„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 20/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.018010
110
15/04/2026
ვებგვერდი, 16/04/2026
040030000.22.033.018010
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №110

2026 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის   ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებით (ვებგვერდი, 110427027, 27/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016177) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

) მე-3 პუნქტის1ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი1) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკადემიის თანამშრომელთათვის გასცეს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით;“;

) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. აკადემიას ჰყავს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების თანამშრომელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.

12. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების თანამშრომელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს:

ა) საერთაშორისო დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო/სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროექტებთან და აკადემიურ წრეებთან, ასევე სხვა სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთობის დამყარებას და შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების, პროექტების, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების დახმარების პროგრამების ტრინინგ კომპონენტების ფარგლებში გათვალისწინებული სწავლებების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო ხასიათის პროექტების ორგანიზებას და განხორციელებას;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების, პროექტების, დონორი ორგანიზაციების მოძიებას და დაფინანსებების მოპოვებას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფას, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების/დონორების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და კონკურსებში მონაწილეობის მიღებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

დ) აკადემიის თანამშრომელთა ქვეყნის გარეთ სასწავლო ტურების და მივლინებების ორგანიზებას;

ე) აკადემიის საერთაშორისო და საგარეო ურთიერთობების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას;

ვ) უცხოელი პარტნიორების, დელეგაციების საქართველოში ვიზიტის მომზადებას, ორგანიზებას და განხორციელებას.“.

2. 41 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 42 მუხლის:

) მე-3 პუნქტის2ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის3ქვეპუნქტი:

„ო3) ხარისხის მართვის მიმართულებით აკადემიაში მიმდინარე პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და მონიტორინგი;“;

) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 20 აპრილიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ დუნდუა