დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1526-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.103081 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 827 და 828 მუხლები: „მუხლი 827. სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება 1. სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. მუხლი 82 8. სათბურის აირების ემისიების მონიტორინგსა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევა 1. სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ შესაბამისი ანგარიშის დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 3. სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის წარმოების ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“. 2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−46-ე, 462−464, 467−4611, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე და 57-ე−572 მუხლებით, 573 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილისა), 575−583, 593−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−662, 664, 67-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 711, 721−761, 78-ე, 792 და 793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 822, 825, 827 და 828 მუხლებით, 84-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-4−მე-5 ნაწილებისა), 85-ე−855, 86-ე, 871, 88-ე−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1152 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281 და 1282 მუხლებით, 1283 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 1283 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა), 1284, 1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი−22 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 15313−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე და 1661 მუხლებით, 1662 მუხლის მე-2 ნაწილით, 1701 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 17211, 173-ე, 1734−1737, 1739 და 17314−17316 მუხლებით, 1741 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 2081 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1709 – ვებგვერდი, 15.06.2026წ
.
საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1751 – ვებგვერდი, 24.06.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1841 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1819 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
3. 219-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი−მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებითა და 1764−1766 და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 4210 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებითა და 1291, 157-ე, 17417, 17714, 17715, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებითა და 1537, 1538, 15310−15312 და 1764−1766 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 4. (ამოღებულია) საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1751 – ვებგვერდი, 24.06.2026წ. 5. 239-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 57-ე−575 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694−696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე, 792 და 793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797−799 და 821−824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 826 მუხლით, 827 და 828 მუხლებით (გარდა საავიაციო საქმიანობებისა), 84-ე−86-ე, 862, 871−873 და 89-ე−893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე, 1192 და 1282−1286 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1816 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“; ბ) 47-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „47. ამ კოდექსის 827 და 828 მუხლებით (საავიაციო საქმიანობების ნაწილში) და 1392 და 1393 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო ამ კოდექსის 1394 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება − შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.“. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1751 – ვებგვერდი, 24.06.2026წ. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილები ამოქმედდეს 2028 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1751 – ვებგვერდი, 24.06.2026წ. |
თბილისი, 28 აპრილი 2026 წ. N1526-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები