საჯარო დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში – სკოლებში საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიების განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025711
161
22/04/2026
ვებგვერდი, 23/04/2026
300160070.10.003.025711
საჯარო დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში – სკოლებში საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიების განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №161

2026 წლის 22 აპრილი 

ქ. თბილისი

საჯარო დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში – სკოლებში საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიების განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ი“, „ს“ და „ჰ3“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში – სკოლებში საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიების განსაზღვრის დროებითი წესი“. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

საჯარო დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  – სკოლების მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  – სკოლებში საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიების განსაზღვრის დროებითი წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. საჯარო დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების მშენებლობის/ სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში – სკოლებში საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიების განსაზღვრის დროებითი წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების ფარგლებში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში – სკოლებში განსასაზღვრ საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიებსა და მათი განსაზღვრის ზოგად მოთხოვნებს.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ ადრეულ და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე – სკოლებზე, რომელთა მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტი ხორციელდება საჯარო დაწესებულების მიერ, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულების, აგრეთვე მის წინაშე ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციის, ასევე შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციის − სხვა საჯარო სამართლის იურიდული პირის მიერ და რომელთა საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მუხლი 2. საჯარო დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიები

1. საჯარო დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განისაზღვრება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის შემდეგი კატეგორიები:

ა) I კატეგორია − შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვარგისია უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის;

ბ) II კატეგორია − შენობა დაზიანებულია, თუმცა საფრთხის შემცველი არ არის და საჭიროებს შესაბამის სარემონტო სამუშაოებს;

გ) III კატეგორია − შენობა (30%-მდე) დაზიანებულია, დაქვეითებულია საექსპლუატაციო მედეგობა და საჭიროებს დროულ გამაგრებას შესაბამისი პროექტის მიხედვით;

დ) IV კატეგორია − შენობა (30%-დან 50%-მდე) დაზიანებულია, ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელია ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლა, საჭიროა, განხორციელდეს ევაკუაცია და დემონტაჟი ან გამაგრება სათანადო პროექტის მიხედვით;

ე) V კატეგორია − შენობა (50%-ზე მეტი) დაზიანებულია და საჭიროებს დაუყოვნებლივ დარჩენილი ნაწილების დემონტაჟს.

2. შენობა-ნაგებობის სეისმურ ნორმებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობის შემთხვევაში, უსაფრთხო ექსპლუატაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია III კატეგორიის ერთი კატეგორიით გაზრდა.

მუხლი 3. საჯარო დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების მშენებლობის/სრული რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების მიზნით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების – სკოლების საექსპლუატაციოდ ვარგისიანობის კატეგორიების განსაზღვრის ზოგადი მოთხოვნები

1. ამ წესის მე-2 მუხლში მითითებული საექსპლუატაციო ვარგისიანობის კატეგორია განისაზღვრება ტექნიკური მდგომარეობის შესწავლით გამოვლენილ დაზიანებათა ინტენსივობისა და რაოდენობის, შენობათა კონსტრუქციის ამორტიზაციისა და ცვეთის დონის, ასევე სამშენებლო ნორმებთან მნიშვნელოვანი კონსტრუქციული შეუსაბამობების  მიხედვით.

2. საექსპლუატაციო ვარგისიანობის კატეგორიის განსაზღვრა, რომელიც მოიცავს ტექნიკური მდგომარეობის შესწავლით დაზიანებათა ინტენსივობისა და რაოდენობის, შენობათა კონსტრუქციის ამორტიზაციისა და ცვეთის დონის, ასევე სამშენებლო ნორმებთან მნიშვნელოვანი კონსტრუქციული შეუსაბამობების  დადგენას, ხორციელდება „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილებითა და „საქართველოს მთავრობის მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით დაშვებული ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებისა და სამშენებლო ნორმების შესაბამისად, ასევე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობით, სტანდარტებითა და სახელმძღვანელოებით.