დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11-25 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017420 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-18 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017384) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №1): ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ფილტვის კიბოს სკრინინგი 45-75 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რომელიც მოიცავს დაბალდოზირებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიულ გამოკვლევას (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წაკითხვით, ხოლო რადიოლოგთა მიერ განსხვავებული შეფასებებისა და/ან სკრინინგული დიაგნოსტიკის საჭიროების შემთხვევაში, კონსესუს კონფერენციას, რომელსაც უძღვება შემთხვევის ლიდერი მე-3 რადიოლოგი).“; ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.“; გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს კონსენსუს კონფერენციით გათვალისწინებული მე-3 ლიდერი რადიოლოგის ჩართულობა განახორციელოს სხვა სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც აკმაყოფილებს მომსახურების მიმწოდებლისთვის ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებს, თუ მე-3 რადიოლოგის ჩართვის რესურსი თავად არ აქვს;“ж დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მიმწოდებლად განისაზღვრება პირი, რომელიც გამოთქვამს რეგისტრაციის სურვილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას არ გააჩნია აღნიშნული კომპონენტის განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ან/და სამედიცინო პერსონალი, ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა შესაბამის საქმიანობაში, რაზედაც დაწესებულების ხელმძღვანელი წარმოადგენს წერილობით დასაბუთებულ დასტურს.“; ე) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ზ“ ქვეპუნქტი: „გ.ზ) ფილტვის კიბოს სკრინინგი – Lung-RADS -ის კლასიფიკაციის სისტემის საფუძველზე.“ж ვ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ანგარიშგება 1. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის რეესტრი და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების ფარგლებში, შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა. ამასთან, თუ მომსახურების მიღებისას ბენეფიციარისათვის დადგა ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება, ბენეფიციარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მომსახურება ჩაითვლება დასრულებულად ბოლო კვლევის ჩატარებიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, არაუგვიანეს თვის ბოლო რიცხვისა. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება განახორციელოს მომდევნო თვის საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად. 4. მიმწოდებლის მიერ თითოეული შემთხვევა უნდა იქნეს დარეგისტრირებული საინფორმაციო პროგრამაში.“ж ზ) მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს ცენტრის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის ან/და ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ წინასწარ შერჩეული შემთხვევების ინსპექტირების გზით, სატელეფონო კომუნიკაციის ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ვიზიტის განხორციელების საშუალებით. 2. ცენტრი უზრუნველყოფს ქვეპროგრამის მიმწოდებლის/მისი კონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას, გარდა ცენტრის/მისი ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული და ამ წესის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობისა. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით. ცენტრი ყოველთვიურად წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს შემოწმების შედეგებს.“ж თ) მე-7 მუხლის ცხრილ №1-ს დაემატოს №6 მომსახურება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ფილტვის კიბოს სკრინინგი – დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა – ერთეულის ღირებულება – 175.“; ი) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მომსახურების მიმწოდებელმა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ქვეპროგრამის მოსარგებლეებს შესაძლოა ასევე მიაწოდოს კონტრაქტორის ან/და საკუთარი ფილიალის მეშვეობით. ამასთან, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება შეუძლია მიაწოდოს ასევე მობილური გუნდის მეშვეობით.“; კ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.გ“ ქვეპუნქტი: „გ.გ) ფილტვის კიბოს სკრინინგის კომპონენტის მიმწოდებელმა დაწესებულებამ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება უნდა განახორციელოს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (არანაკლებ 32-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატით), ამავე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეშვეობით, რომელთაც აქვთ რადიოლოგად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, რაც დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაციით.“; ლ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველთვიურად მომსახურება გაუწიოს ჯამურად არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) მოსარგებლეს, იმ კომპონენტის ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს, ხოლო ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველთვიურად მომსახურება გაუწიოს არანაკლებ 100 (ასი) მოსარგებლეს იმ კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს.“. 2. დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №3) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მიმწოდებლის მიერ ამ წესით დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული დაწესებულების ბენეფიციარები გადანაწილდნენ ქვეპროგრამაში ჩართულ სხვა მიმწოდებლებთან, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ქვეპროგრამის განმახორციელებლის გადაწყვეტილებით ბენეფიციართა ლიმიტის გაზრდა. ყველა ბენეფიციარის გადანაწილების შემდგომ ქვეპროგრამის განმახორციელებლი უფლებამოსილია დაწესებულებას, რომელმაც არ შეასრულა წესით დადგენილი პირობები, შეუწყვიტოს მიმწოდებლის სტატუსი. ამასთან, მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში დაწესებულებას ეკრძალება განმახორციელებლისათვის მიმართვა ქვეპროგრამაში ჩართვის მოთხოვნით.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი გავრცელდეს 2026 წლის პირველი აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები