„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 61/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018840
61/ნ
01/05/2026
ვებგვერდი, 04/05/2026
430030000.22.022.018840
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №61/ნ

2026 წლის 1 მაისი

ქ.თბილისი

 

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №68/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.017926) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“.

3. პირველი მუხლით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები“;

ბ) პირველი-მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ტრენინგ-მოდულების მიზანი

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების (შემდგომ – ტრენინგ-მოდულები) მიზანია აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლის ხელშეწყობა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ა) ტრენინგ-მოდულები – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულები, რომლებიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლის ხელშეწყობასა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას და რომელთა შინაარსიც განისაზღვრება ამ დანართის დანართი №1-ის, დანართი №2-ის, დანართი №3-ის, დანართი №4-ის, დანართი №5-ის, დანართი №6-ისა და დანართი №7-ის შესაბამისად;“;

ბ) არასაკონტაქტო საათი – ტრენინგ-მოდულების განხორციელების პროცესში მონაწილის დამოუკიდებელი მუშაობისთვის განკუთვნილი დრო, რომელიც ეთმობა მიცემული დავალებების შესრულებას, საკითხავი მასალის დამუშავებასა და დამოუკიდებელ პრაქტიკას;

გ) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებელი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ამ დანართის დანართი №1-ით, დანართი №2-ით, დანართი №3-ით, დანართი №4-ით, დანართი №5-ით, დანართი №6-ითა და დანართი №7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულ(ებ)ის ჩატარების უფლება;

დ) ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ და ადასტურებს ამ დანართის დანართი №1-ით, დანართი №2-ით, დანართი №3-ით, დანართი №4-ით, დანართი №5-ით, დანართი №6-ითა და დანართი №7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულ(ებ)ის წარმატებით გავლას;

ე) ტრენერი – პირი, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული, ამ დანართის დანართი №1-№7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულების შესაბამისი ტრენერთა ტრენინგი (შემდგომ – ტრენერთა ტრენინგი).

მუხლი 3. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის შერჩევის კრიტერიუმები

1. ამ დანართის დანართი №1-ით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) ჰყავს პერსონალი, რომელიც განათლების ან ფსიქოლოგიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში კითხულობს ლექციებს ან/და ატარებს სემინარებს ან/და ხელმძღვანელობს პრაქტიკას სკოლამდელი განათლების ან ბავშვის ფსიქოლოგიის მიმართულებით და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება;

ბ) ჰყავს პერსონალი, რომელიც უძღვება აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო პროფესიულ მოდულებს, აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ტრენერობის გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება;

გ) ჰყავს პერსონალი, რომელსაც შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები ან/და უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით;

დ) ჰყავს პერსონალი, რომელსაც ცენტრის ეგიდით ჩატარებული აქვთ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №97/ნ ბრძანებით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების/მეთოდისტებისათვის, რაც დასტურდება ცენტრის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.

2. ამ დანართის დანართი №2-№7-ით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულების მიმწოდებელს მოპოვებული უნდა ჰქონდეს ამ დანართის დანართი №1-ით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლება და:

ა) დანართი №3-ითა და დანართი №5-ით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულების ჩატარების სურვილის შემთხვევაში ჰყავს პერსონალი, რომელსაც აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში;

ბ) დანართი №4-ით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულის ჩატარების სურვილის შემთხვევაში ჰყავს პერსონალი, რომელსაც აქვს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

გ) დანართი №6-ით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულის ჩატარების სურვილის შემთხვევაში ჰყავს პერსონალი, რომელსაც აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან განათლების მიმართულებით, აგრეთვე ადრეული ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენერობის გამოცდილება.

მუხლი 4. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის შერჩევის პროცედურები

1. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის დოკუმენტაციის მიღებისა და შერჩევის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველი, რომელსაც სურს გახდეს ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებელი, განცხადებით მიმართავს ცენტრს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის პერსონალის რეზიუმე (CV);

ბ) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის პერსონალის მიერ ამ დანართის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის (ფუნქციის) განხორციელების დამადასტურებელი ცნობები სამსახურებიდან;

გ) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის პერსონალის საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური რესურსების ავტორობის/თანაავტორობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონული სახით;

დ) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის პერსონალის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმი;

ე) იმ ტრენინგ-მოდულ(ებ)ის დასახელება, რომლის მიწოდების სურვილიც აქვს ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველს.

4. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის მიერ ამ დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენა და ამავე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პირების შერჩევა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მიერ შერჩეული პირი, ტრენინგ-მოდულ(ებ)ის ჩატარების უფლებას მოიპოვებს ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, რაც წარმოადგენს ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველისთვის ტრენინგ-მოდულ(ებ)ის ჩატარების უფლების მინიჭების საფუძველს.

6. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებელს ტრენინგის ჩატარების უფლება ენიჭება ოთხი წლის ვადით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით შექმნილი კომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ პერიოდის განმავლობაში ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ ტრენერების დამატება შესაძლებელია მოხდეს ყოველწლიურად.

7. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიწოდების მსურველის მიერ წარდგენილი პირების შერჩევის შემთხვევაში ამ პირებს უფლება აქვთ ტრენინგ-მოდულ(ებ)ი ჩაატარონ მხოლოდ ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის ეგიდით.

მუხლი 5. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის წარმართვის პროცედურა

1. „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი თანხმობის შემთხვევაში ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლებისა და ტრენერების სია საჯაროა.

2. ტრენინგის მსვლელობისა თუ დასრულების შემდეგ ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის საქმიანობის მონიტორინგს უზრუნველყოფს ცენტრი.

3. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლისთვის ამ დანართის დანართი №1-№7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულ(ებ)ის ჩატარების უფლების შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.

4. ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ და გაიცემა ტრენინგ-მოდულ(ებ)ის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

5. ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატი უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:

ა) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის სრული დასახელება;

ბ) ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის ლოგო/ემბლემა (არსებობის შემთხვევაში);

გ) ინფორმაცია ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატის მიმღები პირის შესახებ (სახელი, გვარი);

დ) ინფორმაცია ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის ხელმძღვანელი პირის შესახებ (სახელი, გვარი და თანამდებობა) და ხელმოწერა;

ე) ტრენინგ-მოდულის დასახელება;

ვ) ინფორმაცია ტრენინგ-მოდულ(ებ)ის გავლის პერიოდის შესახებ (რიცხვი, თვე, წელი);

ზ) ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი;

თ) ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატის გაცემის თარიღი.

6. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებელი სისტემატურად აწარმოებს მონაწილეთა ბაზას (ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მონაწილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტრენინგ-მოდულ(ებ)ის გავლის შედეგი) და გაცემული ტრენინგ-მოდულის სერტიფიკატების აღრიცხვას.

7. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ტრენინგ-მოდულ(ებ)ის ჩატარების განრიგი, ადგილი, ტრენერის ვინაობა და ტრენინგ-მოდულ(ებ)ში მონაწილეთა სია მიეწოდება ცენტრს ტრენინგის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე, ხოლო ტრენინგ-მოდულ(ებ)ის წარმატებით გავლილი მონაწილეების სია – ტრენინგის დასრულებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღის ვადაში.

8. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებელი ტრენინგ(ებ)ის ჩატარებამდე ამტკიცებს ამ დანართის დანართი №1-№7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულ(ებ)ის შეფასების სისტემაში გაწერილი დავალებების პირველადი შეფასებისა და შედეგების გასაჩივრების წესსა და სააპელაციო კომისიას. თითოეული მონაწილის მიერ შესრულებული დავალებები უნდა შეფასდეს ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული მინიმუმ ორი ტრენერის მიერ. ორივე ტრენერის მიერ მონაწილის შეფასების შემთხვევაში, საბოლოო ქულა უნდა განისაზღვროს ორივე ტრენერის შეფასების ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე.

მუხლი 6. სამიზნე ჯგუფი

1. ამ დანართის დანართი №1-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:

ა) პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად;

ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში კურიკულუმის კოორდინატორად/მეთოდისტად;

გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმების მსურველი/დასაქმებული პირები, რომელთა პროფესიულ სტანდარტში ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლა;

დ) პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში;

ე) პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში ან დასაქმებული არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და დაინტერესებულნი არიან ტრენინგ-მოდულის გავლით, ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ ფასიან ტრენინგ-მოდულზე.“;

2. ამ დანართის დანართი №2–№7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:

ა) პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე;

ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში კურიკულუმის კოორდინატორად/მეთოდისტად და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული;

გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმების მსურველი/დასაქმებული პირები, რომლთა პროფესიულ სტანდარტში ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლა და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1 - ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული;

დ) პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1 -ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული;

ე) პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან დასაქმებული არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და დაინტერესებულნი არიან ტრენინგ-მოდულ(ებ)ის გავლით, ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ ფასიან ტრენინგ-მოდულ(ებ)ზე და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1 -ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული.

მუხლი 7. ტრენინგ-მოდულების აღწერა

ტრენინგ-მოდულებში განსაზღვრულია: ტრენინგის მონაწილეთა დასაშვები რაოდენობის, ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობისა და დროში განაწილების, მატერიალური და ტექნიკური რესურსების, ტრენინგ-მოდულებში ჩართვის წინაპირობის, ტრენინგ-მოდულების ზოგადი მიზნების, მისაღწევი შედეგებისა და მონაწილეთა შეფასების სისტემის შესახებ, აგრეთვე წარმოდგენილია საკითხავი მასალისა და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი, მოდულების გეგმა-თემები, თითოეული თემის მიზანი, თემის შესაბამისი აქტივობები, თემის განხორციელებისთვის საჭირო დრო.“.

გ) მე-8 მუხლის:

გ.ა) პირველი და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

გ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტრენინგ-მოდულების განხორციელების პირობები (მაგ., ადგილი და განრიგი) განისაზღვრება დამკვეთი მუნიციპალიტეტისა და ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

5. ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებელი დამკვეთ მუნიციპალიტეტს წარუდგენს ტრენინგ-მოდულების ჩატარებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ჩამონათვალს, რომლის უზრუნველყოფის პირობებზეც მხარეები თავად თანხმდებიან. მონაწილეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ტრენინგ-მოდულებით გათვალისწინებული სატრენინგო მასალებით.“;

დ) მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. ტრენინგ-მოდულების შინაარსი

1. ტრენინგ-მოდულების შინაარსი განისაზღვრება ამ დანართის დანართი №1-№7-ის შესაბამისად.

2. ტრენინგ-მოდულებთან დაკავშირებით საკითხავ მასალას განსაზღვრავს ცენტრი.

3. ტრენინგ-მოდულებით გათვალისწინებული სატრენინგო მასალების შინაარსს განსაზღვრავს ცენტრი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე