საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025700
151
08/04/2026
ვებგვერდი, 14/04/2026
040030000.10.003.025700
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №151

2026 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეების, საფასურის ოდენობისა და მომსახურების პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და მომსახურების პირობები“.
მუხლი 2
დადგენილება არ ვრცელდება:

ა) მიზნობრივი გრანტის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე;     

გ) ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დასადგენ ფასებზე;

დ) ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებისა)  გაფორმებულ ხელშეკრულებებზე;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის/ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გასაწევ მომსახურებაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



საჯარო სამართლის იურიდული პირის − ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და მომსახურების პირობები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და მომსახურების პირობები“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ფინანსთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომში − აკადემია) მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეებს, საფასურის ოდენობასა და მომსახურების პირობებს.

 

მუხლი 2. მომსახურების სახეები

აკადემიის მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეებია:

ა) ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზება და ადმინისტრირება;

ბ) სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და ადმინისტრირება;

გ) საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში ტესტირების ადმინისტრირება;

დ) ამ მუხლის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებისთვის მოდულის შექმნა/განახლება/დამუშავება ან/და საგამოცდო ნამუშევრების შემოწმება;

ე) სასწავლო კურსის, ტრენინგის, ტესტირების, სამუშაო შეხვედრის ტექნიკური მხარდაჭერა და ორგანიზება.

 

მუხლი 3.  მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურების ოდენობა განისაზღვრება დანართ №1-ის შესაბამისად.

2. მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორების გზით ან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. წინასწარი ანგარიშსწორების გზით გადახდის შემთხვევაში, აკადემია თავისუფლდება წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის (საავანსო საბანკო გარანტიის) წარდგენის ვალდებულებისაგან.

3. დანართ №1-ით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

 

მუხლი 4. მომსახურების პირობები

1. ორგანიზაცია, რომელიც აკადემიის მომსახურების შესყიდვას გადაწყვეტს (შემდგომში − შემსყიდველი ორგანიზაცია), ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა აკადემიას წარუდგინოს წერილობით ან/და ზეპირი ფორმით. მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო და შეესაბამებოდეს აკადემიის საქმიანობის სფეროს.

2. აკადემია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ მოთხოვნას  განიხილავს მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. აკადემია უფლებამოსილია:

ა) დააზუსტოს მომსახურების პირობები და ხანგრძლივობა;

ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან განმარტება, თუ წარდგენილი მოთხოვნა არ არის სრულყოფილი;

გ) უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, თუ მოთხოვნა სცდება აკადემიის უფლებამოსილებას ან ტექნიკურ შესაძლებლობებს ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. აკადემიასა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული დეტალური პირობები განისაზღვრება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

4. ამ წესით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებით, თანხის აკადემიის შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის გზით.

 

მუხლი 5. მომსახურების მიღების წესი

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით დგება მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, რაც დასტურდება მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელის მოწერით.

 

მუხლი 6. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. აკადემია უფლებამოსილია, გადახდილი საფასური დაუბრუნოს შემსყიდველ ორგანიზაციას, თუ:

ა) საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა;

ბ) შემსყიდველმა ორგანიზაციამ ამ წესით განსაზღვრული მომსახურების მიღებამდე წერილობით უარი განაცხადა მომსახურების მიღებაზე და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;

გ) მომსახურება არ განხორციელდა მხარეებისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო.

2. საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წერილობითი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების ამ წესით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის დასაბუთებას.

 

დანართი №1

 

სსიპ − ფინანსთა სამინიტროს აკადემიის მიერ გასაწევი მომსახურების საფასურები

 

                                                                                         ცხრილი №1.1

 

აკადემიის ფილიალებში და ონლაინ ფორმით ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზების და ადმინისტრირების საფასური

 

მომსახურების სახე

ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ხანგრძლივობა

ერთეულის დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

1

ერთი ადგილობრივი ტრენერის ჩართულობით ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზება და ადმინისტრირება (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისა)

1-10 სთ

კაცი/საათი

31.0

11-15 სთ

კაცი/საათი

27.0

16-20 სთ

კაცი/საათი

24.0

21-40 სთ

კაცი/საათი

19.0

41-65 სთ

კაცი/საათი

14.5

66 სთ-დან ზევით

კაცი/საათი

13.5

2

ორი ადგილობრივი ტრენერის ჩართულობით ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზება და ადმინისტრირება (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისა)

1-10 სთ

კაცი/საათი

46.0

11-15 სთ

კაცი/საათი

42.5

16-20 სთ

კაცი/საათი

37.0

21-40 სთ

კაცი/საათი

31.0

41-65 სთ

კაცი/საათი

24.5

66 სთ-დან ზევით

კაცი/საათი

22.5

3

*არაადგილობრივი ტრენერის ჩართულობით ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზება და ადმინისტრირება (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისა)

1-10 სთ

კაცი/საათი

33.5

11-15 სთ

კაცი/საათი

29.5

16-20 სთ

კაცი/საათი

29.0

21-40 სთ

კაცი/საათი

25.0

41-65 სთ

კაცი/საათი

20.0

66 სთ-დან ზევით

კაცი/საათი

18.5

4

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზება და ადმინისტრირება

1-15 სთ

კაცი/საათი

17.0

5

საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში, მოდულის ორგანიზება და ადმინისტრირება

36 სთ

მოდული

1000


 

ცხრილი №1.2

 

შემსყიდველი ორგანიზაციის ადგილზე (აკადემიის ფილიალებს გარეთ) ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზების და

ადმინისტრირების საფასური

 

მომსახურების სახე

ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ხანგრძლივობა

ერთეულის დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

1

ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზება და ადმინისტრირება (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისა)

1-5 სთ

კაცი/საათი

49.0

6-10 სთ

კაცი/საათი

52.5

11-15 სთ

კაცი/საათი

43.5

16-20 სთ

კაცი/საათი

42.5

21-25 სთ

კაცი/საათი

40.0

2

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ტრენინგის ან/და სასწავლო კურსის ორგანიზება და ადმინისტრირება

1-15 სთ

კაცი/საათი

30.0

 

                                                                                                                    ცხრილი №1.3

 

აკადემიის ფილიალებში და ონლაინ ფორმით სამუშაო შეხვედრის ორგანიზების და ადმინისტრირების მომსახურების საფასური

 

მომსახურების სახე

სამუშაო შეხვედრის ხანგრძლივობა

ერთეულის დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

1

ერთი ადგილობრივი ტრენერის ჩართულობით სამუშაო შეხვედრის  ორგანიზება და ადმინისტრირება

 1-3 სთ

კაცი/საათი

34.0

 4-5 სთ

კაცი/საათი

39.0

 6-8 სთ

კაცი/საათი

46.5

2

ორი ადგილობრივი ტრენერის  ჩართულობით სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და ადმინისტრირება

 1-3 სთ

კაცი/საათი

56.0

 4-5 სთ

კაცი/საათი

62.0

 6-8 სთ

კაცი/საათი

71.0

3

*არაადგილობრივი ტრენერის  ჩართულობით სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და ადმინისტრირება

1-3 სთ

კაცი/საათი

42.00

4-5 სთ

კაცი/საათი

40.50

6-8 სთ

კაცი/საათი

47.00

                                                                                                         

ცხრილი №1.4

 

შემსყიდველი ორგანიზაციის ადგილზე (აკადემიის ფილიალებს გარეთ) სამუშაო შეხვედრის ორგანიზებისა და ადმინისტრირების

 მომსახურების საფასური

 

მომსახურების სახე

სამუშაო შეხვედრის ხანგრძლივობა

ერთეულის დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

1

სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და ადმინისტრირება

3-5 სთ

კაცი/საათი

85.0

6-8 სთ

კაცი/საათი

70.0

 

ცხრილი №1.5

 

საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში ტესტირების ადმინისტრირების მომსახურების საფასური

 

მომსახურების სახე

ერთეულის დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

1

საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში ტესტირების ადმინისტრირება

მოდული

250

 

ცხრილი №1.6

 

მოდულის შექმნის/განახლების/დამუშავების მომსახურების საფასური

 

მომსახურების სახე

ერთეულის დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

1

მოდულის შექმნის/განახლების/დამუშავების მომსახურება

1 სთ

177


 ცხრილი №1.7

 

საგამოცდო ნამუშევრების შემოწმების მომსახურების საფასური

 

მომსახურების სახე

ერთეულის დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

1

არასაკონტაქტო საათები (საშინაო დავალებების, შუალედური და საბოლოო გამოცდის წერითი ნაშრომების შემოწმება)

1 სთ

177

 

ცხრილი №1.8

 

სასწავლო კურსის, ტრენინგის, ტესტირების, სამუშაო შეხვედრის ტექნიკური მხარდაჭერისა და ორგანიზების მომსახურების საფასური

 

მომსახურების სახე

ერთეულის დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

1

საკონფერენციო აუდიტორია 10 პირამდე

დღე

354

2

საკონფერენციო აუდიტორია 20 პირამდე

დღე

590

3

საკონფერენციო აუდიტორია 30 პირამდე

დღე

890

4

საკონფერენციო აუდიტორია 30 პირიდან ზევით

დღე

1190

5

სინქრონული თარგმნა

საათი

424.8

6

თანმიმდევრული თარგმნა

საათი

177.0

7

მასალის თარგმნა (A4 ფორმატი, ერთ გვერდზე 2000 სიმბოლომდე, შრიფტის ზომა 12)

გვერდი

46.0

8

ყავა/ჩაი (ერთჯერადად)

მონაწილე

29.5

9

ყავა/ჩაით შესვენება შვედური მაგიდის სახით (ერთჯერადად)

მონაწილე

41.3

10

ლანჩი (ერთჯერადად)

მონაწილე

53.1

11

ვახშამი (ერთჯერადად)

მონაწილე

70.8

შენიშვნა:

*აკადემიის ფილიალები − ქ. თბილისი, ვ. წითლანაძის №5; ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. №8 და ქ. ქუთაისი, ი. ჯავახიშვილის ქ. №5.

*არაადგილობრივი ტრენერი  −  სასწავლო კურსის, ტრენინგის ან/და სამუშაო შეხვედრის ჩატარების მიზნით, ქვეყნის ფარგლებში ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორე მუნიციპალიტეტში გადაადგილებული პირი.