ბაღდათის მუნიციპალიტეტის როხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ როხში 28-ე ქუჩის დამატების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის როხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ როხში 28-ე ქუჩის დამატების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016015
14
24/04/2026
ვებგვერდი, 27/04/2026
000000000.00.124.016015
ბაღდათის მუნიციპალიტეტის როხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ როხში 28-ე ქუჩის დამატების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №14

 2026 წლის 24 აპრილი

ქ. ბაღდათი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის როხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ როხში28-ე ქუჩის დამატების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63- მუხლის შესაბამისად,

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. შეტანილი იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის ქუჩების სახელდების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გადანომვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 1 ივნისის №204 განკარგულებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის როხისადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ როხში დაემატოს 28-ე ქუჩა თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად (საკადასტრო კოდი 30.04.00.000), რომელიც მოიცავს: X -0310911;Y-4665530 (ქუჩის დასაწყისი) და X-0312763;Y -466422 (ქუჩის დასასრული) კოორდინატებზე მდებარე წერტილებს შორის არსებული გზის მონაკვეთს (წარმოდგენილი ორთოფოტო თან ერთვის).

2.  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა, დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).

3.  დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. საკრებულოს აპარატმა საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე გურამი კიკნაველიძე