მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 3526105001
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016070
გ-35. 3526105001
15/04/2026
ვებგვერდი, 16/04/2026
000000000.00.153.016070
მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება გ-35.3526105001

     2026 წლის 15 აპრილი

 ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად,

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს – (შესახვევები) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართის, ორთოფოტოსა და სიტუაციური ნახაზის შესაბამისად.

2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                          გიორგი ელოშვილი