საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1474-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.103035
1474-Vმს-XIმპ
01/04/2026
ვებგვერდი, 01/04/2026
040000000.05.001.103035
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 1509​2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედ სისხლის დაწესებულებას (სისხლის გადასხმის დაწესებულებას/სისხლის ბანკს), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებდა, უფლება აქვს, 2026 წლის 1 ივნისამდე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დარეგისტრირდეს. სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) მიერ აღნიშნული საფუძვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში ამ დაწესებულების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, აგრეთვე მისი ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დებულებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2026 წ.

N1474-Vმს-XIმპ