დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.017682 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016983) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 373 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო ბლოკის საზღვრების ამსახველი სიტუაციური ნახაზი, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მომიჯნავე და არამომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების მითითებით და დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი/სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაცია ასევე დაუყოვნებლივ, ელექტრონულად ეგზავნება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის მუნიციპალიტეტს.“. 2. 378 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სააგენტო საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, დაუყოვნებლივ, ელექტრონულად აცნობებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის მუნიციპალიტეტს და უგზავნის მათ მიღებულ გადაწყვეტილებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები