„გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №550 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №550 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025663
114
18/03/2026
ვებგვერდი, 18/03/2026
010220020.10.003.025663
„გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №550 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №114

2026 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №550 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №550 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2016, 010220020.10.003.019615) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე სამუშაოდ შეიქმნას გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი − კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

თ) საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ი) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

კ) საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ლ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე − კომისიის წევრი;

ნ) სსიპსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი;

ო) სსიპსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი − კომისიის წევრი.

2. კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა ეთხოვოთ:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

დ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს;

ე) საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიას;

ვ) საქართველოს გენერალურ პროკურატურას;

ზ) სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახურს;

თ) საქართველოს სახალხო დამცველს (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს);

ი) ა(ა)იპ – კავშირი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას;

კ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

3. კომისიის თავმჯდომარის მიწვევით კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ; შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა.“.

2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1. ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ უწყებებს  ეთხოვოთ, კომისიის თავმჯდომარეს 10 დღის ვადაში წარუდგინონ კომისიის წევრის კონკრეტული კანდიდატურები. 

2. ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული უწყებების მიერ განსაზღვრული კომისიის წევრის ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომისიის თავმჯდომარეს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. კომისია იქმნება განუსაზღვრელი ვადით.

4. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის მიზანი

კომისიის მიზანია ბავშვის უფლებათა საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა; გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, ბავშვის უფლებათა კოდექსის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და შესაბამისი ეროვნული სამართლებრივი აქტების კოორდინირებულად იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

მუხლი 3. კომისიის ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების ყოვლისმომცველი გეგმის განვითარება, რომელიც იქნება ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი;

ბ) ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი;

გ) არსებული რესურსების გათვალისწინებით, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფა და, აუცილებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება;

დ) გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების, ასევე, საჭიროებისამებრ, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მომზადების პროცესის კოორდინირება.

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კომისია უფლებამოსილია:

ა) გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების მექანიზმების შემუშავების, ბავშვთა უფლებების გაძლიერების ამოცანების, მიზნებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები, ასევე მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები, თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებისა და ანგარიშების მომზადების მიზნით;

გ) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია კომისიის ამოცანების შესასრულებლად.

მუხლი 5. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია

1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ და ანალიტიკურ მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალური, ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსით.

3. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია დანიშნოს კომისიის მდივანი.

4.   კომისიის სხდომები კომისიის თავმჯდომარის მოწვევით ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ.

5. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს.

6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი.

7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

8. კომისიის სხდომა შესაძლებელია გაიმართოს როგორც ფიზიკური, ასევე ელექტრონული და ჰიბრიდული ფორმით. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ჟესტური ენის თარგმანით.

9. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

10. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია საჭიროებისამებრ მოიწვიოს და წარმართოს სამუშაო ჯგუფების სხდომა.

მუხლი 6. კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა

კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.