დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016999 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „პერსონალური ასისტენტის სერვისის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №181 დადგენილებაში www.matsne.gov.ge, 23.12.2024წ., 010250020.35.160.016516) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დანართი №1-ის მე-10 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. პროგრამის ბიუჯეტი და პროგრამის დაფინანსება 1. პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით. 2. პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსება ხორციელდება სააგენტოში მიმართვის წერილის საფუძველზე. დაფინანსება მოიცავს სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების მაძიებლის შეფასების, პერსონალური ასისტენტის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს და პროგრამის ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს. 3. უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების მაძიებლის შეფასების/ასისტირების ტიპის განსაზღვრის ღირებულება შეადგენს 25 ლარს. 4. მომსახურების მიმღები პირისთვის მისი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაფინანსდება: ა) რეგულარული ასისტირებისთვის – არაუმეტეს თვეში 60 საათი; ბ) სპეციალიზებული ასისტირებისთვის – არაუმეტეს თვეში 120 საათი. 5. რეგულარული ასისტირებისთვის დაფინანსების ოდენობა (ტარიფი) შეადგენს საათში 12 ლარს, ხოლო სპეციალიზებული ასისტირებისთვის – საათში 13 ლარს. 6. მე-10 მუხლის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო ხარჯის დათვლა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ №1/ნ ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. 7. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში. 8. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესაბამისად (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. 9. შესრულებული სამუშაოს დადასტურების შემთხვევაში პროგრამის განმახორციელებელ სამსახურსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცემათ აქტზე ხელმომწერ მხარეებს. 10. უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების მიღების მსურველ პირისათვის პერსონალური ასისტირების საჭიროების დადგენის შემთხვევაში პროგრამის განმახორციელებელ სამსახურსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცემათ აქტზე ხელმომწერ მხარეებს. 11. ანგარიშსწორება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები