აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63-IIს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 30/04/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240020.30.056.016127
63-IIს
30/04/2026
ვებგვერდი, 01/05/2026
010240020.30.056.016127
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომშიუმაღლესი საბჭო) არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და გარანტიებს, საარჩევნო კამპანიის ხარჯების კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს, საარჩევნო კომისიების შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვისა და პასუხისმგებლობის დაკისრების წესს.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია უმაღლესი საბჭოს არჩევა;

ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – უმაღლესი საბჭოს არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;

გ) საერთო არჩევნები – მორიგი არჩევნები ან რიგგარეშე არჩევნები:

გ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილ ვადებში;

გ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;

დ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომელიც მორიგი არჩევნებისთვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:

დ.ა) თუ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;

დ.ბ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით;

ე) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), სადაც კენჭისყრის შედეგი ბათილად იქნა ცნობილი;

ვ) არჩევნების (კენჭისყრის) დღე – საერთო არჩევნების, ხელახალი არჩევნების დღე, აგრეთვე განმეორებითი კენჭისყრის დღე;

ზ) საარჩევნო პერიოდი − არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე დროის მონაკვეთი;

თ) საარჩევნო უფლება – აქტიური საარჩევნო უფლება და პასიური საარჩევნო უფლება;

ი) აქტიური საარჩევნო უფლება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს უმაღლეს საბჭოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში;

კ) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს უმაღლეს საბჭოში ასარჩევად;

ლ) არჩევნებში მონაწილეთა ხმები − ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა, რომელიც დგინდება საარჩევნო ყუთში (ყუთებში) არსებული ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით მიღებულ ხმებს;

მ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია (შემდგომ – საარჩევნო ადმინისტრაცია) – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საოლქო საარჩევნო კომისიები და საუბნო საარჩევნო კომისიები;

ნ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი და აპარატის თანამშრომელი;

ო) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, მისი მოადგილე, აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო − მერი, სახელმწიფო რწმუნებული;

პ) საარჩევნო რეგისტრაცია – უსკოს თავმჯდომარის მიერ პარტიების, პარტიული სიების რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;

ჟ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის წარდგენილია შესაბამის საარჩევნო კომისიაში;

რ) საარჩევნო სუბიექტი – უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი;

ს) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით;

ტ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;

უ) საარჩევნო ოლქი – სამოქმედო ტერიტორია (ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი), რომელშიც ხდება არჩევნების ორგანიზება და ტარდება არჩევნები;

ფ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება არჩევნების ჩატარებისას კენჭისყრისა და ხმების დათვლისთვის;

ქ) კენჭისყრის შენობა – შენობა ან შენობის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ოთახი;

ღ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ყ) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთათვის მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;

შ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (შემდგომ – მედია) გავრცელებული (გასული) ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს;

ჩ) საარჩევნო კამპანიის ხარჯები – საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა;

ც) საარჩევნო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია – ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხარჯების, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, შემოწირულების წყაროს, ოდენობის და მიღების თარიღის შესახებ;

ძ) საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო კამპანიის დროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხისა;

წ) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური კონვერტი, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება;

ჭ) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა, ნებისმიერი სხვა მასალა, რომელზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი;

ხ) ფოტოასლი – ასლის გადამღები მოწყობილობით გადაღებული ასლი;

ჯ) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

ჰ) მხარდაჭერის მიმღები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირი.


მუხლი 3. არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები

უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპებია:

) არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო უფლება:

.) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს არჩევნების დღისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიშეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;

.) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონითა დასქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება;

.) არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში;

) თანასწორი საარჩევნო უფლება:

.) არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ;

.) ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს;

) პირდაპირი საარჩევნო უფლება:

.) უმაღლესი საბჭოს არჩევნები პირდაპირია;

.) უმაღლესი საბჭოს წევრს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ;

) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა:

.) უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით;

დ.ბ) აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.


მუხლი 4. არჩევნების საჯაროობა
ამ კანონით დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცი, საარჩევნო სუბიექტები, სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოები საქმიანობას ახორციელებენ ღიად და საჯაროდ.

მუხლი 5. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის საჯაროობა

1. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვსსაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებსა და კომისიის წარმომადგენლებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებს, შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, შესაბამის კომისიაში საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს, შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს, ცესკოში/უსკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.

4. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:

) ცესკოს, უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;

) ცესკოს, უსკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს;

) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;

) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს;

) დამკვირვებლებს.

5. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს  საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლია აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება, კენჭისყრის კაბინის გარდა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე (გარდა უსკოს დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა) შეუძლია აწარმოოს კომისიის სხდომის ფოტოვიდეოგადაღებააკრძალულია ისეთი ინფორმაციის (მონაცემების) ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც (რომლებიც), საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიან/და ამ კანონის შესაბამისად, არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიან/და ამ კანონით. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღება აკრძალულია.

6. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე (გარდა ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული შემთხვევებისა) შეუძლია აწარმოოს კომისიის სხდომის ფოტოვიდეოგადაღება.


მუხლი 6. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა
1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).

2. სიტყვები − „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N- დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის მომდევნო დღიდან ათვლას.

3. სიტყვები − „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N- დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის წინა დღიდან ათვლას.

4. ჩასატარებელი არჩევნებისთვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.


მუხლი 7. არჩევნების დღე
უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება მხოლოდ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრულ დღეს.

მუხლი 8. უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნა
1. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს.

2. უმაღლესი საბჭოს არჩევნებს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

3. თუ გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში.

4. უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მედიით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.

 


მუხლი 9. უმაღლესი საბჭოს არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა
1. უმაღლესი საბჭოს 21 წევრი აირჩევა ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

2. უმაღლესი საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით.


მუხლი 10. პასიური საარჩევნო უფლება
უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 25 წელი და რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც. უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.

მუხლი 11. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან
1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ უსკოს თავმჯდომარისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:

) საქართველოს პრეზიდენტი;

) საქართველოს პარლამენტის წევრები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვე);

) საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებისა) და მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულებათა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა (ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა) ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;

) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;

) სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები;

) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოებისსაკრებულოების თავმჯდომარეები, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებიმერები;

) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;

) მოსამართლეები;

) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;

) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები;

) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;

) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები;

) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს უსკოს თავმჯდომარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდარეგისტრაცია უქმდება.


თავი II
უსკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები,

მათი უფლებამოსილებები


მუხლი 12. უსკოს სტატუსი
1. უსკო შედის საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში და წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს. უსკო იქმნება ამ კანონისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად. უსკოს უფლებამოსილებები განისაზღვრება  ამ კანონით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებისას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიები ექვემდებარება უსკოს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად საერთო არჩევნებისთვის შექმნილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

4. უსკოს აპარატის თანამშრომლებზე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.


მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი
1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ კანონითა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტით.

2. საარჩევნო კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.

3. საარჩევნო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

4. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ კანონის შესაბამისად არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და იმ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთა რაოდენობის ჯამი, რომლებსაც საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიშესაბამისად მოპოვებული აქვთ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება. არასაარჩევნო პერიოდში უსკოს სრული შემადგენლობა არის ამ კანონის შესაბამისად უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ უსკოს წევრთა რაოდენობა.

5. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/საარჩევნო უბნის შედეგების, გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.

6. თუ სკომ თავის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად სკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო, სკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში სკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

7. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საარჩევნო კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.

8. საარჩევნო კომისიის სხდომაზე საკადრო საკითხი წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

9. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საარჩევნო კომისიის მდივანი.

10. საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.

11. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას უფლება არა აქვს, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

12. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

13. განცხადების/საჩივრის მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის/მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. საარჩევნო კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

14. საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

15. საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე. საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას დამრღვევის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.

16. თუ პირის საარჩევნო კომისიის სხდომიდან, კომისიის შენობიდან, კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით მიღების შემთხვევაში ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე პოლიციას მიმართავს. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.

17. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.

18. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ადმინისტრაციის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებში.

19. საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია ეს მიუთითოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს. საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისთვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.

20. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

21. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ (არ შეუძლია) ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის ამ კანონით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

22. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.

23. სკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს სკოს თავმჯდომარის მოადგილე. სკოს თავმჯდომარისა და სკოს თავმჯდომარის მოადგილის ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში სკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს სკოს მდივანი. სკოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, სკოს თავმჯდომარის მოადგილეს ან სკოს მდივანს დაავალოს სკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება. სხვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან ამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით აღნიშნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს იმავე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

24. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა ამ კანონით დადგენილი წესით პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრისა) ეზღუდება პარტიული საქმიანობა.


მუხლი 14. საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა
1. საარჩევნო ადმინისტრაცია და სხვა სახელმწიფო უწყებები ერთმანეთთან თანამშრომლობენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. სხვა სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან საარჩევნო ადმინისტრაციას გადასცენ ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია (მონაცემები) ამავე კანონით გათვალისწინებულ ვადებში.

3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის/პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის/პარტიის რეგისტრაციის მომენტისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უსკოს უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.

4. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებსა და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადასცემენ. ამასთანავე, ეს ორგანოები ვალდებული არიან დაფარონ გადაცემული შენობა-ნაგებობების კომუნალური ხარჯები. სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.


მუხლი 15. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სამართლებრივი აქტები
1. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისების სმართლებრივი აქტებია:

) უსკოს დადგენილება და განკარგულება, უსკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, უსკოს მდივნის განკარგულება, უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები;

) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

2. სკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღება შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება ასევე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ საჭირო გახდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.

3. აკრძალულია სკოს დადგენილების მიღება კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში.

4. სკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, თუკი ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სკოს დადგენილებას ხელს აწერენ სკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და სკოს მდივანი.

5. სკოს დადგენილება ძალაში შედისსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიგამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ არის განსაზღვრული. სკოს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მიღების მომენტიდან. სკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს.

6. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ კანონითა და სკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, საარჩევნო კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუკი მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

7. სკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ საკითხებთან, მათ შორის, საკადრო საკითხებთან, დაკავშირებით.

8. სკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.


მუხლი 16. შრომის ანაზღაურება
1. საარჩევნო პერიოდში, უსკოს, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე უსკოს აპარატის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30- დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

3. სკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და სკოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს სკოსაჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

4. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსკო უფლებამოსილია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების/ხელმძღვანელი პირებისათვის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების/ხელმძღვანელი პირების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელი პირებისათვის გასცეს შრომის ანაზღაურება, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

5. გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს/ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30- დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების/ხელმძღვანელი პირების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელ პირებს ერთჯერადად ეძლევათ შრომის ანაზღაურება, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

6. საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებული უსკოს აპარატის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ანაზღაურება, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრთა ანაზღაურება არ ექვემდებარებადაგროვებითი პენსიის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანების გადახდას.

7. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა/ხელმძღვანელ პირთა, უსკოს აპარატის თანამშრომელთა, ასევე ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროექტებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა/ხელმძღვანელ პირთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს უსკო კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 17. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
1. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომებია:

) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

) საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეშად დარღვევა;

) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარის თქმა;

) საარჩევნო ადმინისტრაციის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა;

) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

) შენიშვნა;

) გაფრთხილება;

) თანამდებობრივი სარგოს/თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება;

) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიის მიერ დანიშნული წევრისა).

3. ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

4. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისთვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.

5. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო ან საარჩევნო კომისია ამ წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მის მიმართ სამართალწარმოებას ახორციელებს, უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს აღნიშნული წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს, ხოლო ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისიის აღნიშნულ წევრზე ვრცელდება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტისქვეპუნქტით, 26- მუხლის მე-9 პუნქტისქვეპუნქტითა და 30- მუხლის მე-10 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 12 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. კენჭისყრის დღემდე წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ განცხადებაზე/საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღება ამ განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი − 2 წლის განმავლობაში.

9. შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრსდისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური პასუხისმგებლობა ვადაზე ადრე იხსნება იმავე წესით, რომლითაც მოხდა მისი დაკისრება.


მუხლი 18. საარჩევნო კომისიის წევრის / ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით (გარდა უსკოში ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პარტიის მიერ დანიშნული წევრისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრსზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტითა და ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა მისი არჩევის შემთხვევაში არჩევის დღიდან 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;

) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;

) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების ფაქტი;

) თუ გამოვლინდა, რომ საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები არასწორია, – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;

) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში სკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის ან სკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;

) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომსასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისასგამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;

) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას ანსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას;

) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში.

2. საარჩევნო კომისიის წევრს იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება არჩევის/დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია ცნობად იღებს და აფორმებს საარჩევნო კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრს უფლებამოსილება უწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის/სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.

4. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის თანამდებობიდან გადადგომისას:

) სკოს თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს   წევრის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უმაღლეს საბჭოს;

) სკოს თავმჯდომარის მოადგილის, სკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება სკოს;

) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას.

5. სკოს თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის გადადგომის თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში სკოს თავმჯდომარის, არჩეული უსკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება ამ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე.

6. სკოს თავმჯდომარის მოადგილე, სკოს მდივანი, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

7. უსკოს თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. სკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება სკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

8. აკრძალულია ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება.

9. პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში დანიშნულ წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებისა და ამ კანონის 21-ე მუხლისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს უმაღლესი საბჭო 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით, რომლითაც მოხდა აღნიშნული პირის არჩევა.

11. თუ გადადგომის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება ავტომატურად, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.

12. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.


მუხლი 19. უსკოს შემადგენლობა, უსკოს არჩევითი წევრებისა და უსკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება
1. უსკო შედგება თავმჯდომარისა და 7 წევრისგან, ხოლო საარჩევნო პერიოდში, ასევე ამ კანონის 21-ე  მუხლით განსაზღვრული პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული დროებითი წევრებისგანუსკოს არჩევით წევრებს შორის არიან უსკოს თავმჯდომარეუსკოს თავმჯდომარის მოადგილე და უსკოს მდივანიუსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უსკოს წევრიუსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი, როგორც უსკოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტას.

2. უსკოს 7 წევრს ამ კანონითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს  უმაღლესი საბჭო, ხოლო უსკოს არაუმეტეს 9 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პარტიები.

3. უსკოს წევრობის კანდიდატს უმაღლეს საბჭოს ასარჩევად წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისადუსკოს წევრობის კანდიდატი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეირჩევა ღია კონკურსით.

4. უსკოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან რომელიმე პარტიის შემომწირველი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებსსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის 27- მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

5. უსკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

) პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;

) ნასამართლევი პირი;

) საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი;

) დამკვირვებელი.

6. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ უსკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე უსკოს ახალი წევრი უმაღლესმა საბჭომ არ აირჩიაუსკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადა გრძელდება უსკოს ახალი წევრის არჩევამდე.

7. უსკოს თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭო ირჩევს უსკოს წევრის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩევისთვის ამ კანონითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესითუსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს.

8. უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. თუ უსკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე უსკოს ახალი თავმჯდომარე უმაღლესმა საბჭომ არ აირჩიაუსკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება უსკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.

9. უსკოს წევრის/უსკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილება მისი მიღებიდან 7 დღეში წარედგინება უსკოს.


მუხლი 20. უსკოს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევის წესი
1. უსკოს თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე.

2. უსკოს თავმჯდომარის მოადგილეს, უსკოს მდივანს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ უსკოს წევრთაგან ირჩევს უსკო.

3. უსკოს თავმჯდომარის მოადგილის, უსკოს მდივნის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს უსკოს არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. თუ უსკოს თავმჯდომარის მოადგილე, უსკოს მდივანი ვერ აირჩა, მის არჩევამდე აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას ასრულებს უსკოს ის წევრი, რომელმაც არჩევისას ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით გამოვლენილი პირი.

5. უსკოს თავმჯდომარის მოადგილის, უსკოს მდივნის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება უსკოში მისი წევრობის ვადით.


მუხლი 21. პარტიის მიერ უსკოს დროებითი წევრის დანიშვნისა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
1.  პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს უსკოს 1 წევრი, თუ პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 135-ე მუხლის მე-3-მე-5 ნაწილების შესაბამისად მიეკუთვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 9-ზე მეტია, უსკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში უფრო მეტი ხმა მიიღო.

3. თუ პარტიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, უსკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

4. პარტიის მიერ დანიშნული უსკოს წევრი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს.

5. უსკოს წევრის დანიშვნის შესახებ პოლიტიკური პარტიის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება უსკოს უნდა წარედგინოს უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დანიშნული პირის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს). მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი, ტელეფონის ნომერი (თუ აქვს) და მას უნდა დაერთოს:

ა) პირის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი.

6. პარტიას უფლება არა აქვს, გამოიწვიოს და დანიშნოს უსკოს ახალი წევრი კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში. პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში უსკოს ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ უსკოს წევრის საქმიანობის განხორციელება.


მუხლი 22. უსკოს უფლებამოსილება
1. უსკო:

თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას, ასევე საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასა და მის განხორციელებას;

) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;

) უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;

) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;

) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს ან/და აზუსტებს მათ საზღვრებს;

ვ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, ამ კომისიას უფლებამოსილება შეუწყვიტოს და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;

 თ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში უსკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ბიულეტენების ხელახლა დათვლის პროცესზე;

ი) თუ ერთდროულად არ ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე  აწარმოებს საარჩევნო კომისიის შემდეგ წევრთა შესახებ მონაცემების ბაზას: რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;

კ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის  აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით  ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი) უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისთვის;

ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების (პარტიული სიებით) შედეგებს, რის თაობაზედაც დგება უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

მ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის შედეგების კომპიუტერულ დამუშავებასა და დაუყოვნებლივ განთავსებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიმის სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებასაც;

ნ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებასა და გავრცელებას;

ო) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს;

პ) უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57- დღისა განკარგულებით განსაზღვრავს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებათა ჩამონათვალს;

ჟ) უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების, მედიის წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის, საარჩევნო რეგისტრაციის/აკრედიტაციის ჩატარების, პარტიების/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე სხვა საარჩევნო პროცედურებთან (გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა) დაკავშირებული საკითხები;

რ) განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობებსა და წესს;

ს) განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს;

ტ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ფორმებს; უმაღლესი საბჭოს არჩევნების ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;

უ) განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;

ფ) განკარგულებით ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და მათი საწვავით უზრუნველყოფის წესს;

ქ) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს;

ღ) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს;

ყ)  განკარგულებით, უსკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს უსკოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას;

შ) განკარგულებით ნიშნავს ხელახალ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას;

ჩ) განკარგულებით ირჩევს უსკოს წარმომადგენლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;

ძ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;

წ) დადგენილებით განსაზღვრავს უსკოს წევრების შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს;

ჭ) დადგენილებით განსაზღვრავს კენჭისყრის პროცედურებს;

ხ) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისა და საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების მიზნით დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესს;

ჯ) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციისა და მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების წესს;

ჰ) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში უსკოს სხდომებზე დასწრებისა და უსკოს სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესს;

1) დადგენილებით იღებს უსკოს აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულებ;

2) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს;

3) დადგენილებით იღებს უსკოს რეგლამენტს;

4) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს;

5) ანგარიშვალდებულია უმაღლესი საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;

6) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს სტრუქტურას, ბეჭდის სახეს და ლოგოს;

7)  საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში უსკო ცნობად იღებს ცესკოს ან/და ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული პროცედურების შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს არჩევნების ნაწილში გამოუსადეგარი, ვადაგასული საარჩევნო დოკუმენტაციის განადგურების შესახებ მიღებულ აქტს;

8) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სკოს ყველა დადგენილება ქვეყნდებასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიდა შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. სკოს განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის“, „“, „“, „“, „ და ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება მიღებიდან 3 დღის ვადაში.

3. სკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება სკოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც.


მუხლი 23. უსკოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება
1. უსკოს თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს უსკოში;

ბ) უძღვება უსკოს სხდომას;

გ) განკარგავს უსკოს ფინანსურ სახსრებს;

დ) საარჩევნო პერიოდში განკარგულებით განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას;

ე) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და უსკოში მათ წარმომადგენლებს, აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

ვ) რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს;

ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს;

თ) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ – ამ კომიტეტს გადასცემს უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

ი) უსკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას უსკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე,  განსაზღვრული ვადით ავალებს უსკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;

კ) უსკოს რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს უსკოს თავმჯდომარის მოადგილეს, უსკოს მდივანს, უსკოს სხვა წევრებსა და უსკოს აპარატის თანამშრომლებს (მოსამსახურეებს);

ლ) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. უსკოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ამ კანონის მე-13 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;

ბ) უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით და თანხმობით ახორციელებს უსკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. უსკოს მდივანი:

ა) ანაწილებს უსკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და უსკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და სათანადო მოწმობებს აძლევს საოლქო საარჩევნო კომისიებში უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიის წარმომადგენლებს;

გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს და დამკვირვებლის მოწმობებს აძლევს  არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უსკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს;

დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

ვ) ამ კანონის მე-13 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;

ზ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 24. უსკოს აპარატი
1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უსკოს აპარატი.

2. უსკოს აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება უსკოს რეგლამენტით.

3თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.

4. იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, დადგენილებით განსაზღვრავს უსკო. საჯარო მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებსსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის 29- მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.


მუხლი 25. საოლქო საარჩევნო კომისია
1. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსითანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრი.

2. უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-16 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები. საოლქო საარჩევნო კომისიის 3 წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს სკო შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც სკომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არჩევნების დანიშვნის შემდეგ აირჩია, განისაზღვრება მისი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე პარტიის გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს სკოს არჩევნების დანიშვნის დღიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

5. პარტიას უფლება არა აქვს, გამოიწვიოს და დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში. პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება.

6. უფლებამოსილი პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ:

) წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და აღნიშნულ საბუთებში არსებული ხარვეზები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის 26-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ სუბიექტს. შესწორებული საბუთები სკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს;

) აღმოჩნდა, რომ ეს პირი უსკოსთვის მისი წარდგენის მომენტისთვის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრია;

) წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 26-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში სკოს თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.

 


მუხლი 26. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა დანიშვნის/არჩევის წესი
1. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ კანონის 25- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სკოს მიერ არჩეულ 3 წევრს და ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:

ა) კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე;

) ხელახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაშიკონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.

5. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის მიხედვით); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); იმ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა. ამ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა ერთოდეს:

) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

) უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის (თუ აქვს)) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;

) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი;

) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების (თუ აქვს) აღწერა.

6. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები სკოს უნდა დაუბრუნდეს რაუგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა.

7. სკო საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას.

8. სკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს სკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ ამ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულებად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული ისევ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა, კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს სკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან ცხადდება.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად (წევრებად) არ შეიძლება აირჩეს (აირჩნენ)/დაინიშნოს (დაინიშნონ):

) პირი, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისთვის 21 წელი არ შესრულებია;

) პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;

) ნასამართლევი პირი;

) საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;

) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა სხვა წევრები, მათი მოადგილეები;

) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანომერი, მისი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული;

) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე;

) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს დეპარტამენტის, სამმართველოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელი;

) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისსპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურე;

) მოსამართლე, მისი თანაშემწე;

) პროკურატურის თანამშრომელი;

) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის პარტიის ხელმძღვანელი პირი;

) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი;

) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი;

) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც:

) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

11. ამ კანონის 25- მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტის“−„ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისა). მასზე არ გავრცელდებაკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.


მუხლი 27. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი
1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები (გარდა ბუღალტრისა) სკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები არ არიანსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 65- მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.

3. საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს განკარგულებით განსაზღვრავს სკო.


მუხლი 28. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
საოლქო საარჩევნო კომისია:

) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, გამართვას, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;

) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;

) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით უსკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;

​​) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია დათვალოს/შეამოწმოს მხოლოდ ის საარჩევნო დოკუმენტაცია, რომლის დათვლაც/შემოწმებაც საკმარისია აღნიშნული გადასწორებული მონაცემის/მონაცემების უტყუარობის დასადგენად, ხოლო თუ აღნიშნული საარჩევნო დოკუმენტაციის დათვლის/შემოწმების შედეგი გადასწორებულ მონაცემს/მონაცემებს არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს, როგორც საარჩევნო ბიულეტენები, ისე ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა;

) ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით გამოსავლენად შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ამ მუხლისვ“ დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული საარჩევნო უბნები;

) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 5-ით ან 5-ზე მეტით აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა;

) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10-ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა.

) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი წარდგენილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის,  შემოწმების შედეგის შესაბამისად, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე

) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში არჩევნების გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

) უზრუნველყოფს რიგგარეშე არჩევნების, ხელახალი არჩევნებისა და განმეორებითი კენჭისყრის  გამართვას

) განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გამოქვეყნებას;

) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

) ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;

) ახორციელებს ამ საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 29. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება
1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;

) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;

) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;

) შრომით ხელშეკრულებებს დებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალთან;

) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;

) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:

) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

)  განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 30. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისგან და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისგან.

2. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

3. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც მდებარეობს:

ა) პარტია;

ბ) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია;

გ) პოლიციის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.

4. აკრძალულია პარტიის, პარტიის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიაა განთავსებული.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ მონაწილეობს, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი).

6. საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრს ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს, აგრეთვე უფლებამოსილი პარტიის მიერ დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი არ მოეთხოვება:

ა) იმ პირს, რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ბ) იმ პირს, რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი;

გ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს;

დ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს;

ე) ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების საფუძველზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს;

ვ) უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.

9. საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, ხელახალი კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად აირჩიოს პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ერთი ან ერთზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანსია (ყველა ვაკანსია) მაინც არ შეივსო.

10. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად (წევრებად) არ შეიძლება აირჩეს (აირჩნენ)/დაინიშნოს (დაინიშნონ):

ა) პირი, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისთვის 18 წელი არ შესრულებია;

ბ) პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

დ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;

ე) ნასამართლევი პირი;

ვ) საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;

ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა სხვა წევრები, მათი მოადგილეები;

თ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი, მისი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული;

ი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე;

კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს დეპარტამენტის, სამმართველოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელი;

ლ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურე;

მ) მოსამართლე, მისი თანაშემწე;

ნ) პროკურატურის თანამშრომელი;

ო) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის პარტიის ხელმძღვანელი პირი;

პ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი;

ჟ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი;

რ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც:

ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

12. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“−„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისა). მასზე არ გავრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.

13. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან. აღნიშნული უფლებამოსილებები წყდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.

14. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.


მუხლი 31. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა/დანიშვნა
1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მორიგი არჩევნებისთვის ირჩევს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 46- დღისა, ხოლო რიგგარეშე არჩევნებისთვისარაუადრეს 50- დღისა და არაუგვიანეს 46- დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევამდე შესაბამის კანდიდატთა სია ქვეყნდება სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-11 დღისა და არაუგვიანეს მე-10 დღისა.

2. ამ კანონის 30- მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუადრეს 45- დღისა და არაუგვიანეს მე-40 დღისა, გადაწყვეტილება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის დანიშვნის შესახებარჩევნების დღემდე არაუადრეს მე-14 დღისა და არაუგვიანეს მე-10 დღისა.

3. თუ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტია ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყენებს ამ უფლებას, ის კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში.

4. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29- დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიასარჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა.

5. თუ არჩევნების დღემდე 30- დღისთვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიისთვისარჩევნების დღემდე მე-8 დღისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები რაოდენობის წევრი აღმოჩნდა, ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის გამოკლებული წევრების ადგილზე 3 დღის ვადაში აირჩიოს კომისიის წევრები კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო პირობებს, ვადებს და აღნიშნულ წევრთა არჩევის წესს განკარგულებით ადგენს სკო.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

8. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები რაოდენობის წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შესავსებად კომისიის წევრის ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში არჩევის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. ასეთ შემთხვევაში პარტია კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელახლა დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში.

9. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, იმ პირობით, რომ მას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. თუ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულებად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, გადაწყვეტილებას იღებს სკო.

10. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე იმ საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც აირჩა/დაინიშნა იგი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ პარტიის გადაწყვეტილებაში მიეთითება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ამ პირის თანხმობა.

11. უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ:

) დაირღვა ამ მუხლით განსაზღვრული საბუთების წარდგენის ვადა;

) წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და აღნიშნულ საბუთებში არსებული ხარვეზები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ/ამრჩევ სუბიექტს. შესწორებული საბუთები საოლქო საარჩევნო კომისიას 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს;

) აღმოჩნდა, რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მისი წარდგენის მომენტისთვის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრია;

) წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 30- მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.

12. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე.


მუხლი 32. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი (საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები) იმავდროულად არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. აღნიშნულ პირთა უფლებამოსილებების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიაში მათი წევრობის შეწყვეტას.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ამ მუხლითა და ამ კანონის 30- და 31- მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო პირობებს, ვადებს და აღნიშნულ პირთა არჩევის წესს განკარგულებით ადგენს სკო.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირად შეიძლება აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 30- მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი არ მოეთხოვება:

) იმ პირს, რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს;

) საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს.

6. საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, ხელახალი კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირად აირჩიოს პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ერთი ან ერთზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის ვაკანსია (ყველა ვაკანსია) მაინც არ შეივსო.


მუხლი 33. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
1. საუბნო საარჩევნო კომისია:

) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბანში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას;

) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომების ან უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არაუგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით;

) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;

) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;

) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსებისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ითვლება საარჩევნო ბიულეტენები; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას;

) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესსა და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

) უზრუნველყოფს კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის;

) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ კენჭისყრის შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ;

) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საუბნო საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე განთავსდება საარჩევნო უბანში.


მუხლი 34. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილებები
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;

) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;

) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდების, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;

) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს;

) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრებს შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;

) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის;

) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;

) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;

) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:

) ამზადებს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტებს;

) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;

) ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


თავი III
საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

მუხლი 35. საარჩევნო ოლქები
1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ერთიანი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი.

2. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საარჩევნო ოლქები, მათი საზღვრები და ნომრები შეესაბამება საერთო არჩევნებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შექმნილ საარჩევნო ოლქებს, მათ საზღვრებს და ნომრებს.


მუხლი 36. საარჩევნო უბნები
1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.

2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1 500 ამომრჩევლისთვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ კანონის 71- მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, აგრეთვე მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 40 დღისა.

3. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას აძლევენ ამ კანონის 38- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა რაოდენობა 2000- არ უნდა აღემატებოდეს.

4. ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მისამართების მითითებით (არსებობის შემთხვევაში) გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში.

5. გამონაკლის შემთხვევებში (პენიტენციური დაწესებულება, საავადმყოფო, სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, სათნოების სახლი, მიუსაფართა თავშესაფარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი, სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-15 დღისა. ამ პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 50- არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს.

6. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50- დღისა, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე მოქმედ მუნიციპალიტეტის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება.

7. აკრძალულია ამ კანონის 38- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეებისთვის მათი შესაბამისი ქვედანაყოფების ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების შექმნა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, საკონტაქტო ტელეფონის ნომრებსა და სხვა რეკვიზიტებს.

9. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საარჩევნო უბნები, მათი საზღვრები და ნომრები შეესაბამება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრულ საერთო არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო უბნებს.


თავი IV
ამომრჩეველთა სიები

მუხლი 37. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი
1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  აქტიური საარჩევნო უფლების მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.

2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

) გვარი, სახელი;

) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს);

) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირის, აგრეთვე იმ პირის შემთხვევაში, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, მიეთითება დროებითი საცხოვრებლის მისამართი. სხვა სახელმწიფოში მყოფი პირის შემთხვევაში აღინიშნებასაკონსულო აღრიცხვაზეა“ (ეს ჩანაწერი არ არის საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);

) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;

) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრული ფორმატით);

) სქესი.

3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები, როგორც წესი, შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიშესაბამისად. საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების განხორციელება ხდება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიდადგენილი წესის მიხედვით.

5. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის 51- მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას (ხოლო არასაარჩევნო პერიოდშიბოლო საერთო არჩევნების დროს რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას), ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს უსკოსა და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდშინებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული (ფოტოსურათებიანი) ვერსია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირს მხოლოდ ელექტრონული სახით გადაეცემა. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი უნდა წარუდგინოს.

7. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა. ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ ამ კომისიის განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო/საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულია (ვალდებული არიან) საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ მიაწოდოს (მიაწოდონ) შესაბამისი ინფორმაცია.

9. ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება 2 დღის ვადაში გადაეცემა სკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

10. ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს სკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.

11. საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე 30- დღიდან გადაეცემა ცესკოს და  სკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისადაზუსტებული სიების საბოლოო, საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისასაარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

12. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლებიდაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას კენჭისყრის დღეს მიმართავს, მას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში გაატარებს და დოკუმენტების ფოტოასლებს ამომრჩეველთა სიებს დაურთავს.

13. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-15 დღიდან მე-12 დღემდე სიებში ცვლილება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიტანება.

14. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ცესკო უსკოს გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიან სიას. უსკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ.

15. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრული საერთო არჩევნებისთვის ფორმირებული ამომრჩეველთა ერთიანი სია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ერთიან სიას.


მუხლი 38. ამომრჩეველთა სპეციალური სია
1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ:

) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ეს პირები სიაში შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა;

) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და მას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და მას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და მას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ მოსამსახურეთა და პირთა სიას ადგენენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/სამხედრო ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები და მას გადასცემენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას:

.) მორიგი საერთო ან რიგგარეშე არჩევნების დროსკენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25- დღისა;

.) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებითკენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა.

2. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების იმ სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი, რომლებიც მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, ამ მოსამსახურეთა სიის შედგენისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემის, მათთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნის წესი და პირობები, აგრეთვე იმ განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ჩამონათვალი და შესაბამის პირთა კატეგორიები, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამუშაო ადგილს ამ პირობების გამო ვერ დატოვებენ.

3. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

4ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესახებ მონაცემების , აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიებს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ ამომრჩეველთა სპეციალური სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიებს, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისასაარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიებს.

5. ამომრჩევლის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და ის დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ თუ ისინი ხმას აძლევენ სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი   უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ხმას აძლევს შესაბამისი სამხედრო დანაყოფის/სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე (უბნებზე).

9. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეები, გარდა იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით

10. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გამონაკლისია ამ მუხლის პირველი პუნქტის“–„ქვეპუნქტებში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ფოტოსურათების გარეშე შეიტანება, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის.ქვეპუნქტში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიძლება ფოტოსურათების გარეშე იქნეს შეტანილი. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება აგრეთვე მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ ამომრჩეველთა მიერ შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ.

11. ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნებაგადასატანი ყუთი“, აგრეთვე მისი შეყვანის მიზეზი და ეს აღნიშვნა დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.

12. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საერთო არჩევნებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დამტკიცებული სპეციალური სიები, იმავდროულად წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების სპეციალურ სიებს და ამ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ საერთო არჩევნებისთვის საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიდადგენილი წესების შესაბამისად.


მუხლი 39. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის წესი
1. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით:

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი);

ბ) ამომრჩევლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ეცნობება ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ. ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემთხვევაში ამ ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

გ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღინიშნება ამომრჩევლის იმავე საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში გადაყვანა, აგრეთვე ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ კეთდება ჩანაწერი „ეტლით მოსარგებლეა“, რომელიც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების ამომრჩეველთა შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილ ვადაში იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული მონაცემების, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას.

4. ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში (საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში) თვალსაჩინო ადგილას.


მუხლი 40. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია
1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და სპეციალური სიის საფუძველზე, თუ:

ა) ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლა;

ბ) ამომრჩეველი პატიმრობაში იმყოფება;

გ) ამომრჩეველი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება;

დ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

ე) ამომრჩეველი:

ე.ა) მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის იმ ქვედანაყოფში, რომელიც უბნიდან შორს მდებარეობს;

ე.ბ) ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირია და კენჭისყრის დღეს განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;

ე.გ) მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურებრივი პირობების გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;

ვ) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანება მას შემდეგ, რაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი);

ბ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში ან ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანა, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

3. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ხმის გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.

5. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ან ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში.

6. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.

7. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საერთო არჩევნებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიები, იმავდროულად წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების გადასატანი ყუთის სიებს და ამ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ საერთო არჩევნებისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესების შესაბამისად.


მუხლი 41. ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება
1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი აღნიშნული სიების ამ კანონით დადგენილი წესით მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში თვალსაჩინო ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში, ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე, ამ სიებში გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“, იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც:

ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“;

ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“;

გ) რეგისტრირებულია საზღვარგარეთ, აღინიშნება „რეგისტრირებულია საზღვარგარეთ“;

დ) იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შენაერთების წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“;

ე) შეყვანილია ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“ ან „პატიმრობაშია“;

ვ) შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, აღინიშნება „გადასატანი ყუთი“.


თავი V
უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები

მუხლი 42. პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება
1.უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს უსკოს თავმჯდომარეს:

ა) უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი ან/და უმაღლესი საბჭოს წევრი;

ბ) უმაღლესი საბჭოს არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას.

2. განცხადებას უნდა დაერთოს უსკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ,  გაცემული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან ამონაწერი, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით, და საქართველოს პარლამენტში ან/და უმაღლეს საბჭოში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში).

3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელი, რომელიც მიეთითება საარჩევნო ბიულეტენში. ეს სახელი უნდა შეესატყვისებოდეს პარტიის წესდებაში აღნიშნულ სახელწოდებას ან/და მის შემოკლებულ დასახელებას. ამასთანავე, განცხადებაში პარტიის სახელი შეიძლება აღინიშნოს ისე, რომ პარტიის წესდებაში აღნიშნული სახელწოდებიდან ან/და მისი შემოკლებული დასახელებიდან ამოღებულ იქნეს ცალკეული სიტყვები, აბრევიატურები ან/და სასვენი ნიშნები სხვა სიტყვების, აბრევიატურების ან/და სასვენი ნიშნების დამატების გარეშე. სახელი, რომლითაც პარტია დარეგისტრირდა, საარჩევნო ბიულეტენში უცვლელად მიეთითება;

ბ) ხელმძღვანელი პირის/პირების გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის/წარმომადგენლების გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პარტიის სახელწოდება და მისი შემოკლებული დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ დასახელებას (თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, პარტიას არა აქვს აღნიშნული სახელწოდებისა და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენების უფლება).

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს. უსკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და არაუგვიანეს განცხადების უსკოში შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა უსკოს თავმჯდომარე:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა;

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადება და საბუთები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. საწინააღმდეგო შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა უსკოს თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. შესწორებული განცხადება და საბუთები უსკოს 3 დღის ვადაში უნდა დაუბრუნდეს.

9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, უსკოს წარუდგინოს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 3000 ამომრჩევლის სია, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. პარტიის მხარდამჭერთა სიას ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 44-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში უსკოს სათანადო სამსახური პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე უსკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 42-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. საწინააღმდეგო შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

11. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა უსკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებების წარდგენის რიგითობის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.

12. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ პარტიამ არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

დ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა პარტიის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

13. იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თუ პარტია რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის) მას დამატებით პარტიის რეგისტრაციის ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან არ მოეთხოვება. ამ შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს თავმჯდომარის მიერ პარტიის რეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი დამოწმებული დოკუმენტი (შესაბამისი სამართლებრივი აქტი).


მუხლი 43. მხარდამჭერთა სიები

1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივის მხარდაჭერა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს უსკო.

3.  მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის:

) სახელი და გვარი;

) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

) ხელმოწერის თარიღი;

) ხელმოწერა.

4. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი ა ეს მონაცემები   დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.

5. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება, რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივასაც მხარს უჭერს ამომრჩეველი.


მუხლი 44. მხარდამჭერთა სიების შემოწმება
1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური.  

2. უსკოს სათანადო სამსახური თანმიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა , ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი  შესაბამის საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება და მას ხარვეზების შესავსებად 3 დღის ვადა ეძლევა . საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური ზემოაღნიშნული წესით. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.

3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

) სახელი და გვარი მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული;

) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული.

) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;

) ხელმოწერილი არ არის ან სხვა პირის მიერ არის შესრულებული და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

) მხარდამჭერთა სიაში შეყვანილი ამომრჩეველი არ არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე;

) ხელმომწერი პირი უსკოს თავმჯდომარისთვის წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით;

) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი არასრულად ან არასწორად არის მითითებული.

4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 43- მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

5. ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირი პირადად აგებს პასუხს შესაბამის ბლანკზე მითითებული მონაცემების/ინფორმაციის, საკუთარი ხელმოწერისა და მხარდამჭერი პირის ხელმოწერის ნამდვილობისათვის. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მას პირადად ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

6პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში.

7. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.

8. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უსკოს წევრებს და უსკოს სათანადო სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაშიაგრეთვე სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება საარჩევნო რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში.


მუხლი 45. პარტიული სიების წარდგენა
1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში  მონაწილე პარტიებს.

2. არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს 1 პარტიული სია.

3. წარდგენილ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 15-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი

4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი. 

5. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის სხვადასხვა პარტიულ სიაში შეყვანა .

6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავ პარტი.

7. პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას მასში შეყვანილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვროს ამ კანონის დანართით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტიდან რომელიმე მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად. კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი. პარტიას უფლება არა აქვს, რომელიმე მუნიციპალიტეტისთვის ამ მუნიციპალიტეტის დელეგატობის ერთზე მეტი კანდიდატი განსაზღვროს. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განისაზღვროს. თუ პირი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად ამ პუნქტის დარღვევით განისაზღვრა, უსკოს თავმჯდომარე სათანადო პარტიის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მისი აღმოფხვრისთვის 3-დღიან ვადას განუსაზღვრავს. შეუსაბამობის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული პირი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად არ განისაზღვრება. რომელიმე მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრული უმაღლესი საბჭოს წევრი მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ცნობიდან უფლებამოსილების შეწყვეტამდე პერიოდში ამ მუნიციპალიტეტის დელეგატად მიიჩნევა, თუ პარტიამ, რომელმაც იგი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრა, უმაღლესი საბჭოს შესაბამის არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო, რომლებმაც აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მისცეს ხმა. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა პარტიამ თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ამ პუნქტის მიზნებისთვის უპირატესობა ენიჭება უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომლის მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განმსაზღვრელმა პარტიამაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა. ამ პუნქტის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტი არის ამ კანონის დანართით განსაზღვრული მუნიციპალიტეტი.

8. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია სკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30- დღისა. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით). პარტიულ სიას უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის:

) ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

) მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

.) კანდიდატის თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე;

.) რომ კანდიდატი იმ პარტიის წევრია, რომლის პარტიული სიითაც არის წარდგენილი;

.) კანდიდატის მიერ კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში სხვა პარტიის დატოვების შემთხვევაშიშესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება;

ბ.დ) კანდიდატის საქართველოში არანაკლებ 5 წლის ცხოვრების ფაქტი;

) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

) ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომელიც საჯაროა და ქვეყნდება სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

9. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

) გვარი, სახელი;

) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

) სქესი;

) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითებაუმუშევარი“);

) თანამდებობა (საქმიანობა);

) ბოლო არჩევნების შედეგად უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის ფაქტი.


მუხლი 46. პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია
1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური და ამ სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 26- დღისა, დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 25- დღისა:

საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის წარმომადგენელს სიისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება (არ გატარდებიან) და უსკოს თავმჯდომარე აღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

4. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის“–„ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ   შემთხვევაში), თუ უსკოს თავმჯდომარისთვის წარდგენილი განცხადება და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია;

) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არ არის ამ პარტიის წევრი;  

გ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატიმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია;

დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 23- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;

) უმაღლესი საბჭოს არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

) კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება;

თ) დარღვეულია ამ კანონის 59- მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-60 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

5. პარტიული სიისა და პარტიის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების  საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უსკოს თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 88- და 89- მუხლებით დადგენილი წესით.


მუხლი 47. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 16 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს.

2კენჭისყრის დღიდან უსკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, რომელმაც არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ უსკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე მოიპოვა უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი, უფლება აქვს წერილობითი განცხადებით მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, უსკოს მიერ არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე არაუგვიანეს 1 დღისა. თუ უსკოს თავმჯდომარე არ გამოსცემს განკარგულებას ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან. პარტიული სიიდან მოხსნილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის ადგილს ავტომატურად იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. ამ პუნქტით განსაზღვრული უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის ადგილმონაცვლეს უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.

3. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

4. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს. მისი კანდიდატურა მოიხსნება სკოს თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

5. უსკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნის შესახებ.


მუხლი 48. პირის პარტიული სიიდან ამორიცხვა
პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 23- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ამოირიცხება შესაბამისი პარტიული სიიდან.

მუხლი 49. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან
უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე წინასაარჩევნო კამპანიის ვადით თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, რისთვისაც ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება.

მუხლი 50. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა
1. საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომერი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში.

2. საარჩევნო სუბიექტის განცხადება რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით წარედგინება უსკოს.

3. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, უსკო დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებით წესს.


თავი VI
არჩევნების მონიტორინგი და მედია

მუხლი 51. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები
1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან უსკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია უსკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, გარდა იმ ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, რომლის ხელმძღვანელი პირი ან/და წესდებით/სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი იმავდროულად არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან წესდებით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი ან/და რომელიმე პოლიტიკური პარტიის შემომწირველი ბოლო 4 წლის განმავლობაში.

3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული პირებისა.

5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემას;

ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებას;

გ) პოლიტიკურ მიუკერძოებლობას;

დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსურ დამოუკიდებლობას და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას;

ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვას.

6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება უსკოში. ამასთანავე, უსკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. საერთაშორისო დამკვირვებელს შეიძლება ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც მასთან ერთად რეგისტრირდება უსკოში.

8. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ცესკოში, ამ ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს არაუმეტეს ორი დამკვირვებელი – მხოლოდ უსკოში.

9. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მას დამატებით უსკოში რეგისტრაცია არ მოეთხოვება. ამ შემთხვევაში სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს მდივანს, განცხადებას თან უნდა ერთოდეს ცესკოს მიერ დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი სამართლებრივი აქტი).


მუხლი 52. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია
1. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს უსკო (თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, დამკვირვებელი ორგანიზაცია, თუ იგი რეგისტრირებულია ცესკოს მიერ, უსკოში დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებს).

2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისია დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის უსკოს.

3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და უნდა წარუდგინოს მას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება (დასახელებები), სადაც ეს ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს. რეგისტრაციის ბოლო დღეს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარედგინოს აგრეთვე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების სია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამონაწერი, რომელიც მოამზადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმასაჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. ამ ამონაწერში მითითებული უნდა იყოს (იყვნენ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები).

5. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს სკოს და უნდა წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან მხოლოდ განცხადება უნდა წარადგინოს. სკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, წყვეტს ამ პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.

6. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს, დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საარჩევნო კომისიის განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და დამკვირვებელ ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.

7. უსკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა უსკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებლის/თარჯიმნის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია და ისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ ფოტოასლი. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას განკარგულებით ადგენს უსკო.

8.  უსკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა უსკოს მდივანს უსკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება. ამ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის 56- მუხლის პირველი და მე-2  პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე უსკოსსაოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, მისამართისა (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს იმავე ვადაში და იმავე ფორმით  უნდა წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ან/და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია და აღნიშნული დოკუმენტები.

9. რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

10. თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს დამკვირვებლების შესახებ ინფორმაციას/დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას, აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.

11. სკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, ამ კანონის 51- მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით განახორციელოს დაკვირვება ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში.

12. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებლების/თარჯიმნების (არსებობის შემთხვევაში) სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი/თარჯიმანი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის/თარჯიმნის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

13. საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან კენჭისყრის დღეს ამ კანონის 51- მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით განახორციელონ დაკვირვება შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში.

14. თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია შესაბამის კომისიას მიმართავს განცხადებით რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაციის/დანიშნული დამკვირვებლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, აღნიშნული განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციის/დამკვირვებლების რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.


მუხლი 53. დამკვირვებლის უფლებები
1. დამკვირვებელს უფლება აქვს:

) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი დამკვირვებელი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (არსებობის შემთხვევაში);

) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად;

) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს;

) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;

) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართოს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე განცხადებით/საჩივრით, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;

) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება;

) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.

2. დამკვირვებელს უფლება არა აქვს:

) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;

) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

3. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისთვის ან მათ საქმიანობაში ჩარევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო, ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის“–„ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს მათთვის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

5. საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს. 


მუხლი 54. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება
1. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.

2. არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო კომისიაში დანიშნოს მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი. სკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.

3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა ამ კანონის 56- მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი სკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს სკოს თავმჯდომარეს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში სკოს თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს სკოს მდივანს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებშესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

6. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

7. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 53- მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 73- მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით.

8. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების (კენჭისყრის) დღეს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 წარმომადგენლისა.

9. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ნებისმიერ დროს დანიშნოს/გამოიწვიოს/შეცვალოს თავისი წარმომადგენელი. საარჩევნო სუბიექტმა ეს შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა აცნობოს.

10. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, და თუ პარტია ერთდროულად მონაწილეობს ზემოაღნიშნულ არჩევნებში, ასეთ შემთხვევაში პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს არაუმეტეს ორი წარმომადგენელიმხოლოდ უსკოში. უსკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიებში


მუხლი 55. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები
1. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.

2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ უსკოს მდივანი ან ახორციელებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

3. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა. განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები. ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში განცხადებას უნდა ერთოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გასცა საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. მასში მითითებული უნდა იყოს (იყვნენ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი/პირები. ამ პუნქტში აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისთვის არ ესაჭიროებათ უცხოურ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.

4. განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

5. აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა პრესა/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული პრესის/ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.

6. არჩევნების (კენჭისყრის) დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა.

7. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა, გარდა ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისა.


მუხლი 56. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებლისთვის , პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლისა და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისთვის დადგენილი მოთხოვნები
1. ამ კანონით განსაზღვრული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი/პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს:

) „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;

) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს წევრი;

) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანომერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

) მოსამართლე;

) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისსპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

) პროკურატურის თანამდებობის პირი;

) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი;

) საარჩევნო კომისიის წევრი;

) სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი/პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი (ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებლის შემთხვევაში);

) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი/დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი (პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის შემთხვევაში);

) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის პარტიის ხელმძღვანელი პირი;

) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.

2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი ასევე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც:

) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:

) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი;

) სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

) საარჩევნო კომისიის წევრი;

) ადგილობრივი დამკვირვებელი, საერთაშორისო დამკვირვებელი;

) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი;

) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი;

) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.

4. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში პირს უუქმდება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლად, პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლად რეგისტრაცია (ასეთი რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში).


თავი VII
წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

მუხლი 57. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)
1. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.

2. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატსა და საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა მასალები. აკრძალულია მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლა და მათი ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და მათი წინასაარჩევნო აგიტაციის გასაწევად გამოყენებისთვის ხელის შეშლა.

3. პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. ამ პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ ამავე პუნქტით დადგენილი წესების დარღვევა არის ამ კანონით გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარების წესების დარღვევა.

4. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:

) საარჩევნო კომისიის წევრისა;

) მოსამართლისა;

) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;

) გენერალური აუდიტორისა;

) საქართველოს სახალხო დამცველისა;

) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;

) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;

) საჯარო მოსამსახურისასამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს;

) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა;

) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელოვნებო დაწესებულებებისა, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა) თანამშრომლისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომლისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისა, აღმზრდელ-პედაგოგისა, აღმზრდელისა, მასწავლებლისა, აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირისასამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს;

) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირისა და დამკვირვებლისა.

5. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში:

) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;

) სასამართლოები;

) სამხედრო ნაწილები.

6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

7. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.

8. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართავად სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები საარჩევნო კომისიებს უსასყიდლოდ ეთმობა.

9. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისთვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებების გამართვის განრიგი (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ, ღონისძიებების გამართვის თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება). მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

10. საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე თანხმობად ჩაითვლება.

11. აკრძალულია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.

12. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანების შეკრება ან ამომრჩევლების აღრიცხვა.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტი არ ვრცელდება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაზე.


მუხლი 58. სააგიტაციო მასალა
1. სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

2. აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო ობიექტების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისდაზვერვის სააგენტოს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.

3. აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

4. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა აკრძალულია, და გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი პირობები იქნეს უზრუნველყოფილი.

5. ამ მუხლის შესაბამისად სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

6. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ამ ინფორმაციის მიუთითებლად გავრცელება. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ნომერი მიენიჭება.

7. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები წარედგინება იმ საარჩევნო კომისიას, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული სააგიტაციო მასალის გამოშვების თარიღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა.

8. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.

9. შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.


მუხლი 59. ამომრჩევლის მოსყიდვა
1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით აკრძალულია:

) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების (მიუხედავად მათი ღირებულებისა) გადაცემა, საქონლის შეღავათიან ფასად მიყიდვა, ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) უფასოდ მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების (მიუხედავად მათი ღირებულებისა) გადაცემის დაპირებით;

) ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდასაჯარო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განეკუთვნება სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციას.

2. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან/და მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მეშვეობით ახორციელებდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია.


მუხლი 60. წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა
1. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამ კანონის 57- მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მათ შორის:

) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაკავებული შენობების, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ დაკავებული შენობების გამოყენება, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თუ სხვა პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პარტიებისა);

) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება;

) საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს/ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს/ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.


მუხლი 61. საბიუჯეტო თანხების , თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა
1. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს:

) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;

)  სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს ამ კანონით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, აგრეთვე ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენების შემთხვევაზე.

3. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მანამდე გათვალისწინებული არ იყო , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

4. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ეკრძალება არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.

5. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ კენჭისყრის შენობის მოწყობის ან/და სარემონტო სამუშაოების დაფინანსებაზე.

7. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

8. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.


მუხლი 62. პრესისა და მასობრივი სხვა საშუალებების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებ ა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა
1. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიშესაბამისად.

2. საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიდადგენილი წესითა და დადგენილი ვადებით, იმ პირობით, რომ უფასო საეთერო დროის გამოყოფის საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსისაზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა მაუწყებლებისათვის გათვალისწინებული ვალდებულებები შესაბამისად ვრცელდება იმ მაუწყებლებსა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზე, რომელთა სათავო ოფისებიც განლაგებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთობლივად ჩატარების შემთხვევისა.


მუხლი 63. პასუხისმგებლობა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ XIV თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

თავი VIII
არჩევნების დაფინანსება

მუხლი 64. არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა
1. არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.

2. უსკო ამ კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.

3. თუ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნება ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყოფა უსკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე, უსკო უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოს.

4. უსკოს, უფლება აქვს, მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისგან. გრანტი გამოიყენება უსკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

5. წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული სკოს ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს საჯარო შესყიდვების პროცედურების შეჩერებას.

6. საარჩევნო პერიოდში სკოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 88- მუხლით.


მუხლი 65. არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრები
1. უსკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უსკოს მიერ მისთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50 დღისა უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან უსკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე.

3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს უსკო.

4. კენჭისყრამდე არაუგვიანეს 45 დღისა უსკო საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.

5. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა წყვეტს  ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან ყოველგვარ ანგარიშსწორებას და თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს 10 დღის ვადაში ჩარიცხავს ხაზინის შესაბამის ანგარიშზე. ამ ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია უსკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.


მუხლი 66. საარჩევნო კამპანიის ხარჯები
1. საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს პარტიის ფონდიდან

2. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით.

3. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. აღნიშნული ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვისთვის პასუხისმგებელ პირთა საკონტაქტო მონაცემებს.

4. საარჩევნო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი და შესაბამის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრების ერთობლიობა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.

5. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს, შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა, სხვა სახსრების გამოყენება.

6. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,04 პროცენტს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დაადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.


მუხლი 67. კანონმდებლობა საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ

საარჩევნო კამპანიის ხარჯების კანონიერება და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით და ამ კანონით დადგენილი ნორმებით.


მუხლი 68. ანგარიში საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ
1. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით წარუდგენს შესაბამის ფინანსურ ანგარიშს.

2. ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს.

3. საარჩევნო სუბიექტი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს. აუდიტის ჩატარების უფლება აქვსსახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი 10 000 ლარს არ აღემატება, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში აუდიტორული დასკვნის გარეშე წარადგინოს.

4. თუ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მიიღებს ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევა, იგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წერილობით უნდა გააფრთხილოს და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და მას შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით, რათა მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება.

5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საარჩევნო სუბიექტის მიერ ამ თავით ან/დამოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს.

6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საარჩევნო სუბიექტის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიებები:

) ფიზიკური პირის გამოკითხვამოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით;

) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური სასამართლოს წარუდგენს მიმართვას თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.

8. ყველა სუბიექტი, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ თავით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

9. ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.

10. არჩევნებისთვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას და მისი შევსების წესს განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.


თავი IX
კენჭისყრა

მუხლი 69. კენჭისყრა

თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კენჭისყრა ტარდება საქართველოს ორგანული კანონისაქართველოს საარჩევნო კოდექსი  საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.


თავი X
კენჭისყრის/არჩევნების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარება

მუხლი 70. ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელება
1. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები ამ კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო ოლქებში/საარჩევნო უბნებში ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებები, აგრეთვე მათი გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

 


მუხლი 71. საარჩევნო ოლქები / საარჩევნო უბნები
1. იმ საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამ მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება უსკოს განკარგულებით. აღნიშნული საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% მოიცვას.

2. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო ოლქები/უბნები შეესაბამება ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ საარჩევნო ოლქებს/უბნებს.

3. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება:

) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;

) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;

) უსკოს განკარგულებით განსაზღვრულ იმ საარჩევნო უბანში, რომელიც ამ პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს არ განეკუთვნება.

4. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო უბნები შეესაბამება ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ საარჩევნო უბნებს.

5. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება:

) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში;

) ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში.

6. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000- არ უნდა აღემატებოდეს.


მუხლი 72. კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები

 

1. კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები, მათ შორის, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

2. იმ საარჩევნო უბანში, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება:

) საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღეს 6 საათსა და 45 წუთზე;

) ამომრჩეველთა მარკირება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიდადგენილი წესით;

) საკონტროლო ფურცელი არ გამოიყენება;

) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი.

3. საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ აპარატიდან ბეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელსაც ხელს აწერენ აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. ამ პუნქტით განსაზღვრული პროცედურის განხორციელების შემდეგ გრძელდება ამ კანონით გათვალისწინებული ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები.

4. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას ხელმძღვანელობენ საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსი78-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნებით.


მუხლი 73. საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმისა და სახის დადგენა

 

1. საარჩევნო ბიულეტენის ფორმას, ტექსტსა და შევსების წესს, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური ჩარჩოკონვერტის სახეებს, წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის ფორმასა და სახეს განკარგულებით ადგენს უსკო.

2. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის ფორმა და შევსების წესი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური ჩარჩოკონვერტის სახეები, წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის ფორმა და სახე განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.

3. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ამ შემთხვევაში ბიულეტენის ტექსტს განკარგულებით ადგენს უსკო, რომელიც ეგზავნება ცესკოს შემდგომში ბიულეტენის საბოლოო ტექსტის დადგენის მიზნით.


მუხლი 74. ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტი

 

1. ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის/არჩევნების აუდიტი ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიმე-80 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებებით.

2. ამ მუხლით განსაზღვრული აუდიტის ჩატარების დადასტურების წესს განკარგულებით ადგენს უსკო.

3. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ამ შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული აუდიტის ჩატარების დადასტურების წესი განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.


მუხლი 75. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა
1. იმ საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი, უსკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ციფრულ ფორმატში უნდა იქნეს გადაყვანილი.

2. უსკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ მოწყობილობაზე არსებული საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ყველა ვერსიის ინტერნეტსივრცეში განთავსება საარჩევნო უბნების მიხედვით, კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსიის ინტერნეტსივრცეში გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

3. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების გამოქვეყნების წესი განისაზღვრება უსკოს დადგენილებით.

4. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსიგანსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების გამოქვეყნების წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.


თავი XI
კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება

მუხლი 76. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები
1. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება სკოს და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

3. აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერაშესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, რეგისტრაციაში გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.

5. ამ კანონის 77- მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის დალუქვისა და მასზე კომისიის ყველა წევრის მიერ ხელის მოწერის შემდეგ აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შესწორება დასაშვებია საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნის, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილებას.

7. თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები) ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რომელიც არ შეიძლება მეორდებოდეს.

8. შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება. მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს სკო. შემაჯამებელი ოქმები იბეჭდება სკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. მათი დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და სკოსთვის გადაცემული ოქმების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილი ოქმების რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები.

9. შემაჯამებელი ოქმების საარჩევნო კომისიაში შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პასუხისმგებელია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

10. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

11. შემაჯამებელი ოქმი იბეჭდება დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ სკოს.

12. შემაჯამებელი ოქმი იბეჭდება ქართულ ენაზე.


მუხლი 77. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა
1. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება პარტიული სიების მიხედვით.

3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;

ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;

გ) არჩევნების დასახელება;

დ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა, ესეც უნდა აღინიშნოს);

ე) ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ვ) ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ზ) ამომრჩეველთა სიებში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 12 საათსა და 17 საათზე;

თ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);

ი) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ლ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

მ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (კომისიის წევრი ამ ჩანაწერს აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას).

4. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

5. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისთვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.

8. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს უსკოს.

9. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისთვის. საუბნო საარჩევნო კომისია ოქმის ფოტოასლს (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის წარმომადგენლებს ან პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას აღნიშნული პირები ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერებით ადასტურებენ.

10. კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. აღნიშნული ფოტოასლები უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

11. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის უფლებამოსილი პირებისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. კენჭისყრის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

13. საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ილუქება ცალკე პაკეტში. პაკეტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრები.


მუხლი 78. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა, თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და ეს შედეგები (მონაცემები) შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში და არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს უსკოს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა, ესეც უნდა აღინიშნოს);

დ) საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ე) საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;

ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ზ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ი) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);

კ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ამ უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი;

ლ) იმ საარჩევნო უბნებში გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;

მ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი (კომისიის წევრი ამ ჩანაწერს აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

3. საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომლებიც ესწრებიან კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

4. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისთვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.

6. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში.

7. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ მათში ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა უსკოს.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის წარმომადგენლებსა და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

9. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

10. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შეჯამებიდან 7 დღის ვადაში გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიების დალუქულ ჩანაწერთა წიგნებს, გადაიღებს წიგნების იმ გვერდების ასლებს, რომლებზედაც შესრულებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 71-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ჩანაწერები (ამის შემდეგ ჩანაწერთა წიგნი ისევ უნდა დაილუქოს), ხელმოწერით დაამოწმებს ჩანაწერებს და შესაბამის დალუქულ დოკუმენტებთან (პირადობის მოწმობების/პასპორტების ფოტოასლები) ერთად გადასცემს უსკოს და ცესკოს.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარებისას საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი იმავე პუნქტით დადგენილ ვადაში გადაიღებს ჩანაწერთა წიგნების იმ გვერდების ფოტოასლებს, რომლებზედაც შესრულებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები, ხელმოწერითა და კომისიის ბეჭდით დაამოწმებს მათ და საჭიროების შემთხვევაში გადასცემს უსკოს და ცესკოს.


მუხლი 79. არჩევნების შედეგების შეჯამება უსკოში
1. უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს და ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

2. უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი ცალი ინახება უსკოში, მეორე ცალი გადაეცემა უმაღლეს საბჭოს, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

3. უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

4. პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა ყველა იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 21-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.

5. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიას, რომელმაც უსკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

6. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან უმაღლესი საბჭოს წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

7. თუ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და უსკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.

8. ისეთი განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელშიც მოთხოვნილია კენჭისყრის შედეგების გადამოწმება ან ბათილად ცნობა, უსკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ ან აღნიშნული მოქმედების განხორციელებას შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს. საჭიროების შემთხვევაში უსკო უფლებამოსილია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.

9. განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.

10. უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების ნომრები, სადაც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, სადაც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი (მიეთითება მთელი ნაწილის შემდეგ არაუმეტეს ხუთი ციფრი დამრგვალების გარეშე) და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენი საარჩევნო სუბიექტების მიხედვით დალაგებული არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრთა სია მათი პარტიული კუთვნილების მითითებით.

11. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე უსკო ამ ოქმს აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.

12. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა, უსკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

13. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიების პარტიული სიები უცვლელი რჩება. ამ სიებში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.

14. უსკო ვალდებულია უზრუნველყოს უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებული საუბნო საარჩევნო კომისიის და საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმების  საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ უსკოს ვებგვერდზე განთავსებით. ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსკო ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის ოქმზე.


მუხლი 80. უმაღლესი საბჭოს ხელახალი არჩევნები
1. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

2. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში. ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს უსკო, არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 დღისა


მუხლი 81. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები

 

უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება დათხოვნიდან არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს 90- დღისა. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 82. უმაღლესი საჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი
1. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში უმაღლესი საბჭოს რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუკი მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრობაზე. საწინააღმდეგო შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი და . . თუ პარტიულ სიაში ასარჩევი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი აღარ არის, უმაღლესი საბჭოს წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება. ადგილმონაცვლეობის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ და ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

2. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტიული სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად მისი ადგილმონაცვლეა.

3. უსკო ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობის შესახებ.

4. შესაბამისმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს უსკოს მიერ ბოლო არჩევნებისთვის განსაზღვრულ დაწესებულებაში.

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, უსკოს შესაბამისი სამსახურის დასკვნის საფუძველზე, უსკოს თავმჯდომარე განკარგულებით განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლეს. განკარგულება სათანადო საბუთებთან ერთად ეგზავნება უმაღლეს საბჭოს

6. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, უსკოს თავმჯდომარე განკარგულებით არ ცნობს მის ადგილმონაცვლეობას, ასეთ შემთხვევაში ეს უფლება გადადის ამ მუხლით გათვალისწინებული წესით რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატზე.


მუხლი 83. არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების რეგისტრაცია
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უსკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ.

თავი XII
საარჩევნო დავის განხილვა

მუხლი 84. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრება
1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადები და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

3. უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი განისაზღვრება ამ კანონით.


მუხლი 85. კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესი
1. განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს თავის მიერ ხელმოწერილ ცნობას, რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

2. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:

ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი;

დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

4. თუ განცხადებაში/საჩივარში დაფიქსირებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში აღინიშნება „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო.


მუხლი 86. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ

 

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 85- მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

2. განცხადება/საჩივარი ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 85- მუხლით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიამ/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 3 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 4 დღის ვადაში.


მუხლი 87. ხმების დათვლასა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების / საჩივრის განხილვა

 

1. ამ კანონის 86-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისიის მიერ განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.

2. თუ დარღვეულია ამ კანონის 85- მუხლის მე-2 პუნქტის“–„ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და მის გამოსასწორებლად გონივრული ვადა განუსაზღვროს, რის შესახებაც კომისიის მდივანი კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს სათანადო ჩანაწერს, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

3. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

4. ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი და მიეთითება ხარვეზის გამოსწორების ზუსტი დრო და თარიღი. ჩანაწერს ხელს აწერენ ხარვეზის აღმომფხვრელი პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.

5. ამ კანონის 85- და 86-ე მუხლებითა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები საჩივრდება ამ კანონის 88- მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.


მუხლი 88. გასაჩივრების ვადა და წესი
1. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უსკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის/საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს უსკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. უსკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4. უსკოს/უსკოს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

5. საარჩევნო პერიოდში უსკოს ან/და მისი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელიც  შესაბამის საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ უსკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც შესაბამის სარჩელს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

6. აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

7. განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.

8. ამ კანონის 89-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე იმავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი სარჩელი/განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

9.  საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში სარჩელი/განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

10. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში სარჩელის/განცხადების/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

11. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესით ეცნობოს მხარეს.

12. საოლქო საარჩევნო კომისიაში, უსკოში საჩივრის შეტანა დასაშვებია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანის წესს განკარგულებით განსაზღვრავს უსკო.

13. მხარე ვალდებულია საჩივარში გარკვევით მიუთითოს საჩივრის ავტორის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილური ტელეფონის) ნომერი. ასევე უნდა მიეთითოს საჩივრის ავტორის ფაქსი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში).

14. საჩივრის განხილვისთვის, ამ კანონით მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით მხარე შეიძლება დაბარებულ იქნეს როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:

ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვა).

15. შესაბამისი საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა.

16. საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემტან პირს/დამკვირვებელ ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

17. თუ საჩივრის ავტორი არის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.

18. თუ საჩივრის ავტორი არის საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის ამ კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ წარმომადგენელს.

19. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის შესახებ პირადად მას უნდა ეცნობოს.

20. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს საარჩევნო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. უსკოში აქტს ადგენს უსკოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და დეპარტამენტის უფროსი. ქვემდგომ საარჩევნო კომისიაში აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და კომისიის თავმჯდომარე. აქტის ფორმა მტკიცდება უსკოს განკარგულებით.

21. მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.

22. მხარის გამოუცხადებლობა არ არის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველი.

23. მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები.

24. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის განხილვისას საარჩევნო კომისიაში მხარის წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი, გარდა პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირისა.

25. საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.

26. საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მხარეს მიუთითოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.

27. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

28. მხარეს, რომელიც, შეტყობინების მიუხედავად, არ გამოცხადდა საჩივრის განხილვისას, საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ეგზავნება.

29. საჩივრის განხილვის დროს მხარის საარჩევნო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ არის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადის ათვლის საფუძველი.

30. სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას/უსკოს სარჩელის/საჩივრის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს.

31. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.

32. სასამართლოები საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან უსკოს. ამასთანავე, შესაბამისი სასამართლო უსკოს უგზავნის განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ. ამ განჩინებას უსკო მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განჩინება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 საათის გასვლისთანავე ჩაითვლება მესამე პირებისთვის ჩაბარებულად, ხოლო ისინი სასამართლო პროცესზე დაბარებულებად ჩაითვლებიან.


მუხლი 89. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე ამ პირთა სახელითმათი განცხადების, მიმართვის ან წარდგინების საფუძველზეელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს. ელექტრონული რეესტრის წარმოების წესს განკარგულებით განსაზღვრავს სკო.

2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.

3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს უსკოში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, უსკოს წევრს.

4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.

5. უსკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში  ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს,  დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.

7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიის ან მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.

8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უსკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს უსკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.

9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში უსკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს.

10. პარტიის საარჩევნო რეგისტრაციისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:

) პარტიას, თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, ან  მისი წარმომადგენელი ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;

უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ უსკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

11. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, რეგისტრაციის შესახებ უსკოს თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

) უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები, ან/და უსკოს თავმჯდომარემ გააუქმა მათი რეგისტრაცია;

) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად უსკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ უსკოს თავმჯდომარემ პარტიული სია, პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები, რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა.

12. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცი რეგისტრაციის შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: აღნიშნულ ორგანიზაციას, თუ უსკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას და დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა .

13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: აღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში  საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.

14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის აკრედიტაციის შესახებ უსკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის აკრედიტაციის თაობაზე განცხადება არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიასდამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

15. ამ კანონის 59- მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი პარტიის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას ეხება .

შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს. ასეთი მოთხოვნის სხვა უფლებამოსილი პირისთვის წარდგენის თაობაზე მის მიერ წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.

16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსი51- მუხლის მე-3 ნაწილისა და 56- მუხლის პირველიმე-5 ნაწილების დებულებათა დარღვევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

17. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას,   შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

18. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიას, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს.

19. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

20. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში უსკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

21. უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: უმაღლესი საჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.


თავი XIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 90. გარდამავალი დებულებები
1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე უსკოს მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.

2. უსკომ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტის ამ კანონთან შესაბამისობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.


მუხლი 91. დასკვნითი დებულებები
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 21 ივნისის კანონიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010240020.30.056.016015).

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე

 

ბათუმი,

30 აპრილი 2026 წ.

N63-IIს

 




დანართი
 ამ კანონის 45- მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისთვის განსაზღვრული მუნიციპალიტეტები

მუნიციპალიტეტის დასახელება

მუნიციპალიტეტის საზღვრები

ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ქედა

ქედის მუნიციპალიტეტი

შუახევი

შუახევის მუნიციპალიტეტი

ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტი