„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 56/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018835
56/ნ
20/04/2026
ვებგვერდი, 21/04/2026
040030000.22.022.018835
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №56/ნ

2026 წლის 20 აპრილი

ქ.თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით (სსმ III, 15.09.2010 წ., №117, მუხ. 1733) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) უზრუნველყოფს პროფესიის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და დამოუკიდებელი მოდულის შემუშავებას, მასში ცვლილების შეტანას და გაუქმებას;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) უფლებამოსილია, ცენტრის კომპეტენციების ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად შექმნას დარგობრივი საბჭოები, პროფესიული განათლების დარგობრივი სამუშაო ჯგუფები, კომისიები ან/და სხვა საკონსულტაციო ორგანოები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაამტკიცოს მათი საქმიანობის წესი;“.

3. 52 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების კონკურსის გზით შერჩევის თაობაზე, რომელიც თავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. დაინტერესებული მხარეები უფლებამოსილი არიან წარმოადგინონ საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ი. დაინტერესებული მხარეები ამ მუხლის მიზნებისთვის არიან: სამინისტრო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, ა(ა)იპ – არასამთავრობო (კერძო) სასწავლებლების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, დამსაქმებელი/დამსაქმებელთა გაერთიანება, არასამთავრობო და განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია. უცხოელი სპეციალისტების/ექსპერტების კანდიდატებს შეარჩევს ცენტრის დირექტორი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის უცხოურ სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.“.

4. მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების პროცესის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“.

6. მე-11 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“- „ა3“ ქვეპუნქტები:

„ა1) პროფესიის სტანდარტის შემუშავების, მასში ცვლილების შეტანის და გაუქმების პროცესის მართვა;

2) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და დამოუკიდებელი მოდულის შემუშავების, მასში ცვლილების შეტანის და გაუქმების პროცესის მართვა;

3) პროფესიული განათლების დარგობრივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა და მართვა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების მინიჭების, დაგროვებისა და გადატანის (ტრანსფერის) სისტემის განვითარების ხელშეწყობა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის პირველი  აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე