დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1- 1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016952 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1- 1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110414009, 14/04/2011, 040030000.22.024.016060) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ5) სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის, ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპის დამტკიცება, ტიპის დამტკიცების მიზნით ტექნიკური სერვისის განსაზღვრა;“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ა.ა) შესყიდვებისა და ლოგისტიკის სამმართველო; ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ა.გ) საქმისწარმოების სამმართველო; ა.დ) საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო; ა.ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამმართველო; ა.ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ტრანსპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტი; გ.ა) სერტიფიცირების სამმართველო; გ.ბ) ტიპის დამტკიცებისა და ტექნიკური რეგულირების სამმართველო;“; გ) „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ“ ქვეპუნქტი: „დ.გ) დასავლეთ საქართველოს მონიტორინგის სამმართველო;“; დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ვ.ა) ქ. თბილისის რეგიონული სამმართველო; ვ.ბ) ქ. ბათუმის რეგიონული სამმართველო; ვ.გ) ქ. ფოთის რეგიონული სამმართველო; ვ.დ) ქ. ქუთაისის რეგიონული სამმართველო; ვ.ე) საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების სამმართველო;“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი შედგება შესყიდვებისა და ლოგისტიკის, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების, საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოებისაგან და მისი ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს საკადრო საკითხების რეგულირება, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია; გ) სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილების ან/და წახალისების თაობაზე მასალების მომზადება; დ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა, სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა; ე) სააგენტოს კომპიუტერული ქსელის, პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა ბაზების აგრეთვე, ტექნიკური საშუალებების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ვ) საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა, დელეგირების შემთხვევაში სასაწყობე მატერიალური ფასეულობების გაცემა; თ) სააგენტოს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება; ი) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად; კ) საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება; ლ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა, სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ პირებზე ინფორმაციის მიწოდება, მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით სააგენტოში მიმდინარე პროცესებისა და სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; მ) სააგენტოში ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება, პროგრამის შედგენა და ორგანიზება, საზღვარგარეთის ქვეყნებში სააგენტოს დირექტორის ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, სააგენტოს სახელით გასამართი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ო) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში და მათ ორგანიზებაში მონაწილეობა. უცხო ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა; პ) საომარ ან/და საგანგებო სიტუაციაში სატვირთო და სამგზავრო ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად „მობილიზაციის შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტრანსპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტი შედგება სერტიფიცირების და ტიპის დამტკიცებისა და ტექნიკური რეგულირების სამმართველოებისაგან და მისი ფუნქციებია: ა) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ევროსაბჭოს და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT)/საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) წესების, დირექტივებისა და რეზოლუციების, დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების უზრუნველყოფა, შესაბამისი სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადების ორგანიზებაში მონაწილეობა; გ) ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების (შემდგომ – სახელოსნოები) ნუსხაში შეტანის და ნუსხიდან ამოღების უზრუნველყოფა, ტაქოგრაფების დაყენებაზე, შემოწმებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე დაშვების მოწმობების გაცემა, სახელოსნოების უწყებრივი რეესტრის წარმოება; დ) სახელოსნოების ხელმძღვანელობისაგან შესრულებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმით ყოველწლიური ინფორმაციის მიღება და მათი საქმიანობის ანალიზი; ე) სახელოსნოებისა და მექანიკოსების ნუსხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელოსნოების მომსახურების მომხმარებლებისათვის და AETR-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისათვის; ვ) ეროვნული გადამზიდველების მიერ ECMT-ს სერტიფიკატების, განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობების, გაყალბებისა ან არასწორად გამოყენების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისა, ან ადგილობრივი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას მისი განხილვა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მიწოდება დამრღვევ პირზე გაცემული დოკუმენტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების და შემდგომში მასზე ახალი დოკუმენტების გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ; ზ) სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; თ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა; ი) დარგში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ; კ) სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის, ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპის/ტიპების შესაბამისობის დადგენა „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმებასთან და ტიპის დამტკიცების სერტიფიკატის გაცემა, მასში ცვლილების შეტანა ან გაუქმება, შესაბამისი სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; ლ) ტიპის დამტკიცების მიზნებისთვის ტექნიკური სერვისის განსაზღვრა და ტექნიკური სერვისის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა; მ) სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის მწარმოებლის მსოფლიო საიდენტიფიკაციო კოდის (WMI) მინიჭება და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა.“; გ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 41. მონიტორინგის დეპარტამენტი შედგება ავტოსადგურების მონიტორინგის, გადაზიდვებში ჩართული პირების მონიტორინგის და დასავლეთ საქართველოს მონიტორინგის სამმართველოებისგან და მისი ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათი დარღვევისას ან/და ეროვნული გადამზიდველების მიერ დაშვებულ დარღვევებზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას, დამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესატყვისობის დამადასტურებელი ECMT-ს სერტიფიკატებით, სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობებით და ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათებით განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში და პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების უზრუნველყოფა; გ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში; დ) კომპეტენციის ფარგლებში პირის მიერ სახმელეთო ტრანსპორტის დარგში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა, აღნიშნული სამართალდარღვევების გამოსავლენად ნებისმიერ დროს საქმიანობის შემოწმების განხორციელება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვა და დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის ადგილზევე დადება; ე) სახმელეთო ტრანსპორტის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სამართალდამრღვევი მეწარმე სუბიექტების აღრიცხვის წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა; ვ) AETR-ის შეთანხმებით დადგენილი პირობების შესრულებაზე, სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებების შესახებ, სამინისტროსათვის დადგენილ ვადებში ინფორმაციის მიწოდება, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისათვის წარსადგენად; ზ) ტიპის დამტკიცების მიზნით სააგენტოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური სერვისის ან ტიპის დამტკიცების სერტიფიკატის მქონე მწარმოებლის მონიტორინგი.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტი შედგება ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ფოთის და ქ. ქუთაისის რეგიონული და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების სამმართველოებისაგან და მისი ფუნქციებია: ა) რეგიონული სამმართველოების დონეზე სანებართვო დოკუმენტების, საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მიღება, შემოწმება და მათ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სანებართვო დოკუმენტების, საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის, სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა; გ) ნებართვის მფლობელ გადამზიდველთა და მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრონული რეესტრის წარმოება და მონაცემთა გადაცემა აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბანკში; დ) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; ე) სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებული სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციის საშუალებებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და გამავალი ზარების განხორციელება, სააგენტოს გარკვეული სახის მომსახურებაზე დისტანციური განცხადებების მიღება.“; ე) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) დებულებების შესაბამისად ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების (მძღოლის ბარათი, კომპანიის ბარათი, სახელოსნოს ბარათი და მაკონტროლებლის ბარათი) მისაღებად ტრენინგების, ტესტირების ორგანიზება, ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების დამზადების, გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების უზრუნველყოფა, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება, აგრეთვე, აღნიშნული ბარათების გაყალბებისა ან არასწორად გამოყენების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისა, ან ადგილობრივი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას მისი განხილვა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მიწოდება დამრღვევ პირზე გაცემული დოკუმენტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების და შემდგომში მასზე ახალი დოკუმენტების გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები