„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის N85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის N85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 22/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017464
30
21/04/2026
ვებგვერდი, 21/04/2026
040030000.22.026.017464
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის N85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №30

2026 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის N85 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/10/2024; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.017262) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია, „ინფორმაციის მართვის სისტემით განაღმვითი სამუშაოებისთვის“ (IMSMA) გათვალისწინებული აკრედიტაცია/სერტიფიცირება;“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე/მოადგილეები და მოადგილე – მთავარი ინჟინერი, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაცია:

ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ა.ბ) საორგანიზაციო სამსახური;

ა.გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

 „ა1) იურიდიული დეპარტამენტი;“;

 გ)ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ზ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“  ქვეპუნქტი:

„ზ2) ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვა;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) ცენტრის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის დასუფთავება, ადმინისტრაციული კორპუსის ლიფტებისა და გათბობა-გაგრილების სისტემის მომსახურება, კომპეტენციის ფარგლებში;“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;

ბ) ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;

გ)  ცენტრის კომპიუტერული ტექნიკის და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) ახალი პროგრამებისა და სისტემების შესახებ მომხმარებლის ინსტრუქციების შემუშავება;

ე) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და უწყვეტი მონიტორინგი;

ვ)  კრიტიკული სისტემების სარეზერვო ასლების უზრუნველყოფა;

ზ) მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა საკაბელო მეურნეობით ცენტრის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა;

თ)  სათვალთვალო კამერების ფუნქციონირების მონიტორინგი; 

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.

6. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81.  იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული  დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) ცენტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში მომზადებული სამართლებრივი აქტების/პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

დ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება/უზრუნველყოფა/შესრულება;

ე) კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების (დაკავშირებული ცენტრის საქმიანობასთან, მიზნებთან და ამოცანებთან) შესახებ გენერალური დირექტორისა და ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ვ) სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე, ცენტრის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.

7. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-14 მუხლის:

ა)  „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ცენტრის ბალანსზე არსებული ტერიტორიების და შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი, მათი მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება  კომპეტენციის ფარგლებში;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ)  „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ცენტრის სარგებლობაში  და/ან საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების აღრიცხვა;“;

დ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.


9. მე-16 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. მე-17 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ-განაღმვითი საქმიანობის ინფორმაციის მართვის სისტემის იმპლემენტაცია, რაც გულისხმობს „ინფორმაციის მართვის სისტემის განაღმვითი სამუშაოებისთვის“ (IMSMA) მუშაობის უზრუნველყოფას; ცენტრის მიერ „ინფორმაციის მართვის სისტემით განაღმვითი სამუშაოებისთვის“ (IMSMA) გათვალისწინებული აკრედიტაცია/სერტიფიცირების უზრუნველყოფა;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) აკრედიტაცია/სერტიფიცირების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;“.

11. მე-17 მუხლს დაემატოს  „პ1“ და „პ2“ ქვეპუნქტები  შემდეგი რედაქციით:

„პ1)  ვადაგასული საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის ტექნოლოგიის დამუშავება;

2) ლიცენზიის მფლობელის ვალდებულების ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული მასალების მონიტორინგი, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ მარეგულირებელი ორგანოსთვის სათანადო დოკუმენტაციებისა და ანგარიშის მომზადება. ცენტრის მიერ უტილიზაცია/რეალიზაციისთვის მიღებული და საუტილიზაციო სამუშაოების შედეგად დარჩენილ ჯართში ბირთვული და რადიოქატიური  მასალების, რადიოაქტიური წყაროს, ნივთიერების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებების განხორციელება;“.

12.   მე-20 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:

„ვ2) ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე, საცდელი და საკონტროლო სროლითი გამოცდების ჩატარება როგორც დახურულ ლაბორატორიულ, ასევე ღია საპოლიგონე პირობებში;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 22 აპრილიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი