დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 165/9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016852 |
|
ჩარჩო შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ
|
საქართველოს მთავრობა და კორეის რესპუბლიკის მთავრობა (შემდეგში წოდებულნი როგორც „მხარეები“),
აცნობიერებენ, რომ კლიმატის ცვლილება და მისი უარყოფითი შედეგები კაცობრიობის საერთო საზრუნავია, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ და ერთობლივ ქმედებებს; ხელახლა ადასტურებენ, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (შემდეგში წოდებული როგორც „კონვენცია“) მყარ საფუძველს უყრის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევას, და რომ კიოტოს ოქმი, რომელშიც საბოლოო ცვლილებები 2012 წლის 8 დეკემბერს განხორციელდა არსებითი იყო კონვენციის განხორციელების პროცესში, და ხაზს უსვამენ რა პარიზის შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც მთავარ როლს შეასრულებს 2020 წლის შემდგომი პერიოდის განმავლობაში მხარეების ერთობლივი ძალისხმევის წარმართვაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გასამკლავებლად; თანხმდებიან შემდეგზე: |
მუხლი 1
მიზანი 1. წინამდებარე ჩარჩო შეთანხმების (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „შეთანხმება“) მიზანია სათბური გაზების ემისიების შემცირებისა და/ან აღმოფხვრის მიმართულებით მხარეთა შესაძლებლობების გაძლიერება და კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედებისადმი ადაპტაცია, და ამის საშუალებით მხარეთა დაბალნახშირბადიან და კლიმატმედეგ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, წინამდებარე შეთანხმება მიზნად ისახავს ორმხრივად სასარგებლო და ყოვლისმომცველი პარტნიორობის დამყარებას მხარეთა ერთობლივი ქმედებების მეშვეობით, რომლებიც შეთანხმდება მხარეთა მიერ.
მუხლი 2 თანამშრომლობის სფეროები წინამდებარე შეთანხმების მიზნის მისაღწევად, წინამდებარე შეთანხმების თანამშრომლობის სფეროები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს: a) თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებში, მათ შორის inter alia ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის, მშენებლობის, ნარჩენების მართვის, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობაში სათბური გაზების ემისიების შემცირება ან/და აღმოფხვრა; b) პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი თანამშრომლობის გამოყენება და ეროვნული ინვენტარიზაციის გაზომვის, ანგარიშგებისა და გადამოწმების (MRV) შესაძლებლობების განვითარება; c) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შესაძლებლობების გაზრდა, განსაკუთრებით ადაპტაციის სტრატეგიებზე ყურადღების გამახვილების გზით; d) კლიმატთან დაკავშირებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს, თუმცა არ არის შეზღუდული, მოდელირებას, პროგნოზირებას და დაკვირვებას, და კლიმატის ტექნოლოგიების განვითარებასა და გადაცემას; და e) მხარეთა შორის ორმხრივად შეთანხმებული კლიმატის აქტივობების ხელშემწყობი თანამშრომლობის სხვა სფეროები, მათ შორის, მეთანის შემცირება და სამართლიანი ენერგეტიკული გადასვლა.
მუხლი 3 თანამშრომლობითი აქტივობები წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს: a) კლიმატის ცვლილების ექსპერტთა, მკვლევართა და სახელმწიფო მოხელეთა გაცვლა, მათ შორის შესაძლებლობების ამაღლების ტრენინგების უზრუნველყოფა; b) შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის ისეთი შესაძლებლობების გაძლიერება, რომელიც მოიცავს, თუმცა არ არის შეზღუდული პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული ნებაყოფლობით თანამშრომლობას, გაზომვას, ანგარიშგებასა და დამოწმებას, ადაპტაციის სტრატეგიებსა და უსაფრთხოებასა და ტექნიკურ რეგულაციებს; c) ორივე მხარის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDCs) მიღწევისთვის სათბური გაზების შერბილების შედეგების შესახებ სახელმწიფო და კერძო პროექტების და/ან პროგრამების ხელშეწყობა; d) კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ადაპტაციის ძალისხმევა; და e) მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებული თანამშრომლობის ხელშეწყობის სხვა აქტივობები.
მუხლი 4 ნებაყოფლობითი თანამშრომლობა
მუხლი 5 სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა
მუხლი 6 კლიმატის ცვლილების საკითხებზე თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტი
a) თითოეული მხარისათვის წარდგენილი ნებისმიერი შესაბამისი დოკუმენტის ავტორიზაცია; b) შერბილების შედეგების განაწილება; c) მონიტორინგი და დამოწმება; d) შერბილების შედეგების გადაცემა; e) რეესტრი; f) შესაბამისი შესწორებები; და g) ანგარიშგება, მათ შორის, პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული თავდაპირველი ანგარიშები, წლიური ინფორმაცია და რეგულარული ინფორმაცია და პარიზის შეთანხმების მე-13 მუხლით განსაზღვრული ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშები.
მუხლი 7 დაინტერესებულ მხარეებთან და მხარეებს შორის თანამშრომლობა
მუხლი 8 დამატებითი შეთანხმებები
მუხლი 9 ხარჯები და დახმარება
მუხლი 10 სხვა ხელშეკრულებებთან კავშირი
მუხლი 11 დავების გადაწყვეტა ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 12 ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით, ძალაში შევა აღნიშნული შეთანხმების მე-13 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად და წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 13 ძალაში შესვლა და შეწყვეტა
ზემოთაღნიშნულის დასტურად, თავიანთი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ქვემორე ხელმომწერები ხელს აწერენ წინამდებარე ჩარჩო შეთანხმებას. შესრულებულია ორ დედნად თბილისში, 2026 წლის 13 მარტს, ქართულ, კორეულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები