დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.126.016504 |
|
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.02.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.126.016144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების დანართი № 2-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1.მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისთვის. 2. მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური ოდენობა გაიანგარიშება სულადობის მიხედვით, კერძოდ: ა) მოსახლეობისათვის – ერთ სულ მოსახლეზე – 1,00 ლარი თვეში; ბ) ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით; გ) მოსახლეობისთვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 ან 70 000-ზე დაბალია – 0,50 ლარი თვეში; დ) ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის – 0,50 ლარი თვეში. 3. იურიდიული პირების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება თვეში 1მ3 -ზე 16 ლარის ოდენობით და გაიანგარიშება ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ: M=G/12*R, სადაც: M არის ერთი თვის მოსაკრებელი (ლარი); G – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3; R – მოსაკრებლის ოდენობა 1მ3 ნარჩენზე – 16 ლარი. ა) იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობაც მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მოსაკრებლის გაანგარიშება მოხდება კომპლექსურად (ცალკეული საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი) შესაბამისი ფორმულის მიხედვით; ბ) ორგანიზებული ბაზრობისა და სავაჭრო ცენტრებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრება კომპლექსურად (არსებული ცალკეული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამით); გ)საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრება აღსაზრდელების/მოსწავლეების/სტუდენტების საერთო რაოდენობის გათვალისწინებით. 4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 5. საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ ელექტროენერგიის მრიცხველი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ იმ აბონენტზე, რომლითაც მარაგდებიან ელექტროენერგიით ან/და იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება აბონენტის (ელექტროენერგიის მრიცხველის მესაკუთრის) სახელზე. 7. იმ საცხოვრებელ ფართზე, სადაც რეგისტრირებულია ერთზე მეტი მრიცხველი, მოსაკრებელი დაერიცხება ერთ-ერთ მრიცხველს, ხოლო აღნიშნულ მისამართზე არსებულ სხვა მრიცხველებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დარიცხვა არ განხორციელდება, თუ არ გამოვლინდა სხვა გარემოება (მესამე პირისათვის საყოფაცხოვრებო ფართის ქირავნობით, გირავნობით ან სხვა ფორმით სარგებლობაში გადაცემის ფაქტი). 8. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 9. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 10. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს მოსაკრებლის გადამხდელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ. 11. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 12. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტზე არსებული მოსაკრებლის დავალიანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ახალ მესაკუთრეს. 13. მოიჯარის ან მოსარგებლის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანების გადახდის ვალდებულება ეკისრება მესაკუთრეს.“. 2. დადგენილების დანართის № 2-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 9. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის 1. მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ან/და შესაბამის ოპერატორს თერჯოლის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის: M=G*R, სადაც M არის ერთი თვის მოსაკრებელი (ლარი); G – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); R – ზომის ერთეული (ფართობი 1მ2, ერთი სავარძელი, ერთი აღსაზრდელი, ერთი მოსწავლე, ერთი საწოლი, ერთი დასაჯდომი, ერთი ადგილი). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები