დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.114.016556 |
|
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №23 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge 29/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.114.016552) დადგენილების დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. ქვეპროგრამის მოსარგებლე მიიღებს ერთჯერად ფულად დახმარებას ახალშობილზე 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად ახალშობილის ერთ-ერთმა მშობელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ქორწინების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები. 3. დახმარება გაიცემა მუნციციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“. ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. 0-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წელზე მეტი ასაკის პირების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება 1. დახმარების მისაღებად განმცხდაებელმა (უფლებამოსილმა პირმა) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა № IV-100/ა); დ) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ; ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა. 2. ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების გადასახდელი თანხა 1000 (ათასი) ლარის ჩათვლით ანაზღაურდება არაუმეტეს 50%-ით, 1000 (ათასი) ლარზე მეტი კი – 60%-ით, მაგრამ არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა. 3. ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა 200 (ორასი) ლარის ჩათვლით ანაზღაურდეს სრულად. 4. თანხა ჩაერიცხოს მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას საბანკო რეკვიზიტებზე, წარმოდეგნილი დოკუმენტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“. გ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 14. ონკოდაავადებულთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტურ მკურნალობას. 2. თითოეული ბენეფიციარის სამედიცინო მოსახურებისა და მედიკამენტების ხარჯი განისაზღვროს წელიწადში 2000 (ორი ათასი) ლარით, საიდანაც მედიკამენტების წლიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 1000 (ათასი) ლარს. 3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა № IV-100/ა); დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების /აფთიაქის მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა. 4. თანხა ჩაერიცხოს მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას/აფთიაქს საბანკო რეკვიზიტებზე, წარმოდეგნილი დოკუმენტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“; დ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 16. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ხარჯის თანადაფინანსება. 1. დახმარების მისაღებად შშმ პირმა/წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) შშმ პირის/წარმომადგენლის წერილობითი განცხადება; ბ) შშმ პირის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ)ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა № IV-100/ა); დ) შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი; ე) შესაბამისი სამედიცინო/სააფიაქო დაწესებულების ანგარიშფაქტურა; 2. ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების გადასახდელი თანხა 1000 (ათასი) ლარის ჩათვლით ანაზღაურდება არაუმეტეს 50%-ით, ხოლო 1000 (ათასი) ლარზე მეტი – 60% (სამოცი) პროცენტით, მაგრამ არუმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარი. 3. ბენეფიციარის მედიკამენტების შესაძენი თანხა განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარით, რომელიც გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ. 4. ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა 200 (ორასი) ლარის ჩათვლით ანაზღაურდეს სრულად. 5. თანხა ჩაერიცხოს მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას საბანკო რეკვიზიტებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“. ე) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 18. 0-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება 1. დახმარების მისაღებად ბავშვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენლმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) 0-დან 18 წლამდე ასაკის პირის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა № IV-100/ა) და ანგარიშფაქტურა; ე) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ. 2. ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების გადასახდელი თანხა 1000 (ათასი) ლარის ჩათვლით ანაზღაურდება არაუმეტეს 50%-ით, 1000 (ათასი) ლარზე მეტი – 60%, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარით. 3. ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა 200 (ორასი) ლარის ჩათვლით ანაზღაურდეს სრულად. 4. თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის საბანკო რეკვიზიტებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“; ვ) მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს; ზ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 26. მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინანსება (კორონოგრაფია, ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპია) 1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს ერთეულს. 2. ქვეპროგრამის მოსარგებლის სამედიცინო მომსახურების ხარჯი განისაზღვროს 50%-ით, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა, გარდა გულის და/ან კორონალური არტერიების ანგიოგრაფიისა. 3. გულისა და/ან კორონალური არტერიების ანგიოგრაფიის მომსახურების ხარჯი განისაზღვროს არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარით. 4. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა, ანგარიშფაქტურა სამედიცინო მომსახურების შესახებ; დ) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ; ე) შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ომის მონაწილე პირის – ვეტერანის მოწმობის ასლი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებზე, ომის მონაწილე პირებზე. 6. თანხა ჩაერიცხება მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას საბანკო რეკვიზიტზე მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე.“; თ) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 29. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების ფინანსური დახმარება 1. პროგრამით ისარგებლებს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც რეგისტრირებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს ერთეულს. 2. სასწავლო წლის განმავლობაში ფინანსური დახმარება განისაზღვრა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადებით მიმართვა შეუძლია სტუდენტს, განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საქართველოს მომქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ; გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის, წლიური და დასაფარი გადასახადის ოდენობის შესახებ; დ) აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა. 4. ანგარიშსწორება განხორციელდება უფლებამოსილი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტზე. 5. ფინანსური დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები