გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/9592-26
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 20/04/2026
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2026
სარეგისტრაციო კოდი
2/9592-26
20/04/2026
ვებგვერდი, 23/04/2026
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/9592-26

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა

და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

2026 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი    

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ქეთევან კურცხალია

განმცხადებელი / მოვალე – შპს „ეიესჯისოფტ“

წარმომადგენელი – როინ მიგრიაული

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ეიესჯისოფტის“ /ს.ნ. 402128149 განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2026 წლის 2 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ეიესჯისოფტის“ წარმომადგენელმა როინ მიგრიაულმა და მოითხოვა „ეიესჯისოფტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს „ეიესჯისოფტს“ წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც განმცხადებლის მიერ 2026 წლის 16 აპრილის განცხადებით იქნა აღმოფხვრილი.

განმცხადებლის განმარტებით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა, როგორც ეს განსაზღვრულია „რეაბილიტაციის შესახებ კანონის“ მე-6 მუხლით. „რეაბილიტაციის შესახებ კანონის“ მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

მოვალის – შპს „ეიესჯისოფტის“ ვადამოსული ვალდებულებები წარმოადგენს მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებებს და შემოსავლების სამსახურის 01.04.2026 წlis შედარების აქტის მიხედვით შეადგენს 45 502 ლარs.

აღნიშნული საგადასახადო ვალდებულები წარმოშობილია შემდეგი სამართლებრივი ურთიერთობებიდან, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 იანვრის №002-2021 შეტყობინების მიხედვით შპს „ეიესჯისოფტ“ ქონების მიმართ გამოყენებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 თებერვლის №011-2026-031784 ბრძანების მიხედვით, მოვალის საბანკო ანგარიშეზე წარდგენილია საინკასო დავალებები, 2026 წლის 31 მარტის №011-1314 ბრძანების მიხედვით, მოვალის მთლიან ქონებაზე დადებულია საგადასახადო ყადაღა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და სსიპ  მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციების თანახმად, შპს „ეიესჯისოფტს“ გააჩნია ბალანსზე რიცხული 28 212,47 ლარის ღირებულების შემდეგი მოძრავი ქონებები (ოფისის აღჭურვილობა, ავეჯი და სხვა ინვენტარი) და სხვა წვრილმანი ქონება. რაც შეეხება, უძრავ ქონებას და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, აგრეთვე წილებს/აქციებს სხვა კომპანიებში, ასეთი შპს „ეიესჯისოფტის“ სახელზე რეგისტრირებული არ არის. გარდა ამისა, მოვალეს გააჩნია ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებზე, მას საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში“, რომლის მიერ გაცემული ამონაწერების თანახმად (დანართები 8 და 9), შპს „ეიესჯისოფტის“ ანგარიშებზე საბოლოო ნათში უფიქსირდება 13 226,95 ლარი და 92 აშშ დოლარი (ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 248,54 ლარი). სულ ფულადი სახსრების ჯამი შეადგენს 13 475,49 ლარს (13 226,95 + 248,54) ამდენად, მოვალის მთლიანი აქტივების ჯამი შეადგენს 41 687,96 ლარს.

მოვალის  შპს „ეიესჯისოფტის“ გადახდისუუნარობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები: სახეზეა ზედავალიანების კრიტერიუმი („რეაბილიტაციის კანონი, მუხლი 7.3. „ა“ ქვეპუნქტი): მოვალის შპს „ეიესჯისოფტის“ მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი, რომელიც შეადგენს 45 502 ლარს, აღემატება მთლიანი აქტივების ჯამს41 687,96 ლარს კრედიტორის, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებულია საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები („რეაბილიტაციის კანონი, მუხლი 7.3. „ე“ ქვეპუნქტი): შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული აქტების მიხედვით, შპს „ეიესჯისოფტ“ ქონების მიმართ გამოყენებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, საინკასო დავალებები და ყადაღა. გარდა ამისა აღსანიშნავია ის გარემოება რომ მოვალეს ფაქტობრივად შეჩერებული აქვს თავისი სამეწარმეო საქმიანობა დასრულებული აქვთ შრომითი კონტრაქტები თანამშრომლებთან, აღარ ახორციელებს აქტიურ სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას.

„რეაბილიტაციის შესახებ“ კანონის თანახმად (მუხლი 45.1, პუნქტი „ზ“), გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, დაცული იქნება ყველა კრედიტორის ინტერესი, რომელთაც მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინონ თავიანთი მოთხოვნები მოვალის მიმართ, რომლებიც შემოწმებული იქნება კანონით დადგენილი წესით, ხოლო გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული ამონაგებით, დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები კანონით გათვალისწინებული რიგითობითა და პროპორციით.შესაბამისად, მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა არ ეწინააღმდეგება შპს „ეიესჯისოფტის“ კრედიტორთა ინტერესებს.

შპს „ეიესჯისოფტის“ წესდების თანახმად, მისი საქმიანობის საგანია კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა. შპს „ეიესჯისოფტ „ახორციელებდა ისეთ საქმიანობას, როგორიცაა: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება.

მოვალეს შპს „ეიესჯისოფტს“ ჰყავს ერთადერთი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, კერძოდ, სსიპ  შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართ ვალდებულების მოცულობა შეადგენს 45 502 ლარს.

შპს „ეიესჯისოფტს“ ერიცხება შემდეგი საგადასახადო ვალდებულებები45 502 ლარის ოდენობით, საიდანაც: საშემოსავლო გადასახადი36 636,65 ლარი; ჯარიმა/საურავები8 865,35 ლარი. სულ: 45 502 ლარის ოდენობით.

საწარმოს ბალანსის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დანართი 11-ის სახით, 2023-2024 წ. ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს საწამოს აქტივებს, პასივებს, კაპიტალის შესახებ ინფორმაციას და საქმიანობის შედეგებს, წარმოდგენილია დანართი 12-ის სახით. მოვალის მიმდინარე შემოსავლები შეადგენს 0, ხოლო ხარჯები შემდეგია: შემოსავლების სამსახურის მიერ ყოველდღიურად დარიცხული საურავი ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე. წინამდებარე განცხადების შეტანის მომენტისთვის შპს „ეიესჯისოფტში“ დასაქმებული პირები არ არიან მოვალის გადახდისუუნარობის მასაში შედის მოძრავი ქონება და ფულადი სახსრები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოდან და სსიპ მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციების თანახმად, შპს „ეიესჯისოფტს“ გააჩნია ბალანსზე რიცხული 28 212,47 ლარის ღირებულების შემდეგი მოძრავი ქონებები: კომპიუტერული ტექნიკა; ავეჯი და საოფისე ინვენტარი; სეიფი; სპორტული ინვენტარი, კერძოდ, ჩოგბურთის მაგიდა და სხვა წვ. ქონება. რაც შეეხება, უძრავ ქონებას და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, აგრეთვე წილებს/აქციებს სხვა კომპანიებში, ასეთი შპს „ეიესჯისოფტის“ სახელზე რეგისტრირებულიარ არის. გარდა ამისა, მოვალეს გააჩნია ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშებზე, მას საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს სს „თიბისი ბანკში“, რომლის მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად, შპს „ეიესჯისოფტის“ ანგარიშებზე საბოლოო ნათში უფიქსირდება 13 226,95 ლარი და 92 აშშ დოლარი (ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 248,54 ლარი). სულ ფულადი სახსრების ჯამი შეადგენს 13 475,49 ლარს (13 226,95 + 248,54) მოვალეს არ ჰყავს დებიტორები, მოვალეშპს „ეიესჯისოფტს“ წინამდებარე განცხადების შემოტანის მომენტისათვის აქვს ვალდებულებით _ სამართლებრივი კატეგორიის დავა, სადაც იგი მონაწილეობს, როგორც მოპასუხე; მოსარჩელეა შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“. დავის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისთვის თანხის დაკისრებას, გადაუხდელი საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს სახით (დავალიანება 451 843,23 ლარი, პირგასამტეხლო561 710 ლარი). დავა მიმდინარეობდა „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტში“. შპს „ეიესჯისოფტს“ შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ სასარგებლოდ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების451 843,23 ლარის, პირგასამტეხლოს74 078,38 ლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის9 000 ლარის გადახდა, ჯამში 534.921,61 ლარი (დანართი 13) მოცემული დროისთვის აღნიშნული საქმე ცნობა-აღსრულების ეტაპზეა სააპელაციო სასამართლოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი შპს „ეიესჯისოფტს“ ითხოვს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, 43-ე მუხლის, 45-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს წარმოებაში წარმოდგენილი განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ეიესჯისოფტს“ წარმომადგენლის/დირექტორის განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ეიესჯისოფტის“ (ს.ნ. 402128149) განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

2. შპს „ეიესჯისოფტის“ (ს.ნ. 402128149) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

3. შპს „ეიესჯისოფტის“ (ს.ნ. 402128149) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – სოფიო მაჭავარიანი (პ.ნ. 01010002298, ტელ,: 591906040, მისამართი: თბილისი, ატენის ქუჩა 18ბ, ბინა 6), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას. 

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge-ზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                                                                                              ქეთევან კურცხალია