აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64-IIს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 30/04/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016058
64-IIს
30/04/2026
ვებგვერდი, 01/05/2026
010240080.51.056.016058
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.04.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.51.056.016040) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. მუნიციპალიტეტის დელეგატის წარმომადგენელი

1. მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი იმავე კანონის დანართით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტში, რომლის დელეგატად მიიჩნევა იგი.

2. თუ მუნიციპალიტეტის დელეგატს ვადამდე შეუწყდება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამისი მუნიციპალიტეტის დელეგატის უფლებამონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრს თავის წევრთაგან ასახელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ უმაღლეს საბჭოში შექმნილი ფრაქცია.“.


მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეცოტნე ანანიძე

 

ბათუმი,

30 აპრილი 2026 წ.

N64-IIს