„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.025664
115
19/03/2026
ვებგვერდი, 20/03/2026
190040000.10.003.025664
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №115

2026 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2013, 190040000.10.003.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ვ“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ წინადადებას მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ი/რწმუნებული წარუდგენს (წარუდგენენ) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).“;

ბ) 33 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 33. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების დაფინანსების/ განაწილების წესი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში, მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში, დარჩენილი ლიმიტებისა და ეკონომიების გამოყენების/განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.“;

გ) 34 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 34. დამატებით გამოყოფილი თანხის განაწილების წესი

საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის გაზრდის შემთხვევაში, დამატებული თანხის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია.“;

დ) 35 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტრო ფონდიდან დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განხორციელების თაობაზე კომისიას ანგარიშს წარუდგენს წელიწადში 2-ჯერ, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 20 ივლისისა და მომდევნო წლის 1 მარტისა.

6. კომისია საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ანგარიშს დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განხორციელების თაობაზე წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს შესაბამისი წლის მომდევნო წლის 1 მარტისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე