„სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017466
32
23/04/2026
ვებგვერდი, 24/04/2026
120000000.22.026.017466
„სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №32

2026  წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 1 მაისის №49 ბრძანებაში  (ვებგვერდი, 01/05/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017226) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ძალადაკარგული/დაზიანებული ბარათების და სახარჯი მასალების განადგურებისათვის, კომისიას ქმნის და განადგურების აქტს ამტკიცებს სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსი, ხოლო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში, კომისიას ქმნის და განადგურების აქტს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის ძალების იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, სადაც პირი გადის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი