„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.102.016244
5
01/05/2026
ვებგვერდი, 04/05/2026
190020020.35.102.016244
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჟარის მუნიციპალიტეტი
 
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2026 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 24/12/2025; 010250050.35.102.016239) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისთვის) 800 (რვაასი) ლარს.“

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური დახმარების მიმღებ პირს (ბენეფიციარს) შეუძლია ისარგებლოს ამ წესის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარებით, თითოეული მუხლით  გათვალისწინებული დახმარების ოდენობის თანხის ზღვრული ოდენობის ფარგლებში. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის გამონაკლისის გათვალისწინებით.“

„2. დადგენილებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დახმარების მიმღები პირები 6 თვეში ერთხელ სარგებლობენ შესაბამისი დახმარებით განცხადების შემოტანის დღიდან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი