არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქობულეთის მუნიციპალური ინსპექცია“-ს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქობულეთის მუნიციპალური ინსპექცია“-ს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016450
17
30/04/2026
ვებგვერდი, 01/05/2026
010250050.35.131.016450
არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქობულეთის მუნიციპალური ინსპექცია“-ს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2026 წლის 30 აპრილი

ქ. ქობულეთი

 

არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქობულეთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის, 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქობულეთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №05 დადგენილება. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ ჟღენტი



დანართი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქობულეთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქობულეთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი)  არეგულირებს, არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის „ქობულეთის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ  (შემდგომში – ინსპექცია) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების (შემდგომში – მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს.

2. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.


მუხლი 2. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შესრულების კონტროლის წესი
1. ინსპექცია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ, ვალდებულია შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.

2. ინსპექცია ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით   შეჩერებულ იქნა 2023 წლის 1 აპრილიდან.

3. ინსპექცია ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს ინსპექციაში დასაქმებული პირების მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრის/გამოსწორების შემოწმებას.

5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში, აუცილებელია გადაღებულ იქნეს ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს გადაღების თარიღი და შედგენილ იქნეს დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორების/აღმოფხვრის ფაქტი.

6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი ინსპექციაში დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე ასევე დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.

7. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ინსპექცია იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში ინსპექცია  ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.

9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, ინსპექცია გამოსცემს დადგენილებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  ინსპექციის ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.