„ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025661
112
18/03/2026
ვებგვერდი, 18/03/2026
010220020.10.003.025661
„ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №112

2026 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2016, 010220020.10.003.019616) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:

ა) ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება;

ბ) ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − საბჭოს თანათავმჯდომარე;

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის  უფროსი − საბჭოს თანათავმჯდომარე;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს კულტურის მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს სპორტის მინისტრი − საბჭოს წევრი;

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − საბჭოს წევრი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი − საბჭოს წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − საბჭოს წევრი.“.

2. მუხლი 11  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

მუხლი 11 ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მინისტრების მიერ საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ მოვალეობას ასრულებს ამ პირის მიერ განსაზღვრული მოადგილე.“.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა ეთხოვოთ შემდეგი დაწესებულებების/ორგანიზაციების წარმომადგენლებს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;

ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; 

გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

დ) საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;

ე) საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი;

ვ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურა;

თ) საქართველოს უზენაესი სასამართლო;

ი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;

კ) საქართველოს სახალხო დამცველი (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი);

ლ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

მ) სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახური;

ნ) სსიპ − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო;

ო) სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;

პ) ა(ა)იპ − საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია.“.

4. მუხლი 21 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული „ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი
ადამიანის  უფლებების  უწყებათაშორისი  საბჭოს  დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.

2. საბჭო იქმნება განუსაზღვრელი ვადით.

3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

4. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. საბჭოს ამოცანები

საბჭოს ამოცანებია:

ა) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და თანმდევი სამთავრობო სამოქმედო გეგმების განხილვა და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

გ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი;

დ) ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით/ რეზოლუციით მიღებული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია;

ე) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სახელშეკრულებო ორგანოებისა და უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის/პარლამენტის კომიტეტის მიერ მიღებულ დადგენილებაში/დასკვნაში ასახული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია;

ვ) უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებები

საბჭოს უფლებამოსილებებია:

ა) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მომზადებული წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვა და  საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

ბ) თემატური სამუშაო ჯგუფების, კომისიების, კომიტეტების საქმიანობის ფარგლების, შინაარსის განსაზღვრა  და საქმიანობის ზედამხედველობა;

გ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ეფექტიანად შესრულების მიზნით, დავალებების შემუშავება სამუშაო ჯგუფებისთვის/კომისიებისთვის, შესაბამისი უწყებისთვის; 

დ) გადაწყვეტილებების მიღება ან/და სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესასრულებლად.

მუხლი 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი

1. საბჭოს ფუნქციონირების უწყვეტობასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი (შემდგომში − ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი), რომელიც არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნის განსახორციელებლად, დეპარტამენტი ასრულებს საბჭოს სამდივნოს ფუნქციას და უზრუნველყოფს:

ა) საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას;

ბ) სხვა სამინისტროებში ადამიანის უფლებებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიების/ჯგუფებისა და საბჭოს საქმიანობებს შორის კოორდინაციას;

გ) თემატური სამუშაო ჯგუფების/კომისიების გამართულ ფუნქციონირებას, ეფექტიანი კოორდინაციის, განხორციელებისა და ანგარიშგების მიზნით;

დ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაციასა და გეგმების შესრულების ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას.

3. ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება მისი დებულებით.

მუხლი 5. ანგარიშის წარდგენა

ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებული ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტს წარედგინება ყოველი წლის პირველ ნახევარში.

მუხლი 6. თემატური სამუშაო  ჯგუფები/კომისიები/კომიტეტები

1. საბჭოს მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში ხელშეწყობისათვის,  საბჭოს ან საქართველოს მთავრობის მიერ იქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები ან/და კომისიები, კომიტეტები და მტკიცდება მათი დებულება.

2. თემატური სამუშაო ჯგუფის/კომისიის/კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება, შედიოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები, თემატური არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები და შესაბამისი (თემატური) სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები.

მუხლი 7. საბჭოს მუშაობის ორგანიზება

1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თანათავმჯდომარე − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

3. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარეს ან მისი დავალებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს უფლება აქვს, მოიწვიოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.

4. საბჭოს თავმჯდომარე/თანათავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შემადგენლობიდან, ნიშნავს სხდომის მდივანს.

5. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ადგენს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, თემატური სამუშაო ჯგუფების/კომისიების/კომიტეტების საქმიანობის გათვალისწინებით და ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე, რომლის საჯაროდ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს  ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი.

6. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საბჭოს სხდომაზე ასევე მოიწვიოს არასამეწარმეო იურიდიული პირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ სხდომის თავმჯდომარეს, თანათავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს.

8. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს ხმის უფლების მქონე წევრთა ნახევარზე მეტი.

9. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

10. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

11. ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი აქვეყნებს სხდომის ოქმს

მუხლი 8. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა

საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.