გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №90 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №90 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016083
90
14/04/2026
ვებგვერდი, 20/04/2026
000000000.00.148.016083
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №90 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №90

2026 წლის 14 აპრილი

ქალაქი გორი

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მერის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში არსებული მიხეილ ერისთავის ქუჩის უსახელო ჩიხისთვის რომლის - სიგრძეა 125 მ, კოორდინატები: საწყისი X=425305.562 Y=4655405.4075; საბოლოო X=425399.2512 Y=4655328.0168, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება 66.46.18.463.603; 66.46.18.463.010 ნაკვეთები, სამხრეთით - 66.46.18.467.601; 66.46.18.467.607 ნაკვეთები, აღმოსავლეთით - მიხელი ერისთავის ქუჩა; დასავლეთით - 66.46.18.467.017 ნაკვეთი; მიხეილ ერისთავის XV ჩიხის სახელის მინიჭების თაობაზე.

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბრის №48 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში არსებულ მიხეილ ერისთავის ქუჩის უსახელო ჩიხს, რომლის სიგრძეა 125 მ, ეწოდოს მიხეილ ერისთავის ქუჩის XV ჩიხი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

საკრებულოს თავმჯდომარე   მარლენ ნადირაძე