„ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016549
8
08/04/2026
ვებგვერდი, 14/04/2026
010250020.35.121.016549
„ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2026 წლის 8 აპრილი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25.12.2025 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016540) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-5 მუხლით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების პროგრამის“ (დანართი №5) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დამატებითი ინფორმაცია:

დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს ბენეფიციარის და დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობები, ცნობა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო სოციალური პაკეტის მიღების თაობაზე ან სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი (ფორმა №IV-50/2) ან სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი და საბანკო რეკვიზიტი.“.

2. დადგენილების მე-15 მუხლით დამტკიცებული „მარტოხელა მშობელთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №15) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დამატებითი ინფორმაცია:

ა) დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, იმ ბავშვების, რომელთა მიმართაც პირს დაუდგინდა მარტოხელა მშობლის სტატუსი, დაბადების ან პირადობის მოწმობები და საბანკო რეკვიზიტი.“.

3. დადგენილების მე-16 მუხლით დამტკიცებული „განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დახმარების პროგრამის“ (დანართი №16) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დამატებითი ინფორმაცია:

ბ) დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ბენეფიციარის და მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და საბანკო რეკვიზიტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

საკრებულოს თავმჯდომარეშოთა გიორგაძე