოს, რომ ამ კონვენციით კრედიტორისთვის მინიჭებული უფლების დაცვის ნებისმიერი საშუალება, რომელიც კონვენციის შესაბამისად არ ითვალისწინებს სასამართლოსთვის სავალდებულო მიმართვას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე.

მუხლი 55. დელარაციები უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების თაობაზე, რომელიც გამოიყენება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე

ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს, დეკლარაციის გზით დაადგინოს, რომ იგი არ გამოიყენებს მე-13 მუხლის ან 43-ე მუხლის ან ორივე მათგანის დებულებებს სრულად ან ნაწილობრივ. ასეთ დეკლარაციაში უნდა მიეთითოს, თუ რა პირობებით იქნება გამოყენებული შესაბამისი მუხლის დებულებები, თუ მათი გამოყენება ხდება ნაწილობრივ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების რომელი სხვა ფორმები იქნება გამოყენებული.

მუხლი 56. დათქმები და დეკლარაციები

1. ამ კონვენციით არ დაიშვება დათქმების გაკეთება, გარდა 39-ე, მე-40, 50-ე, 52-ე, 53-ე, 54-ე, 55- ე, 57-ე, 58-ე და მე-60 მუხლებით დადგენილი დათქმებისა, რომლებიც უნდა გაკეთდეს ამ მუხლების დებულებების დაცვით.

2. ამ კონვენციის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის ან შემდგომი დეკლარაციის, ან დეკლარაციის გამოთხოვის თაობაზე წერილობით უნდა ეცნობოს დეპოზიტარს.

მუხლი 57. შემდგომი დეკლარაციები

1. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, მე-60 მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციის გარდა, გააკეთოს ნებისმიერი შემდგომი დეკლარაცია, ნებისმიერ დროს, ამ კონვენციის მისთვის ძალაში შესვლის შემდეგ, აღნიშნულის თაობაზე დეპოზიტარისათვის შეტყობინების გზით.

2. ნებისმიერი ასეთი შემდგომი დეკლარაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან გასული ექვსი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს. თუ შეტყობინებაში აღნიშნულია ამგვარი დეკლარაციის ძალაში შესვლის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, იგი ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ამგვარი პერიოდის გასვლის შემდეგ.

3. მიუხედავად წინა პუნქტების დებულებებისა, ამ კონვენციის მოქმედება, შემდგომი დეკლარაციის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ყველა უფლებისა და ინტერესის მიმართ გრძელდება ამავე დეკლარაციის გაუთვალისწინებლად.

მუხლი 58. დელარაციების კან გამოთხოვა

1. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს ამ კონვენციის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაცია, მე-60 მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციის გარდა, აღნიშნულის თაობაზე დეპოზიტარისათვის შეტყობინების გზით. დეკლარაციის ამგვარი უკან გამოხმობა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან გასული ექვსი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. მიუხედავად წინა პუნქტის დებულებისა, ამ კონვენციის მოქმედება, დეკლარაციის უკან გამოხმობის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ყველა უფლებისა და ინტერესის მიმართ გრძელდება ამავე დეკლარაციის უკან გამოხმობის გაუთვალისწინებლად.

მუხლი 59. ენონსაცია

1. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია მოახდინოს ამ კონვენციის დენონსაცია, აღნიშნულის თაობაზე დეპოზიტარისათვის წერილობით შეტყობინების გზით.

2. ამგვარი დენონსაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან გასული თორმეტი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. მიუხედავად წინა პუნქტების დებულებებისა, ამ კონვენციის მოქმედება, დენონსაციის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ყველა უფლებისა და ინტერესის მიმართ გრძელდება ამავე დენონსაციის გაუთვალისწინებლად.

მუხლი 60. გარდამავალი დებულე

1. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს გაკეთებული დეკლარაციით სხვა რამ არ განუცხადებია, ეს კონვენცია არ მოქმედებს ადრე არსებული უფლების ან ინტერესის მიმართ, რომელსაც უნარჩუნდება პრიორიტეტი, რომელიც დადგენილია სამოქმედო სამართლით, ამ კონვენციის ძალაში შესვლამდე.

2. პირველი მუხლის „ქ“ ქვეპუნქტისა და ამ კონვენციით დადგენილი პრიორიტეტის განსაზღვრის მიზნებისთვის:

ა) მოვალესთან დაკავშირებით, „ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღი“ აღნიშნავს თარიღს, როდესაც ეს კონვენცია ძალაში შევიდა ან თარიღს, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი სახელმწიფო გახდა ამ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო, იმის მიხედვით, რომელი თარიღიც უფრო გვიან დადგება; და

ბ) მოვალის ადგილსამყოფელ სახელმწიფოდ მიიჩნევა სახელმწიფო, სადაც მას გააჩნია თავისი ადმინისტრაციული ცენტრი, ან თუ მას ასეთი ცენტრი არ გააჩნია- საქმიანობის ადგილი, ან თუ მას გააჩნია ერთზე მეტი საქმიანობის ადგილი- მისი ძირითადი საქმიანობის ადგილი, ან თუ მას არ გააჩნია საქმიანობის ადგილი- მისი ჩვეული ადგილსამყოფელი.

3. ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეკლარაციის გზით დაადგინოს თარიღი, რომელიც დგება ამ დეკლარაციის ძალაში შესვლიდან არაუადრეს სამი წლისა, და რომლიდანაც ამ კონვენციისა და ოქმის მოქმედება დაიწყება პრიორიტეტის განსაზღვრის მიზნებისთვის, მათ შორის, ნებისმიერი არსებული პრიორიტეტის დასაცავად, ადრე არსებული უფლებებისა და ინტერესების მიმართ, რომლებიც წარმოიშვა იმ დროს დადებული შეთანხმებით, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი იყო წინა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც და რა პირობებითაც ეს დადგენილია ამავე დეკლარაციით.

მუხლი 61. კონვენციაში შესწორებების შეტანის მიზნით გამართული კონფერენციები, შესწორებები და მათთან დაკავშირებული საკითხები

1. დეპოზიტარმა, ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებისთვის, ყოველწლიურად ან მაშინ, როდესაც ამას მოითხოვს გარემოებები, უნდა მოამზადოს მოხსენება ამ კონვენციის საფუძველზე შექმნილი საერთაშორისო რეჟიმის პრაქტიკული ფუნქციონირების საშუალებების თაობაზე. ამგვარი მოხსენებების მომზადებისას, დეპოზიტარმა უნდა გაითვალისწინოს საზედამხედველო ორგანოს მოხსენებები, რეგისტრაციის საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

2. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა სულ მცირე ოცდახუთი პროცენტის მოთხოვნით, დეპოზიტარმა, საზედამხედველო ორგანოსთან კონსულტაციის გზით, დროდადრო უნდა მოიწვიოს მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია კონვენციაში შესწორებების შეტანის მიზნით, რომელიც განიხილავს:

ა) ამ კონვენციის პრაქტიკულ გამოყენებას და მის ეფექტიანობას იმ ობიექტების აქტივებით უზრუნველყოფილი დაფინანსებისა და იჯარის ხელშეწყობის საქმეში, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება;

ბ) ამ კონვენციისა და წესებით გათვალისწინებული დებულებების სასამართლო განმარტებისა და მათი გამოყენების საკითხს;

გ) რეგისტრაციის საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირებას, რეგისტრატორის მუშაობას და საზედამხედველო ორგანოს მიერ მის კონტროლს, საზედამხედველო ორგანოს მიერ წარმოდგენილი მოხსენებების გათვალისწინებით; და

დ) ამ კონვენციასა და საერთაშორისო რეესტრთან დაკავშირებული რაიმე ცვლილების მიზანშეწონილობას.

3.  ამ მუხლის მე-4 პუნქტის  დებულებების  გათვალისწინებით, ამ კონვენციის  ნებისმიერი ცვლილება მტკიცდება წინა პუნქტში მითითებული კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოთა სულ მცირე ორი მესამედის უმრავლესობის მიერ, და ძალაში შედის იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამგვარი ცვლილების რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, სამი სახელმწიფოს მიერ ამ ცვლილების რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შემთხვევაში, 49-ე მუხლის დებულებების შესაბამისად, რომელიც შეეხება კონვენციის ძალაში შესვლას.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ კონვენციის ცვლილება შეეხება ერთზე მეტი კატეგორიის მოძრავ მოწყობილობას, ამგვარი ცვლილება მტკიცდება თითოეული ოქმის მონაწილე სახელმწიფოთა სულ მცირე ორი მესამედის უმრავლესობით, რომლებიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ კონფერენციაში.

მუხლი 62. ზიტარი და მისი ფუნქციები

1. რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტები შესანახად უნდა გადაეცეს კერძო სამართლის უნიფიცირების საერთაშორისო ინსტიტუტს (UNIDROIT), რომელიც ინიშნება დეპოზიტარად.

2. დეპოზიტარი:

ა) ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს აწვდის ინფორმაციას:

ა.ა) ყოველი ახალი ხელმოწერის ან რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის მიღების თაობაზე, შესაბამისი თარიღის მითითებით;

ა.ბ) ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

ა.გ) ამ კონვენციის საფუძველზე გაკეთებული ყოველი დეკლარაციის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით;

ა.დ) დეკლარაციის ცვლილების ან უკან გამოხმობის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით; და

ა.ე) ამ კონვენციის დენონსაციის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით, ამგვარი დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღთან ერთად;

ბ) ამ კონვენციის ნამდვილ, დამოწმებულ ასლს უგზავნის ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს;

გ) საზედამხედველო ორგანოსა და რეგისტრატორს აწვდის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის ასლს, მათი დეპოზიტარისათვის გადაცემის თარიღის მითითებით, ყოველი დეკლარაციის, დეკლარაციის ცვლილების ან მისი უკან გამოხმობის შესახებ დოკუმენტის და დენონსაციის თაობაზე შეტყობინების ასლს, მათი მიღების თარიღის მითითებით, ისე რომ მათში არსებული ინფორმაცია იყოს მარტივად და სრულად ხელმისაწვდომი;

დ) ასრულებს დეპოზიტართა სხვა ჩვეულ ფუნქციებს.

 

ის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერმა უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა, რომლებიც სათანადო წესით არიან უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

 

შესრულებულია ქ. კეიპტაუნში, 2001 წლის 16 ნოემბერს, ერთადერთ ნამდვილ ეგზემპლარად, ინგლისურ, არაბულ, ჩინურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია და ასეთ ავთენტურობას იძენს აქ მითითებული თარიღიდან 90 დღის განმავლობაში, კონფერენციის პრეზიდენტის უფლებამოსილების ქვეშ კონფერენციის ერთობლივი სამდივნოს მიერ მათი ერთმანეთთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ.

 

 

მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის 

ოქმი

საავიაციო მოწყობილობების თაობაზე

ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოები,

აუცილებლად მიიჩნევენ რა უზრუნველყონ მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციის (შემდგომში  „კონვენცია“) შესრულება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საავიაციო მოწყობილობებს, კონვენციის პრეამბულაში გადმოცემული მიზნების გათვალისწინებით,

ითვალისწინებენ რა, რომ აუცილებელია კონვენციის ადაპტაცია საჰაერო ხომალდის დაფინანსებასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით და კონვენციის გამოყენების სფეროს გაფართოება, რათა მან მოიცვას საავიაციო მოწყობილობების ნასყიდობის ხელშეკრულებები,

ითვალისწინებენ რა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოში 1944 წლის 7 დეკემბერს ხელმოწერილი კონვენციის პრინციპებსა და მიზნებს,

თანხმდებიან ქვემოთ მოყვანილ დებულებებზე, რომლებიც შეეხება საავიაციო მოწყობილობებს:

თავი I

გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები

მუხლი I. განსვრებანი

1.  ამ  ოქმში  გამოყენებულ  ტერმინებს,  თუ  გარემოებები  სხვაგვარად  არ  მოითხოვს,  აქვს კონვენციით განსაზღვრული მნიშვნელობა.

2. ამ ოქმში მოცემული ქვემორე ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:

ა) „საჰაერო ხომალდი“ აღნიშნავს საჰაერო ხომალდს, როგორც ეს განსაზღვრულია ჩიკაგოს კონვენციის მიზნებისთვის და წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟს მასზე დამონტაჟებული საავიაციო ძრავებით ან ვერტმფრენს;

ბ) „საავიაციო ძრავა“ აღნიშნავს საჰაერო ხომალდის ძრავას (გარდა ძრავებისა, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საბაჟო ან საპოლიციო სამსახურების მიერ), რომელიც მოძრაობაში მოდის რეაქტიული ჭავლით ან რომელიც იყენებს ტურბინის ან დგუშის ტექნოლოგიას და:

i) რეაქტიული საავიაციო ძრავის შემთხვევაში აქვს არანაკლებ 1750 ფუნტის ან სხვა ერთეულში გამოხატული ეკვივალენტური სიდიდის წევა; და

ii) ტურბინის ან დგუშის საავიაციო ძრავის შემთხვევაში აქვს არანაკლებ 550 ცხენის ძალის ან სხვა ერთეულში გამოხატული ეკვივალენტური სიდიდის ნომინალური ასაფრენი სიმძლავრე, ყველა მოდულთან და სხვა დაყენებულ, დამონტაჟებულ ან დამატებით საკუთნოსთან, ნაწილებთან და მოწყობილობებთან, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ყველა მონაცემთან, სახელმძღვანელოსთან და ჩანაწერთან ერთად;

გ) „საავიაციო ობიექტი“ აღნიშნავს საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟს, საავიაციო ძრავს და ვერტმფრენს;

დ) „საჰაერო ხომალდების რეესტრი“ აღნიშნავს რეესტრს, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო ან ზოგადი ამოსაცნობი და სარეგისტრაციო ნიშნების მარეგისტრირებელი უფლებამოსილი ორგანო, ჩიკაგოს კონვენციის მიზნებისთვის;

ე) „საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟი“ აღნიშნავს საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟს (გარდა საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟისა, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საბაჟო ან საპოლიციო სამსახურების მიერ), რომელზეც, თუ მასზე დამონტაჟებულია საავიაციო ძრავები, კომპეტენტური საავიაციო სახელისუფლებლო ორგანოს მიერ გაცემულია ტიპის სერტიფიკატი, რათა:

i) გადაყვანილ იქნეს სულ მცირე 8 (რვა) პირი, ეკიპაჟის ჩათვლით; ან

ii) გადაზიდულ იქნეს 2750 კილოგრამზე მეტი წონის ტვირთი,

ყველა დაყენებულ, დამონტაჟებულ ან დამატებით საკუთნოსთან, ნაწილებსა და მოწყობილობასთან (გარდა საავიაციო ძრავებისა), აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ყველა მონაცემთან, სახელმძღვანელოსა და ჩანაწერთან ერთად;

ვ) „უფლებამოსილი მხარე“ აღნიშნავს XIII მუხლის მე-3 პუნქტში მოხსენიებულ მხარეს;

ზ) „ჩიკაგოს კონვენცია“ აღნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოში 1944 წლის 7 დეკემბერს ხელმოწერილ კონვენციას, მასში შეტანილ ცვლილებებთან და მის დანართებთან ერთად;

თ) „ზოგადი ამოსაცნობი და სარეგისტრაციო ნიშნების მარეგისტრირებელი უფლებამოსილი ორგანო“ აღნიშნავს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აწარმოებს რეესტრს ჩიკაგოს კონვენციის 77-ე მუხლის შესაბამისად, და რომელიც პასუხობს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭოს 1967 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციას იმ საჰაერო ხომალდის ეროვნულობისა და რეგისტრაციის თაობაზე, რომლის ექსპლუატაციას ახორციელებს საერთაშორისო საექსპლუატაციო სააგენტოები;

ი) „საჰაერო ხომალდის რეესტრიდან ამოღება“ აღნიშნავს საჰაერო ხომალდის ამოღებას საჰაერო ხომალდების რეესტრიდან, ჩიკაგოს კონვენციის თანახმად;

კ)  „ხელშეკრულება  გარანტიების  უზრუნველყოფის  შესახებ“  აღნიშნავს  ხელშეკრულებას, რომელსაც პირი დებს, როგორც გარანტორი;

ლ) „გარანტორი“ აღნიშნავს პირს, რომელიც კრედიტორის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულების მიზნით, ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების ან სხვა ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემს თავდებობას ან იძლევა გარანტიას პირველი მოთხოვნისთანავე, წარადგენს სარეზერვო აკრედიტივს ან ნებისმიერ სხვა დოკუმენტს კრედიტის უზრუნველყოფის თაობაზე;

მ) „ვერტმფრენი“ აღნიშნავს ჰაერზე უფრო მძიმე საფრენ აპარატს (გარდა სამხედრო, საბაჟო და საპოლიციო სამსახურების მიერ გამოყენებული ვერტმფრენებისა), რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს ძალური დანადგარის მეშვეობით, დაახლოებით ვერტიკალურ ღერძზე მდებარე, ერთი ან მეტი მბრუნავი ხრახნ(ებ)ით წარმოქმნილი ნაკადის რეაქციის წყალობით, და რომელსაც გააჩნია კომპეტენტური საავიაციო სახელისუფლებლო ორგანოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი, რათა:

i) გადაყვანილ იქნეს სულ მცირე 5 (ხუთი) პირი, ეკიპაჟის ჩათვლით; ან

ii) გადაზიდულ იქნეს 450 კილოგრამზე მეტი წონის ტვირთი,

ყველა დაყენებულ, დამონტაჟებულ ან დამატებით საკუთნოსთან, ნაწილებსა და მოწყობილობასთან (ხრახნების ჩათვლით), აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ყველა მონაცემთან, სახელმძღვანელოსა და ჩანაწერთან ერთად;

ნ) „გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული მოვლენა“ აღნიშნავს:

i) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას; ან

ii) მოვალის მიერ  გადახდების  შეჩერების  თაობაზე  განზრახვის  გაცხადებას  ან მის მიერ გადახდების ფაქტობრივ შეჩერებას, თუ კრედიტორის უფლება, მოითხოვოს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება ან ისარგებლოს კონვენციით  გათვალისწინებული  უფლების  დაცვის  საშუალებებით, შეუძლებელია განხორციელებულ იქნეს ან მისი განხორციელება შეჩერებულია კანონის ან სახელმწიფოს მოქმედების საფუძველზე;

ო) „გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანა“ აღნიშნავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელშიც განთავსებულია მოვალის ძირითადი ინტერესების ცენტრი, და რომელიც, ამ მიზნისთვის, ითვლება, რომ წარმოადგენს მოვალის კანონმდებლობით გათვალისწინებული  შტაბ-ბინის  ადგილსამყოფელს  ან,  თუ  ასეთი  არ არსებობს, ადგილს, სადაც მოვალე რეგისტრირებულია ან დაფუძნებულია, თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება;

პ) „მარეგისტრირებელი სახელისუფლებო ორგანო“ აღნიშნავს ეროვნულ სახელისუფლებო ორგანოს ან ზოგადი ამოსაცნობი და სარეგისტრაციო ნიშნების მარეგისტრირებელ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აწარმოებს საჰაერო ხომალდების რეესტრს ხელშემკვრელ სახელმწიფოში და პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდების რეგისტრაციასა და რეესტრიდან ამოღებაზე, ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად;

ჟ) „რეგისტრაციის სახელმწიფო“, საჰაერო ხომალდებთან მიმართებით, აღნიშნავს სახელმწიფოს, რომლის ეროვნულ რეესტრშიც შეტანილია საჰაერო ხომალდი, ან სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია ზოგადი ამოსაცნობი და სარეგისტრაციო ნიშნების მარეგისტრირებელი უფლებამოსილი ორგანო, რომელიც აწარმოებს  საჰაერო  ხომალდების რეესტრს.

მუხლი II. კონვენციის გამოყენება საავიაციო ობიექტების მიმართ

1. საავიაციო   ობიექტების   მიმართ   კონვენციის   გამოყენება   უნდა   მოხდეს   ამ   ოქმის დებულებების გათვალისწინებით.

2. კონვენციასა   და   ოქმს   ერთობლივად   ეწოდება   „კონვენცია   საავიაციო   ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“.

მუხლი III. კონვენციის გამოყენება ნასყიდობის ხელშეკრულების მიმართ

კონვენციის ქვემოთ მოყვანილი დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს ისე, თითქოს მითითებები შეთანხმებაზე, რომელიც წარმოშობს ან ქმნის საერთაშორისო ინტერესს, წარმოადგენს მითითებას ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, და ისე, თითქოს მითითებები საერთაშორისო ინტერესზე, პირობით საერთაშორისო ინტერესზე,  მოვალესა  და კრედიტორზე, აღნიშნავდეს მითითებებს ნასყიდობაზე, პირობით ნასყიდობაზე, გამყიდველსა და მყიდველზე, შესაბამისად:

მე-3 და მე-4 მუხლები;

მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;

მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი;

მე-20 მუხლის პირველი პუნქტი (ნასყიდობის ხელშეკრულებისა და პირობითი ნასყიდობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით);

25-ე მუხლის მე-2 პუნქტი (პირობით ნასყიდობასთან დაკავშირებით); და

30-ე მუხლი.

გარდა ამისა, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და პირობითი ნასყიდობის მიმართ გამოიყენება პირველი მუხლის, მე-5 მუხლის, IV-VII თავების. 29-ე მუხლის (29-ე მუხლის მე-3 პუნქტის გარდა, რომელსაც ცვლის XIV მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები), X თავის, XII თავის (გარდა 43-ე მუხლისა), XIII თავის და XIV თავის (გარდა მე-60 მუხლისა) ზოგადი დებულებები.

მუხლი IV. გამოყენების ფერო

1. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, კონვენცია მოქმედებს აგრეთვე ვერტმფრენის ან საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟის მიმართ, რომელიც რეგისტრირებულია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდების რეესტრში, რომელიც წარმოადგენს რეგისტრაციის სახელმწიფოს, თუ ამგვარი რეგისტრაცია განხორციელებულია საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოქმედად ითვლებოდა შეთანხმების დადების მომენტისთვის.

2. კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული „შიდა გარიგების“ განსაზღვრის მიზნებისთვის:

ა) საჰაერო ხომალდის ფიუზელაჟი განთავსებულია იმ საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფოში, რომელსაც ის ეკუთვნის;

ბ) საავიაციო ძრავი განთავსებულია იმ საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფოში, რომელზეც ის დამონტაჟებულია, ხოლო თუ იგი არ არის დამონტაჟებული საჰაერო ხომალდზე იმ სახელმწიფოში, სადაც ის ფიზიკურად არის განთავსებული;

გ) ვერტმფრენი განთავსებულია მისი რეგისტრაციის სახელმწიფოში, შეთანხმების დადების მომენტისთვის, რომლის საფუძველზეც წარმოიშობა საერთაშორისო ინტერესი.

3. ერთმანეთთან ურთიერთობაში მხარეები უფლებამოსილი არიან, წერილობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, უარი თქვან ამ ოქმის ნებისმიერი დებულების შესრულებაზე ან გადაუხვიონ მათ, გარდა IX მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების დებულებებისა. წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, მხარეებს უფლება აქვთ გამორიცხონ XI მუხლის მოქმედება.

მუხლი V. ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმალური მხარე, მისი მოქმედების შედეგები და რეგისტრაცია

1. ამ ოქმის მიზნებისთვის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც:

ა) გაფორმებულია წერილობით;

ბ) დაკავშირებულია საავიაციო ობიექტთან, რომლის მიმართ გამყიდველს გააჩნია განკარგვის შესაძლებლობა; და

გ) იძლევა საავიაციო ობიექტის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ამ ოქმის დებულებების შესაბამისად.

2. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საავიაციო ობიექტთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესი გამყიდველიდან გადადის მყიდველზე, ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

3. ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია ძალაშია უვადოდ. პირობითი ნასყიდობის რეგისტრაცია ძალაშია მანამ, სანამ ის არ გაუქმდება ან არ ამოიწურება ვადა, რომელიც მისი რეგისტრაციისას იქნა დათქმული, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მუხლი VI. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება

ნებისმიერი პირი უფლებამოსილია დადოს შეთანხმება ან ნასყიდობის ხელშეკრულება და დაარეგისტრიროს საავიაციო ობიექტთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესი ან ნასყიდობა, აგენტის, რწმუნებულის ან წარმომადგენლის სხვაგვარი უფლებამოსილების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს განაცხადოს, რომ მას აქვს კონვენციით მინიჭებული უფლებები და ინტერესები.

მუხლი VII. ავობექტების აღწერა

საავიაციო ობიექტის აღწერა, რომელიც მოიცავს მწარმოებლის მიერ მინიჭებულ სერიულ ნომერს, მწარმოებლის დასახელებას და მოდელის აღნიშვნას, აუცილებელი და საკმარისია ობიექტის იდენტიფიცირებისთვის, კონვენციის მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამ ოქმის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის.

მუხლი VIII. მოქმედო  სამართლის არჩევა

1. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს გაკეთებული აქვს XXX მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დეკლარაცია.

2. შეთანხმების ან ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები ან მასთან დაკავშირებული საგარანტიო ხელშეკრულების ან საერთაშორისო ინტერესთა დაქვემდებარების თაობაზე ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილი არიან შეთანხმდნენ იმ სამოქმედო სამართალზე, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ გავრცელდება მათ სახელშეკრულებო უფლებებსა და ვალდებულებებზე.

3. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, წინა პუნქტში აღნიშნული სამოქმედო სამართალი აღნიშნავს მხარეთა მიერ არჩეული სახელმწიფოს ეროვნულ სამართალს , ან თუ ეს სახელმწიფო რამდენიმე ტერიტორიული ერთეულისგან შედგება  მხარეთა მიერ არჩეულ ტერიტორიულ ერთეულში მოქმედ სამართალს.

 

თავი II

უფლების დაცვის საშუალებები ვალდებულებათა შეუსრულებლობისას, პრიორიტეტის წესი და ცესიები

მუხლი IX. ვალდებულების შეუსრულებლობისას უფლების დაცვის საშუალებების შესახებ დებულებათა ცვლილება

1. კონვენციის III თავით განსაზღვრულ უფლების დაცვის საშუალებებთან ერთად კრედიტორი უფლებამოსილია, თუ დებიტორისგან ნებისმიერ დროს აღნიშნულზე მიღებული აქვს თანხმობა, ამ თავით დადგენილი პირობების დაცვით:

ა) მოითხოვოს საჰაერო ხომალდის რეესტრიდან ამოღება; და

ბ) უზრუნველყოს საავიაციო ობიექტის ექსპორტი და ფიზიკური გადაადგილება იმ ტერიტორიიდან, სადაც ის განთავსებულია.

2. დაუშვებელია კრედიტორის მიერ წინა პუნქტში მითითებული უფლების დაცვის საშუალებებით სარგებლობა, თუ იგი აღნიშნულის თაობაზე წინასწარ წერილობით თანხმობას არ მიიღებს იმ კრედიტორისგან, რომელსაც მასთან შედარებით გააჩნია უპირატესი რეგისტრირებული საერთაშორისო ინტერესი.

3. კონვენციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება საავიაციო ობიექტების მიმართ. უფლების დაცვის ნებისმიერი საშუალება, რომლის  გამოყენება ნებადართულია საავიაციო ობიექტების მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს კომერციული თვალსაზრისით გონივრულად. ითვლება, რომ უფლების დაცვის საშუალება კომერციული თვალსაზრისით გონივრულად გამოიყენება, თუ მისი გამოყენება ხდება შეთანხმების დებულების დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი დებულება ცხადად არაგონივრულია.

4. თუ მოგირავნემ დაინტერესებულ პირებს 10 ან მეტი სამუშაო დღით ადრე გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება მოსალოდნელი ნასყიდობის ან იჯარის თაობაზე, ითვლება, რომ იგი აკმაყოფილებს მოთხოვნას „წინასწარი შეტყობინების გონივრულ ვადაში გაგზავნის შესახებ“, როგორც ეს განსაზღვრულია კონვენციის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით. აღნიშნული არ ართმევს უფლებას მოგირავნეს და დამგირავებელს ან გარანტორს, შეთანხმდნენ წინასწარი შეტყობინების გაგზავნის უფრო ხანგრძლივ ვადაზე.

5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მარეგისტრირებელი სახელისუფლებო ორგანო ვალდებულია, ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, დააკმაყოფილოს საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის მოთხოვნა, თუ:

ა) მოთხოვნა სათანადო წესით წარდგენილია უფლებამოსილი პირის მიერ, რეგისტრირებული „რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის“ საფუძველზე; და

ბ) უფლებამოსილი პირი უდასტურებს მარეგისტრირებელ სახელისუფლებო ორგანოს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში, რომ თუ კრედიტორის მიმართ, რომლის მიმართაც გაცემულია „რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი“, სხვა კრედიტორებს გააჩნდათ უპირატესი რეგისტრირებული საერთაშორისო ინტერესი, ამგვარი ინტერესები გაუქმებულია ან მათ მფლობელებს გაცემული აქვთ თანხმობა საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებასა და ექსპორტზე.

6.  მოგირავნე, რომელსაც  განზრახული  აქვს საჰაერო  ხომალდის  რეესტრიდან  ამოღება და ექსპორტი, პირველი პუნქტის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ვალდებულია აღნიშნული ობიექტის რეესტრიდან ამოღებასა და ექსპორტის თაობაზე წინასწარ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს:

ა)  კონვენციის  პირველი  მუხლის  „ნ“ ქვეპუნქტის  „i“ და „ii“  ქვეპუნქტებით  განსაზღვრულ დაინტერესებულ პირებს; და

ბ) კონვენციის „ნ“ ქვეპუნქტის „iii“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც მოგირავნეს შეატყობინეს თავიანთი უფლებების შესახებ, ობიექტის რეესტრიდან ამოღებასა და ექსპორტამდე გონივრული ვადით ადრე.

მუხლი X. უფლების დაცვის დროებით ღონისძიებებთან დაკავშირებული დებულებების ცვლილება

1. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს გაკეთებული აქვს XXX მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეკლარაცია, და მხოლოდ იმ პირობებით, რომლებიც აღნიშნულია ამავე დეკლარაციაში.

2. კონვენციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისი განცხადების მიღებიდან იმდენ სამუშაო დღეში, რამდენსაც დეკლარაციაში მიუთითებს ის ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომლის სასამართლოსაც მიმართავენ ამგვარი განცხადებით.

3. კონვენციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ქვემორე „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) თუ მოვალე და კრედიტორი ნებისმიერ დროს შეთანხმდებიან, ობიექტის გაყიდვა და მისგან მიღებული საზღაურის განაწილება“, 

და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ ფრაზა „მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა“ ჩანაცვლდეს ფრაზით: „მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით“.

4. მოვალის საკუთრების უფლება ან სხვა ინტერესი, რომლის გადაცემაც ნასყიდობისას ხდება წინა პარაგრაფის საფუძველზე, თავისუფლდება ყველა სხვა ინტერესისგან, რომლის მიმართაც კრედიტორს გააჩნია უპირატესი საერთაშორისო ინტერესი, კონვენციის 29-ე მუხლის შესაბამისად.

5. კრედიტორს და მოვალეს ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვთ წერილობით შეთანხმდნენ, რომ არ გამოიყენებენ კონვენციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს.

6. IX მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლების დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით:

ა) მათი გამოყენება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მარეგისტრირებელი უფლებამოსილი ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში მას შემდეგ, რაც კრედიტორი ამავე ორგანოს აცნობებს, რომ უფლება აქვს ისარგებლოს IX მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების დაცვის საშუალებით, ან თუ არსებობს უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აცნობებს ამგვარი გადაწყვეტილების ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს მიერ ცნობის თაობაზე, და რომ კრედიტორს გააჩნია უფლება ისარგებლოს ამ საშუალებებით კონვენციის შესაბამისად; და

ბ) შესაბამისმა სახელისუფლებლო ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ კრედიტორთან და გაუწიონ მას ყველა საჭირო დახმარება, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს ამგვარი უფლების დაცვის საშუალებებით სარგებლობა დაუყოვნებლივ, ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

7. მე-2 და მე-6 პუნქტების მოქმედება გავლენას არ ახდენს ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოქმედებაზე.

მუხლი XI. უფლების დაცვის საშუალებები გადახდისუუნარობისას

1. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომელიც წარმოადგენს გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანას, გააკეთა დეკლარაცია XXX მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

„ა“ ატეატვა

2. გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული მოვლენის დადგომისას, გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველმა ან მოვალემ, შესაბამის შემთხვევებში, მე-7 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, საავიაციო ობიექტი მფლობელობაში უნდა გადასცეს კრედიტორს არაუგვიანეს:

ა) მოცდის პერიოდის დასრულებისა; და

ბ) თარიღისა, რომლის დადგომისას კრედიტორი უფლებამოსილი იქნებოდა მფლობელობაში მიეღო საავიაციო ობიექტი, ეს მუხლი რომ არ ყოფილიყო გამოყენებული.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის, „მოცდის პერიოდი“ აღნიშნავს პერიოდს, რომელიც მითითებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს დეკლარაციაში, რომელიც წარმოადგენს გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანას.

4. ამ მუხლში მოხსენიებული გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი გულისხმობს პირს ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში და არა პირადად.

5. თუ კრედიტორს არ ეძლევა შესაძლებლობა მფლობელობაში მიიღოს საავიაციო ობიექტი მე-2 პუნქტის შესაბამისად და მანამ, სანამ მას მიეცემა ობიექტი მფლობელობაში:

ა) გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველმა ან მოვალემ, შესაბამის შემთხვევებში, უნდა უზრუნველყოს საავიაციო ობიექტის შენახვა და შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით, შეთანხმების დებულებების შესაბამისად; და

ბ) კრედიტორს უნდა შეეძლოს გამოიყენოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებები, რომლებიც ხელმისაწვდომია სამოქმედო სამართლის შესაბამისად.

6. წინა პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამორიცხავს საავიაციო ობიექტის გამოყენებას იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ობიექტის შენახვა და შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით.

7. გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი ან მოვალე, შესაბამის შემთხვევებში, უფლებამოსილია საავიაციო ობიექტი დაიტოვოს მფლობელობაში, თუ მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე იგი აღმოფხვრის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა დეფოლტს, გარდა დეფოლტისა, რომელსაც ქმნის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული მოვლენა, და აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა სამომავლო ვალდებულების შესრულებაზე. ამგვარი სამომავლო ვალდებულებების დარღვევით გამოწვეული დეფოლტისას, არ გამოუყენება მეორე „მოცდის პერიოდი“.

8. IX მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლების დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით:

ა) მათი გამოყენება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მარეგისტრირებელი უფლებამოსილი ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში მას შემდეგ, რაც კრედიტორი ამავე ორგანოს აცნობებს, რომ მას გააჩნია უფლება ისარგებლოს ამ საშუალებებით კონვენციის შესაბამისად; და

ბ) შესაბამისმა სახელისუფლებლო ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ კრედიტორთან და გაუწიონ მას ყველა საჭირო დახმარება, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს ამგვარი უფლების დაცვის საშუალებებით სარგებლობა დაუყოვნებლივ, ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

9. მე-2 პუნქტით განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ, დაუშვებელია კონვენციით ან ამ ოქმით გათვალისწინებული უფლების დაცვის საშუალებებით სარგებლობისთვის დაბრკოლების შექმნა ან დაყოვნება.

10.  მოვალის  იმ  ვალდებულებების  ცვლილება,  რომლებსაც  ითვალისწინებს  შეთანხმება, დაუშვებელია კრედიტორის თანხმობის გარეშე.

11. წინა პარაგრაფის დებულებების განმარტება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველს ჩამოერთვას სამოქმედო სამართლით მინიჭებული უფლებამოსილება-შეწყვიტოს შეთანხმება.

12. გადახდისუუნარობის პროცედურების მიმდინარეობისას, არც ერთ უფლებას ან ინტერესს, გარდა  კონვენციის  39-ე  მუხლის  პირველი  პუნქტით გათვალისწინებულ დეკლარაციაში აღნიშნული არაკონსენსუალური უფლებებისა და ინტერესებისა, არ უნდა ჰქონდეს უპირატესობა რეგისტრირებულ ინტერესთან მიმართებით.

13. ამ მუხლის საფუძველზე უფლების დაცვის საშუალებების გამოყენებისას, კონვენცია მოქმედებს მასში ამ ოქმის IX მუხლით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით.

„ბ“ ალტერნავა

2. გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული მოვლენის დადგომისას, გაკოტრების/რეაბილიტაციის  მმართველმა  ან  მოვალემ,  შესაბამის  შემთხვევებში, კრედიტორის მოთხოვნისას, XXX მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დეკლარაციაში ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მითითებული პერიოდის გასვლამდე, კრედიტორს უნდა შეატყობინოს, რომ:

ა) იგი აღმოფხვრის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა დეფოლტს, გარდა დეფოლტისა, რომელსაც ქმნის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული მოვლენა, და აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებით და მასთან დაკავშირებული დოკუმენტებით გათვალისწინებული ყველა სამომავლო ვალდებულების შესრულებაზე; ან

ბ) იგი კრედიტორს მისცემს შესაძლებლობას, მფლობელობაში მიიღოს საავიაციო ობიექტი, სამოქმედო სამართლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

3. წინა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო სამართლით, სასამართლოს შესაძლოა ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ზომების მიღება ან ნებისმიერი დამატებითი გარანტიების მინიჭება.

4. კრედიტორი ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა მისი სასარჩელო მოთხოვნა და დაადასტუროს, რომ მისი საერთაშორისო ინტერესი რეგისტრირებულია.

5. თუ გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი ან მოვალე, შესაბამის შემთხვევაში, მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას არ გაუგზავნის კრედიტორს ან შეატყობინებს, რომ იგი თანახმაა, საავიაციო ობიექტი მფლობელობაში გადასცეს  კრედიტორს, მაგრამ არ შეასრულებს ამ ვალდებულებას, სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორს მისცეს უფლება, მფლობელობაში მიიღოს საავიაციო ობიექტი, სასამართლოს მიერვე დადგენილი პირობების დაცვით. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ზომების მიღება ან ნებისმიერი დამატებითი გარანტიების მინიჭება.

6. დაუშვებელია საავიაციო ობიექტის გასხვისება მანამ, სანამ სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელთან და საერთაშორისო ინტერესთან დაკავშირებით.

მუხლი XII. ხმარების  ევა გადახდისუუნარობისას

1. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს გაკეთებული აქვს დეკლარაცია XXX მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოები, სადაც განთავსებულია საავიაციო ობიექტი, ვალდებული არიან ამავე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული სამართლის შესაბამისად, მაქსიმალურად ითანამშრომლონ უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველებთან,  რათა სრულად  იქნეს  დაცული  XI  მუხლის მოთხოვნები.

მუხლი XIII. ეესტრიდან  ამოღებისა და ექსპორტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი

1. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს გაკეთებული აქვს დეკლარაცია XXX მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. თუ მოვალემ გასცა რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ ოქმის დანართით დადგენილი ფორმის არსებითად დაცვით, და იგი რეგისტრაციის მიზნით წარუდგინა მარეგისტრირებელ უფლებამოსილ ორგანოს, აღნიშნული დოკუმენტი უნდა დარეგისტრირდეს.

3. მხოლოდ ის პირი, რომლის მიმართაც გაცემულია რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი   უფლებამოსილების   დამადასტურებელი   დოკუმენტი   („უფლებამოსილი პირი“) ან მის მიერ რწმუნებული პირი არის უფლებამოსილი ისარგებლოს IX მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების დაცვის საშუალებებით, ამავე დოკუმენტით დადგენილი პირობებისა და ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. აღნიშნული დოკუმენტის მოვალის მიერ გაუქმება დაუშვებელია, უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარეგისტრირებელი სახელისუფლებლო ორგანო ვალდებულია გააუქმოს აღნიშნული დოკუმენტის რეგისტრაცია, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მარეგისტრირებელმა სახელისუფლებო ორგანომ ან სხვა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ უფლებამოსილ პირთან და გაუწიონ მას ყველა საჭირო დახმარება, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს IX მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის საშუალებებით სარგებლობა დაუყოვნებლივ, ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი XIV. პრიორიტეტის წესის თაობაზე დებულებების ცვლილება

1. საავიაციო ობიექტის რეგისტრირებული ნასყიდობისას, მყიდველი იძენს აღნიშნულ ობიექტზე ინტერესს, რომელიც თავისუფალია ნებისმიერი შემდგომ რეგისტრირებული ინტერესისგან და არარეგისტრირებული ინტერესისგან, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა მყიდველმა ამგვარი არარეგისტრირებული ინტერესის არსებობის თაობაზე.

2. საავიაციო ობიექტის მყიდველი იძენს  ამ ობიექტზე არსებულ ინტერესს, იმ ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც რეგისტრირებული იყო ობიექტის შესყიდვისას.

3. საავიაციო ძრავზე არსებული საკუთრების ან სხვა სახის უფლებაზე ან ინტერესზე გავლენას არ ახდენს საავიაციო ძრავის საჰაერო ხომალდზე დამონტაჟება ან მისი მოხსნა.

4. კონვენციის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დებულებები გამოიყენება იმ კომპონენტების მიმართ, რომელიც არ წარმოადგენს ობიექტს, და რომლებიც დამონტაჟებულია ფიუზელაჟზე, საავიაციო ძრავზე ან ვერტმფრენზე.

მუხლი XV. ესიასთან დაკავშირებული დებულებების ცვლილება

კონვენციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის გამოყენება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს:

„და გ) მოვალეს გაცემული აქვს წერილობითი თანხმობა, მიუხედავად იმისა, ამგვარი თანხმობა გაცემულია ცესიამდე თუ მის შემდგომ ან მასში იდენტიფიცირებულია თუ არა ცესიონარი.“

მუხლი XVI. მოვალესთან დაკავშირებული დებულებები

1. კონვენციის მე-11 მუხლით განსაზღვრული დეფოლტის არარსებობისას, მოვალეს უფლება აქვს შეუფერხებლად ფლობდეს და სარგებლობდეს ობიექტით, შეთანხმების მოთხოვნათა დაცვით, შემდეგი პირების მიმართ:

ა) კრედიტორისა და ნებისმიერი ინტერესის მფლობელის მიმართ, რომლისგანაც მოვალე თავისუფლდება კონვენციის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ან, მყიდველის სტატუსით, ამ ოქმის XIV მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა და იმ ფარგლებში, რაზეც მოვალე სხვაგვარად შეთანხმდა; და

ბ) ნებისმიერი იმ ინტერესის მფლობელის მიმართ, რომელსაც ექვემდებარება მოვალის უფლება ან ინტერესი კონვენციის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ან, მყიდველის სტატუსით, ამ ოქმის XIV მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუმცა მხოლოდ იმ ფარგლებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც აღნიშნული მფლობელი დათანხმდა.

2. კონვენციის ან ამ ოქმის არცერთი დებულება არ ახდენს გავლენას კრედიტორის პასუხისმგებლობაზე შეთანხმების ნებისმიერი დარღვევისათვის სამოქმედო სამართლის შესაბამისად, რამდენადაც აღნიშნული ხელშეკრულება ეხება საავიაციო ობიექტს.

 

თავი III

სააბიექტებზე არსებული საერთაშორისო ინტერესების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დებულებები

მუხლი XVII. საედამხედველო  ორგანო და რეგისტრატორი

1. საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დანიშნულია მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო განარტიების შესახებ კონვენციის და საავიაციო ობიექტების მიმართ მისი დამატებითი ოქმის მისაღებად დიპლომატიური კონფერენციის მიერ შემუშავებული რეზოლუციით.

2. თუ წინა პუნქტში აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ შეუძლია და არ სურს იმოქმედოს როგორც საზედამხედველო ორგანომ, მოწვეული უნდა იქნეს ხელმომწერ და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენცია ახალი საზედამხედველო ორგანოს დასანიშნად.

3. საზედამხედველო ორგანო და მისი თანამდებობის პირები და მოსამსახურეები სარგებლობენ ისეთი იმუნიტეტით, სამართლებრივი ან ადმინისტრაციული მოქმედებებისაგან, რომლებიც გათვალისწინებულია იმ წესებით, რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ან სხვაგვარად.

4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია შექმნას ექსპერტთა კომისია ხელმომწერი და ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი იმ პირებისგან, რომელთაც გააჩნიათ აუცილებელი კვალიფიკაცია და გამოცდილება, და დაავალოს მას საზედამხედველო ორგანოს დახმარება გაუწიოს თავისი ფუნქციების განხორციელებაში.

5. პირველმა რეგისტრატორმა საერთაშორისო რეესტრი უნდა აწარმოოს ამ ოქმის ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში. შემდგომში რეგისტრატორი დაინიშნება ან ხელახლა დაინიშნება საზედამხედველო ორგანოს მიერ რეგულარული ხუთწლიანი ინტერვალებით.

მუხლი XVIII. ელადი წესები

პირველად წესებს შეიმუშავებს საზედამხედველო ორგანო იმგვარად, რომ ისინი ამოქმედდეს ამ ოქმის ძალაში შესვლისთანავე.

მუხლი XIX. ინფორმაციის  შეყვანის მიზნით დანიშნული ორგანოები

1. მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს თავის ტერიტორიაზე განსაზღვროს პირი ან პირები „შეყვანის პუნქტად“ ან „შეყვანის პუნქტებად“, რომელთა მეშვეობითაც საერთაშორისო რეესტრს უნდა გადაეცეს ან შეიძლება გადაეცეს რეგისტრაციისათვის აუცილებელი ინფორმაცია, გარდა ეროვნული ინტერესის შესახებ შეტყობინების ან მე-40 მუხლით გათვალისწინებული უფლების ან ინტერესის რეგისტრაციისა, თუ ორივე შემთხვევაში ისინი წარმოიშობა სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე.

2. წინა პუნქტის შესაბამისად განხორციელებულმა დანიშვნამ შეიძლება დაუშვას, მაგრამ არ ავალდებულებს შეყვანის პუნქტის ან შეყვანის პუნქტების გამოყენებას საავიაციო ძრავებთან დაკავშირებული რეგისტრაციის განხორციელებისთვის.

მუხლი XX. რეესტრთან  დაკავშირებული დებულებების დამატებითი ცვლილება

1. კონვენციის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის, საავიაციო ობიექტის საძიებო კრიტერიუმებია მისი მწარმოებლის დასახელება, მწარმოებლის სერიული ნომერი და მოდელის დასახელება, რომლებსაც შესაძლოა დაემატოს სხვა მონაცემებიც, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი უნიკალურობა. ამგვარი დამატებითი მონაცემები უნდა განისაზღვროს წესებით.

2. კონვენციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის და ამავე პუნქტში აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით, რეგისტრირებული პირობითი საერთაშორისო ინტერესის ან საერთაშორისო ინტერესის რეგისტრირებული პირობითი ცესიის მფლობელი ან პირი, რომლის სასარგებლოდაც რეგისტრირებულია პირობითი ნასყიდობა, ვალდებულია, მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმება 5 სამუშაო დღის ვადაში, მას შემდეგ, რაც მიიღებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას.

3. კონვენციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტარიფები უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო რეესტრის დაფუძნებასთან, ფუნქციონირებასა და რეგულირებასთან დაკავშირებული გონივრული ხარჯები, ასევე საზედამხედველო ორგანოს მიერ კონვენციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ფუნქციების და უფლებამოსილებების განსახორციელებლად და ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო გონივრული ხარჯები.

4.  საერთაშორისო რეესტრის  ცენტრალიზებული  ფუნქციების  განხორციელებას  დღე-ღამის განმავლობაში უზრუნველყოფს რეგისტრატორი. ინფორმაციის შეყვანის პუნქტები საკუთარ ფუნქციებს   უნდა   ასრულებდნენ   სულ  მცირე   სამუშაო  საათების   განმავლობაში,   თავის შესაბამის ტერიტორიებზე.

5. კონვენციის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაზღვევის ან ფინანსური გარანტიის ოდენობა თითოეული შემთხვევისთვის, უნდა იყოს, სულ მცირე, საავიაციო ობიექტის  მაქსიმალური  ღირებულების  ტოლი,  როგორც  ეს  განსაზღვრულია საზედამხედველო ორგანოს მიერ.

6. კონვენციის არცერთი დებულება არ ართმევს რეგისტრატორს უფლებას, იქონიოს დაზღვევა ან ფინანსური გარანტია იმ შემთხვევებისთვის, რომელთა მიმართ მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა კონვენციის 28-ე მუხლის შესაბამისად.

 

თავი IV

იურისდიქცია

მუხლი XXI. იურისდიქციასთან დაკავშირებული დებულებების ცვლილება

კონვენციის 43-ე მუხლის მიზნებისთვის და ამავე კონვენციის 42-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ასევე გააჩნია იურისდიქცია იმ შემთხვევაში, როდესაც საავიაციო ობიექტს წარმოადგენს  ვერტმფრენი, ან ფიუზელაჟი, რომელიც საჰაერო ხომალდის შემადგენელი ნაწილია, თუ ეს სახელმწიფო წარმოადგენს საავიაციო ობიექტის რეგისტრაციის სახელმწიფოს.

მუხლი XXII. უარი სუვერენულ იმუნიტეტზე

1. მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, სუვერენულ იმუნიტეტზე უარი, რომელიც უკავშირდება კონვენციის 42-ე და 43-ე მუხლებით განსაზღვრული სასამართლოების იურისდიქციის განხორციელებას ან საავიაციო ობიექტთან დაკავშირებით კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და ინტერესების აღსრულებას, სავალდებულოა ყველასთვის, და თუ სრულდება ამგვარ იურისდიქციასთან ან აღსრულების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა პირობები, სუვერენულ იმუნიტეტზე უარის თქმა იწვევს იურისდიქციის განხორციელებასა და აღსრულების დაწყებას.

2. წინა პუნქტით გათვალისწინებული უარი სუვერენულ იმუნიტეტზე უნდა გაფორმდეს წერილობით და შეიცავდეს საავიაციო ობიექტის აღწერას.

 

თავი V

სხვა კონვენციებთან კავშირი

მუხლი XXIII. ერო ხომალდზე არსებული უფლებების საერთაშორისო აღიარების თაობაზე“ კონვენციასთან კავშირი

წინამდებარე კონვენცია, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც წარმოადგენს  საჰაერო ხომალდზე არსებული უფლებების საერთაშორისო აღიარების თაობაზე“ ქ. ჟენევაში 1948 ლის 19 ნისს ხელმოწერილი კონვენციის მხარეს, მოქმედებს უპირატესად იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ამ ოქმით განსაზღვრულ საჰაერო ხომალდებს და საავიაციო ობიექტებს. თუმცა, იმ უფლებებისა და ინტერესების მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება წინამდებარე კონვენცია, მოქმედებს ჟენევის კონვენცია.

მუხლი XXIV. „სერო ხომალდების  წინასწარი ყადაღის შესახებ ზოგიერთი წესის უნიფიკაციის თაობაზე“ კონვენციასთან კავშირი

1. წინამდებარე კონვენცია, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც წარმოადგენს  1933 ლის 29 სს ქ.რომში ხელმოწერილი  „საჰაერო ხომალდების წინასწარი ყადაღის შესახებ ზოგიერთი  წესის  უნიფიკაციის  თაობაზე“ კონვენციის  მხარეს, მოქმედებს  უპირატესად  იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ამ ოქმით განსაზღვრულ საჰაერო ხომალდებს.

2. ზემოაღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია, წინამდებარე ოქმის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს განაცხადოს, რომ იგი არ გამოიყენებს ამ მუხლს.

მუხლი XXV. საერთაშორისო  ინანსური ლიზინგის“ შესახებ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) ნვენციასთან კავშირი

საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით, წინამდებარე კონვენცია ცვლის „საერთაშორისო ფინანსური ლიზინგის“ შესახებ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) კონვენციას, რომელიც ხელმოწერილია ქ. ოტავაში, 1988 წლის 28 მაისს.

 

თავი VI

დასკვნითი დებულებები

მუხლი XXVI. ხელმოწერა, რატიფიცირება,  მიღება, დამტკიცება ან შეერთება

1. ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად 2001 წლის 16 ნოემბრიდან, იმ სახელმწიფოთა მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ მოძრავ მოწყობილობებთან დაკავშირებით კონვენციისა და საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული ოქმის მისაღებად გამართულ დიპლომატიურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ქ. კეიპტაუნში, 2001 წლის 29 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათლით. 2001 წლის 16 ნოემბრის შემდგომ, ოქმი ღია იქნება ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსთვის, კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის შტაბ-ბინაში, ქ. რომში, ამ კონვენციის XXVIII მუხლის შესაბამისად მის ძალაში შესვლამდე.

2. ეს ოქმი ექვემდებარება მის ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას.

3. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ ოქმის ხელმომწერი, შეუძლია ნებისმიერ დროს შეუერთდეს მას.

4. რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან შეერთება ხდება ამის თაობაზე ოფიციალური დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის გზით.

5. სახელმწიფო ვერ გახდება ამ ოქმის მონაწილე, თუ იგი არ არის ან არ გახდება ასევე კონვენციის მონაწილე.

მუხლი XXVII. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციები

1. ეკონომიკური ინტეგრაციის ნებისმიერ რეგიონულ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია სუვერენულ სახელმწიფოთა მიერ და რომელსაც აქვს კომპეტენცია ამ ოქმით რეგულირებულ ზოგიერთ  საკითხთან  მიმართებით, უფლება აქვს, ასევე, ხელი მოაწეროს, მიიღოს, დაამტკიცოს ეს ოქმი ან შეუერთდეს მას. ამ შემთხვევაში ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას ენიჭება ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებები და მოვალეობები იმდენად, რამდენადაც მოცემულ ორგანიზაციას აქვს კომპეტენცია ამ ოქმით რეგულირებულ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ოქმის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა რაოდენობა რელევანტურია, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, მის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც ასევე არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, დამატებით ხელშემკვრელ სახელმწიფოდ არ განიხილება.

2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, ამ ოქმის ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს, დეპოზიტარს წარუდგენს დეკლარაციას, რომელიც ჩამოთვლის იმ საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც მას გადაცემული აქვს კომპეტენცია წევრი სახელმწიფოების მიერ. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპოზიტარს ამ პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციით განსაზღვრული კომპეტენციის ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის, ახალი კომპეტენციის გადაცემის თაობაზე.

3. ამ ოქმში „ხელშემკვრელ სახელმწიფოზე“, „ხელშემკვრელ სახელმწიფოებზე“, „მონაწილე სახელმწიფოზე“ ან „მონაწილე სახელმწიფოებზე“ მითითება ამავდროულად გულისხმობს მითითებას ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციაზე, თუ ამას მოითხოვს პუნქტის შინაარსი.

მუხლი XXVIII. ძალაში შესვლა

1. ეს ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ რიგით მე-8 დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის თარიღიდან გასული სამი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს, იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც დეპოზიტარს გადასცემს აღნიშნული დოკუმენტი.

2. სხვა სახელმწიფოებისთვის ეს ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მათი დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის თარიღიდან გასული სამი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს.

მუხლი XXIX. ტერიტორიული ერთეულები

1. თუ სახელმწიფოს გააჩნია ტერიტორიული ერთეულები, რომლებშიც გამოიყენება სამართლის განსხვავებული სისტემები ამ ოქმით რეგულირებული საკითხების მიმართ, იგი უფლებამოსილია, ამ ოქმის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას, დეკლარაციის გზით განსაზღვროს, რომ ამ ოქმის მოქმედება ვრცელდება მის ყველა ან ზოგიერთ ტერიტორიულ ერთეულზე. იგი აგრეთვე უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს აღნიშნულ დეკლარაციაში, ახალი დეკლარაციის წარდგენის გზით.

2. ნებისმიერ ასეთ დეკლარაციაში ცხადად უნდა მიეთითოს ის ტერიტორიული ერთეულები, რომელთა მიმართ ვრცელდება ამ ოქმის მოქმედება.

3. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო არ წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეკლარაციას, ამ ოქმის მოქმედება გავრცელდება მის ყველა ტერიტორულ ერთეულზე.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ ოქმის მოქმედებას ავრცელებს თავის ერთ ან რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულზე, ამ ოქმით გათვალისწინებული დეკლარაციები შეიძლება გაკეთდეს თითოეული ასეთი ტერიტორიული ერთეულის მიმართ, და ერთი ტერიტორიული ერთეულის მიმართ გაკეთებული დეკლარაციები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა ტერიტორიული ერთეულის მიმართ გაკეთებული დეკლარაციებისგან.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაკეთებული დეკლარაციის შესაბამისად, ამ ოქმის მოქმედება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულზე:

ა) მოვალის ადგილსამყოფლად ხელშემკვრელი სახელმწიფო ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფუძნებული ან შექმნილია იმ ტერიტორიულ ერთეულში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიმართაც მოქმედებს კონვენცია და ეს ოქმი, ან თუ მას გააჩნია თავისი რეგისტრირებული დაწესებულება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შტაბ-ბინა, ადმინისტრაციული ცენტრი, საქმიანობის ადგილი ან ჩვეული ადგილსამყოფელი ამგვარ ტერიტორიულ ერთეულში;

ბ) ნებისმიერი მითითება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ობიექტის განთავსებაზე გულისხმობს ობიექტის განთავსებას იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მიმართაც მოქმედებს კონვენცია და ეს ოქმი; და

გ) ნებისმიერი მითითება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოებზე გულისხმობს მითითებას იმ ადმინისტრაციულ ორგანოებზე, რომლებსაც გააჩნია იურისდიქცია იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მიმართაც მოქმედებს კონვენცია და ეს ოქმი, და ნებისმიერი მითითება ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნულ  რეესტრზე  ან მარეგისტრირებელ   სახელისუფლებლო   ორგანოზე   გულისხმობს   საჰაერო   ხომალდების მოქმედ რეესტრს ან მარეგისტრირებელ სახელისუფლებლო ორგანოს, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია იმ ტერიტორიულ ერთეულში ან ერთეულებში, რომლის მიმართაც მოქმედებს კონვენცია და ეს ოქმი.

მუხლი XXX. ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებული დეკლარაციები

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოს ამ ოქმის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას შეუძლია განაცხადოს, რომ იგი გამოიყენებს ამ ოქმის VIII, XII და XIII მუხლებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს.

2. ხელშემკვრელ სახელმწიფოს ამ ოქმის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას შეუძლია განაცხადოს, რომ იგი გამოიყენებს ამ ოქმის X მუხლს, სრულად ან ნაწილობრივ. თუ იგი აკეთებს ამგვარ დეკლარაციას X მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია მიუთითოს ამავე პუნქტით მოთხოვნილი დროის პერიოდი.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოს ამ ოქმის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას შეუძლია განაცხადოს, რომ იგი გამოიყენებს XI მუხლის „ა ალტერნატივას“ სრულად ან „ბ ალტერნატივას“ სრულად. ამ შემთხვევაში, მან უნდა მიუთითოს, თუ გადახდისუუნარობის რომელ პროცედურებზე ვრცელდება აღნიშნული ალტერნატივა. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ ამავე დეკლარაციაში უნდა მიუთითოს XI მუხლით მოთხოვნილი დროის პერიოდი.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოები XI მუხლს იყენებენ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დეკლარაციის გათვალისწინებით, რომელიც წარმოადგენს მოვალის გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანას.

5. ხელშემკვრელ სახელმწიფოს ამ ოქმის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ გამოიყენებს XXI მუხლის დებულებებს სრულად ან ნაწილობრივ. ასეთ დეკლარაციაში უნდა მიეთითოს, თუ რა პირობებით გამოიყენება აღნიშნული მუხლი, თუ მისი გამოყენება ხდება ნაწილობრივ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლების დაცვის რომელი დროებითი ღონისძიების გამოყენება იქნება დასაშვები.

მუხლი XXXI. კონვენციით გათვალისწინებული დეკლარაციები

დეკლარაციები, რომლებიც გაკეთებულია კონვენციის შესაბამისად, მათ შორის, კონვენციის 39-ე, მე-40, 50-ე, 53-ე, 54-ე, 55-ე, 57-ე, 58-ე და მე-60 მუხლების საფუძველზე გაკეთებული დეკლარაციები მიიჩნევა, რომ გაკეთებულია ამ ოქმის საფუძველზეც, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.

მუხლი XXXII. დათქმები და დეკლარაციები

1. დაუშვებელია ამ ოქმის მიმართ დათქმების გაკეთება, თუმცა, XXIV, XXIX, XXX, XXXI, XXXIII და XXXIV მუხლებით გათვალისწინებული დეკლარაციების  გაკეთება უნდა მოხდეს ამავე მუხლების დებულებების შესაბამისად.

2. ამ ოქმის საფუძველზე გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის, შემდგომი დეკლარაციისა და დეკლარაციის უკან გამოხმობის თაობაზე წერილობით უნდა ეცნობოს დეპოზიტარს.

მუხლი XXXIII. შემდგომი დეკლარაციები

1. ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, XXXI მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციის გარდა, რომელიც გაკეთებულია კონვენციის მე-60 მუხლის შესაბამისად, გააკეთოს ნებისმიერი შემდგომი დეკლარაცია, ნებისმიერ დროს, ამ ოქმის მისთვის ძალაში შესვლის შემდეგ, აღნიშნულის თაობაზე დეპოზიტარისათვის შეტყობინების გზით.

2. ნებისმიერი ასეთი შემდგომი დეკლარაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან გასული ექვსი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს. თუ შეტყობინებაში აღნიშნულია ამგვარი დეკლარაციის ძალაში შესვლის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, იგი ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ამგვარი პერიოდის გასვლის შემდეგ.

3. მიუხედავად წინა პუნქტების დებულებებისა, ამ ოქმის მოქმედება, შემდგომი დეკლარაციის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ყველა უფლებისა და ინტერესის მიმართ გრძელდება, ამავე დეკლარაციის გაუთვალისწინებლად.

მუხლი XXXIV. დეკლარაციების  უკან გამოთხოვა

1. ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს ამ ოქმის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაცია, XXXI მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციის გარდა, რომელიც გაკეთებულია კონვენციის მე-60 მუხლის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე დეპოზიტარისათვის შეტყობინების გზით. დეკლარაციის ამგვარი უკან გამოხმობა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან გასული ექვსი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. მიუხედავად წინა პუნქტის დებულებისა, ამ ოქმის მოქმედება, დეკლარაციის უკან გამოხმობის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ყველა უფლებისა და ინტერესის მიმართ გრძელდება, ამავე დეკლარაციის უკან გამოხმობის გაუთვალისწინებლად.

მუხლი XXXV. დენონსაცია

1. ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია მოახდინოს ამ ოქმის დენონსაცია აღნიშნულის თაობაზე დეპოზიტარისათვის წერილობით შეტყობინების გზით.

2. ამგვარი დენონსაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან გასული თორმეტი თვის მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. მიუხედავად წინა პუნქტების დებულებებისა, ამ ოქმის მოქმედება, დენონსაციის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ყველა უფლებისა და ინტერესის მიმართ გრძელდება, ამავე დენონსაციის გაუთვალისწინებლად.

მუხლი XXXVI. ოქმში შესწორებების შეტანის მიზნით გამართული კონფერენციები,  შესწორებები და მათთან დაკავშირებული საკითხები

1. დეპოზიტარმა, ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოებისთვის, ყოველწლიურად ან მაშინ, როდესაც ამას მოითხოვს გარემოებები, უნდა მოამზადოს მოხსენება, კონვენციისა და ამ ოქმის საფუძველზე შექმნილი საერთაშორისო რეჟიმის პრაქტიკული ფუნქციონირების საშუალებების თაობაზე. ამგვარი მოხსენებების მომზადებისას, დეპოზიტარმა უნდა გაითვალისწინოს საზედამხედველო ორგანოს მოხსენებები, რეგისტრაციის საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

2. ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოთა სულ მცირე ოცდახუთი პროცენტის მოთხოვნით, დეპოზიტარმა, საზედამხედველო ორგანოსთან კონსულტაციის გზით, დროდადრო უნდა მოიწვიოს მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია ოქმში შესწორებების შეტანის მიზნით, რომელიც განიხილავს:

ა) კონვენციისა და ამ ოქმის პრაქტიკულ გამოყენებას და მის ეფექტიანობას იმ ობიექტების აქტივებით უზრუნველყოფილი დაფინანსებისა და იჯარის ხელშეწყობის საქმეში, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება;

ბ) ამ ოქმითა და წესებით გათვალისწინებული დებულებების სასამართლო განმარტებისა და მათი გამოყენების საკითხს;

გ) რეგისტრაციის საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირებას, რეგისტრატორის მუშაობას და საზედამხედველო ორგანოს მიერ მის კონტროლს, საზედამხედველო ორგანოს მიერ წარმოდგენილი მოხსენებების გათვალისწინებით; და

დ) ამ ოქმსა და საერთაშორისო რეესტრთან დაკავშირებული რაიმე ცვლილების მიზანშეწონილობას.

3. ამ ოქმის ნებისმიერი ცვლილება მტკიცდება წინა პუნქტში მითითებული კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოთა სულ მცირე ორი მესამედის უმრავლესობის მიერ, და ძალაში შედის იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამგვარი ცვლილების რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, რვა სახელმწიფოს მიერ ამ ცვლილების რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შემთხვევაში, XXVIII მუხლის დებულებების შესაბამისად, რომელიც შეეხება ოქმის ძალაში შესვლას.

მუხლი XXXVII. დეპოზიტარი და მისი ფუნქციები

1. რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტები შესანახად უნდა გადაეცეს კერძო სამართლის უნიფიცირების საერთაშორისო ინსტიტუტს (UNIDROIT), რომელიც ინიშნება დეპოზიტარად.

2. დეპოზიტარი:

ა) ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს აწვდის ინფორმაციას:

ა.ა) ყოველი ახალი ხელმოწერის ან რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის მიღების თაობაზე, შესაბამისი თარიღის მითითებით;

ა.ბ) ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

ა.გ) ამ ოქმის საფუძველზე გაკეთებული ყოველი დეკლარაციის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით;

ა.დ) დეკლარაციის ცვლილების ან უკან გამოხმობის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით; და

ა.ე) ამ ოქმის დენონსაციის შესახებ, შესაბამისი თარიღის მითითებით, ამგვარი დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღთან ერთად;

ბ) ამ ოქმის ნამდვილ, დამოწმებულ ასლს უგზავნის ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს;

გ) საზედამხედველო ორგანოსა და რეგისტრატორს აწვდის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის ასლს, მათი დეპოზიტარისათვის გადაცემის თარიღის მითითებით, ყოველი დეკლარაციის, დეკლარაციის ცვლილების ან მისი უკან გამოხმობის შესახებ დოკუმენტის და დენონსაციის თაობაზე შეტყობინების ასლს, მათი მიღების თარიღის მითითებით, ისე რომ მათში არსებული ინფორმაცია იყოს მარტივად და სრულად ხელმისაწვდომი;

დ) ასრულებს დეპოზიტართა სხვა ჩვეულ ფუნქციებს.

 

რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერმა უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა, რომლებიც სათანადო წესით არიან უფლებამოსილი, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.

 

შესრულებულია ქ. კეიპტაუნში, 2001 წლის 16 ნოემბერს, ერთადერთ ნამდვილ ეგზემპლარად, ინგლისურ, არაბულ, ჩინურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია და ასეთ ავთენტურობას იძენს აქ მითითებული თარიღიდან 90 დღის განმავლობაში, კონფერენციის პრეზიდენტის უფლებამოსილების ქვეშ კონფერენციის ერთობლივი სამდივნოს მიერ მათი ერთმანეთთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ.

 

დანართ

ააიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა

XIII მუხლით გათვალისწინებული დანართი

[მიუთითეთ თარიღი]

ვის: [მიუთითეთ მარეგისტრირებელი სახელისუფლებლო ორგანოს დასახელება]

საგანი: საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ქვემორე ხელის მომწერი წარმოადგენს [მიუთითეთ ფიუზელაჟის/ვერტმფრენის მწარმოებლის დასახელება და მოდელის ნომერი]-ის რეგისტრირებულ [ექსპლუატანტს] [მესაკუთრეს]*, რომლის მწარმოებლის სერიული ნომერია [მიუთითეთ მწარმოებლის სერიული ნომერი] და ამოსაცნობი [ნომერი] [ნიშანი] არის [ჩასვით ამოსაცნობი ნომერი/ნიშანი] (მასზე დამონტაჟებულ, მასში გაერთიანებულ ან მასზე მიმაგრებულ ყველა საკუთნოსთან, ნაწილსა და მოწყობილობასთან ერთად, შემდგომში  „საჰაერო ხომალდი“).

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საავიაციო ობიექტის რეესტრიდან ამოღებისა და ექსპორტის გამოუხმობადი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს (IDERA), რომელიც გაცემულია ქვემორე ხელმომწერის მიერ [ჩასვით კრედიტორის დასახელება]-ის („უფლებამოსილი მხარე“) სასარგებლოდ, „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ დამატებითი ოქმის XIII მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ქვემორე ხელის მომწერი წინამდებარე დოკუმენტით ითხოვს:

(i) აღიარებას, რომ უფლებამოსილი მხარე ან პირი, რომელსაც უფლებამოსილი მხარე დანიშნავს თავის წარმომადგენლად, არის ერთადერთი უფლებამოსილი პირი, რათა:

(ა) უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ამოღება [მიუთითეთ საჰაერო ხომალდების რეესტრის დასახელება] რეესტრიდან, რომელსაც აწარმოებს [მიუთითეთ მარეგისტრირებელი სახელისუფლებლო ორგანოს დასახელება], 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილი „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის III თავის მიზნებისთვის; და

(ბ) უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ექსპორტი და ფიზიკური გადაადგილება [ჩასვით ქვეყნის დასახელება]-დან; და

(ii) დადასტურებას, რომ უფლებამოსილ მხარე ან პირი, რომელსაც უფლებამოსილი მხარე დანიშნავს თავის წარმომადგენლად, უფლებამოსილია განახორციელოს ზემოაღნიშნულ (i) პუნქტში მითითებული მოქმედებები წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ქვემორე ხელმომწერის თანხმობის გარეშე, და რომ ასეთი მოთხოვნის საფუძველზე, [ჩასვით ქვეყნის დასახელება]-ის ხელისუფლება ითანამშრომლებს უფლებამოსილ მხარესთან აღნიშნული მოქმედებების სწრაფად დასრულების მიზნით.

დაუშვებელია ქვემორე ხელმომწერის მიერ, უფლებამოსილი მხარის სასარგებლოდ წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი უფლებების გაუქმება, უფლებამოსილი მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.

გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი თანხმობა ამ მოთხოვნასა და მის პირობებზე, ქვემოთ მოცემულ შესაბამის გრაფაში აღნიშვნის გაკეთებით და ამ დოკუმენტის წარდგენით [ჩასვით სარეგისტრაციო ორგანოს დასახელება]-ში.

[მიუთითეთ ექსპლუატანტის/მესაკუთრის დასახელება]

 

ეთანხმება და წარადგენს                                                       ვის მიერ: [მიუთითეთ ხელის მომწერი]

 

 

[მიუთითეთ თარიღი]                 უფლებამოსილება:  [მიუთითეთ ხელმომწერის თანამდებობა]

 

 

[მიუთითეთ შესაბამისი აღნიშვნის დეტალები]

 

*აირჩიეთ პირობა, რომელიც ასახავს ეროვნული რეგისტრაციის შესაბამის კრიტერიუმს.