დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016842 |
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0 (ნული) ლარით. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
1. M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება − 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და არაუმეტეს 5 ტონა სრული მასით.
2. M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება − 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და 5 ტონაზე მეტი სრული მასით. |
| მუხლი 4 |
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ადიგენი-უდე-არალი და ადიგენი-ბენარა-აბასთუმანი შეღავათიანი ტარიფით, 0 (ნული) ლარით, მგზავრობის უფლება განესაზღვროთ მოსახლეობის ყველა კატეგორიას. |
| მუხლი 5 |
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორცილებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სუბიექტი – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ტრანსპორტის განყოფილება. |
| მუხლი 6 |
ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ვალდებულია ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის სავარაუდო შემადგენლობის შესახებ. |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიისთანავე. |
|
დანართი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები