დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1543-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400010020.05.001.103073 |
|
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 საქართველოს საზღვაო კოდექსი (შემდგომ – კოდექსი) არეგულირებს საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. „საზღვაო ნაოსნობა“ გულისხმობს გემების მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ფოსტის გადასაზიდად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის ძიება-მოპოვების, საბუქსირო და სამაშველო ოპერაციების წარმოებისა და სხვა სამეურნეო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისთვის გამოყენებას. ეს კოდექსი არეგულირებს აგრეთვე შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.“. 2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკურ რეგულირებასა და ინსპექტირებას;“. 3. მე-12 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) შიდა სახმელეთო წყლებში გადასაადგილებლად;“. 4. 272 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევას ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ექსპლუატანტი ან/და მოკვლევის ბიურო.“. 5. 28-ე მუხლის: ა) „ა.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი: „ა.დ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი − მცურავი საშუალება, რომელიც „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გადასაადგილებლად გამოიყენება;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) გემის რეგისტრაციის შეწყვეტა − გემის რეგისტრაციის გაუქმება მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის ან/და 41 ნაწილის შესაბამისად;“; გ) „ზ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ2) გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმება − დიდი გემისთვის − გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმების მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის განახლება, ხოლო პატარა გემისთვის ან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემისთვის − რეგისტრაციის მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში) განახლება;“. 6. 29-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გემის რეესტრში რეგისტრაცია, გარდა ამ მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი ან მუდმივი, ნაოსნობის უფლებით ან ნაოსნობის უფლების გარეშე.“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი: „41. გემის შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში რეგისტრაცია შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი.“. 7. 30-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. შიდა სახმელეთო წყლების გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით. შესაძლებელია ამ ვადის 1 წლამდე გახანგრძლივება.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 და 31 ნაწილებში მითითებული 1-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დროებითი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა განსაკუთრებულ შემთხვევაში გემთმფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მთავარი რეგისტრატორის თანხმობით შეიძლება გახანგრძლივდეს, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მუდმივი რეგისტრაცია.“. 8. 32-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნისგან.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები: „21. თუ მცურავი საშუალება რეგისტრირებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წიგნებში, მას აქვს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უფლება და არ საჭიროებს შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში რეგისტრაციას. 22. თუ მცურავი საშუალება რეგისტრირებულია შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში, იგი ვალდებულია მოიხსნას რეგისტრაციიდან და საზღვაო წყლებში ნაოსნობისთვის დარეგისტრირდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წიგნებში.“; გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოიყენება აგრეთვე ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის „ბ“−„ზ1“, „თ.ა“, „თ.გ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, 29-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, მე-5 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებითა და მე-6, მე-7 და მე-9 ნაწილებით, 30-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამ მუხლის 11, 12, მე-2 და მე-3 ნაწილებით, ამ კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით, მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“−„თ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“−„დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-5−მე-7 ნაწილებით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-40 მუხლის პირველი ნაწილითა და XIII თავით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები.“. 9. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომლის აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.“. 10. 35-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე.“; გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პატარა გემის, ზომამცირე გემის ან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის მუდმივი რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციის მოწმობა ყოველწლიურად განახლდება.“. 11. 36-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის გასვლამდე გემთმფლობელი არ მოითხოვს რეგისტრაციის მოწმობის განახლებას ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ან რეგისტრაციის მოწმობის დამოწმებას იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად;“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი: „41. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველია: ა) რეგისტრაციის შემდეგ გემის მიერ ნაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მისი სხვაგვარად განადგურება, მათ შორის, ხანძრის ან ჩაძირვის შედეგად; ბ) გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთან, გემის რეგისტრაციის პირობებთან ან/და უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა.“; გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3, მე-4 ან 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემთმფლობელი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ. 6. ამ მუხლის მე-3, მე-4 ან 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება მთავარი რეგისტრატორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“. 12. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი სანაოსნოდ დაიშვება, თუ მისი მდგომარეობა შეესაბამება ნაოსნობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“. მუხლი 2 1. 2026 წლის 1 ივლისამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს: ბ.ა) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციის აღიარებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცება; ბ.ბ) სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. 2026 წლის 1 ივლისიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე „შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი“ გულისხმობს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გამოყენებულ მცურავ საშუალებას. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 29 აპრილი 2026 წ. N1543-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები