„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016843
20
30/04/2026
ვებგვერდი, 04/05/2026
010250050.35.137.016843
„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

     ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2026 წლის 30 აპრილი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის  წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022,  010250050.35.137.016593), კერძოდ:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების  წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენების ფინანსური დახმარების წესი დანართი 1-ის შესაბამისად.“;

გ)დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში წარმატებული მოსწავლეების  ფინანსური დახმარების წესი დანართი 2-ის შესაბამისად.“;

დ) დადგენილების მე-31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების, გრანტის მიმღები სტუდენტებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების გაცემის წესი დანართი 4-ის შესაბამისად.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1, დანართი 2, დანართი 3 და დანართი 4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მღებრიშვილი



დანართი 1

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  წარმატებული სპორტსმენების ფინანსური დახმარების წესი

მუხლი 1. ფინანსური დახმარების  წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების ფინანსური დახმარების წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ადიგენის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებზე ფინანსური დახმარების  პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაკავებული ბავშვებისა და ახალგაზრდების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ფინანსური დახმარების გზით, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

3. ფინანსური დახმარება გაიცემა სპორტის დარგში წარმატებულ სპორტსმენებზე.

4. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 2. საერთაშორისო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური დახმარება

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საერთაშორისო ჩემპიონატზე და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 5000 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3500 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში საერთაშორისო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური დახმარების ოდენობა:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე – 1000 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე – 700 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე – 500 ლარი.

მუხლი 3. საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური დახმარება

1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატზე და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური დახმარების ოდენობაა:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე – 500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს,  მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე – 300 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე – 200 ლარი.

მუხლი 4. ადგილობრივ (რეგიონულ) დონეზე ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენების ფინანსური დახმარება

1. სპორტსმენმა, რომელიც ასპარეზობს რეგიონულ ჩემპიონატზე  და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში რეგიონულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური დახმარების ოდენობაა:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 150 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 100 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 50 ლარი.

მუხლი 5. ადგილობრივ (რაიონულ) დონეზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ/თანამონაწილეობით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენების ფინანსური დახმარება

1. სპორტსმენმა, რომელიც ასპარეზობს რაიონულ ჩემპიონატზე სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 100 ლარი.

2. გუნდურ სახეობებში რაიონულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური დახმარების ოდენობაა:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში –1250 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი.

მუხლი 6. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენის/გუნდის ფინანსური დახმარების მიღების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ინდივიდუალურ სპორტის სახეობაში სპორტსმენის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  გუნდური სპორტის სახეობაში გუნდის კაპიტნის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

გ) ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ინდივიდუალურ სპორტის სახეობაში სპორტსმენის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები, ხოლო გუნდური სპორტის სახეობაში, გუნდის კაპიტნის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები, არასრულწლოვნის შემთხვევაში, სპორტსმენის გუნდის კაპიტანის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სპორტსმენის, ხოლო გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან);

2. ფინანსური დახმარება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 7. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება

1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის მიერ შექმნილი დროებითი კომისია.

2. სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენების წახალისება ფინანსური დახმარების გზით განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.


დანართი 2

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში წარმატებული მოსწავლეების ფინანსური დახმარების წესი

მუხლი 1. ფინანსური დახმარების წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში წარმატებული მოსწავლეების ფინანსური დახმარების  წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებულ/საპრიზო ადგილის მფლობელ ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსწავლეების ფინანსური დახმარების  პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია წარმატებული მოსწავლეების (გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე გამარჯვებული/საპრიზო ადგილის მფლობელი) წახალისება ფინანსური დახმარების  გზით.

3. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის  ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 2. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდების ფინანსური დახმარება

1. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებმა, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ შეჯიბრზე ან/და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, მიიღონ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 150 ლარი.

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 100 ლარი.

2. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებმა, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ შეჯიბრზე ან/და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი გუნდურად, მიიღონ ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის წევრმა – 300 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის წევრმა – 200 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის წევრმა – 100 ლარი.

მუხლი 3. ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. სახელოვნებო-ინტელექტუალური შემსრულებლის/გუნდის წარმატებული მოსწავლეების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის/ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ჩემპიონატში, ფესტივალებსა და კონკურსებზე საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მოსწავლის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის  პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა, კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის/ხელმძღვანელის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები; არასრულწლოვნის შემთხვევაში, მოსწავლის/ გუნდის კაპიტანის  ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა, კანონიერი წარმომადგენლის უფლებმოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მოსწავლის, ხოლო  გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის/ხელმძღვანელის ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან);

2. ფინანსური დახმარების გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება

1. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური.

2. სახელოვნებო-ინტელექტუალურ დარგში წარმატებული მოსწავლეების წახალისება განხორციელდება ფინანსური დახმარების გზით მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.


დანართი 3

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტების ფინანსური დახმარების მიზნით სწავლის დაფინანსების წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ფინანსური დახმარების გაცემის წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტების ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფინანსების წესს.

2. წესის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დახმარება და მუნიციპალიტეტის ფარგლებში დეფიციტური პროფესიების სწავლების წახალისება სწავლის გადასახადის დაფინანსების გზით.

3. დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უნივერსიტეტი – უნივერსიტეტი/სასწავლო უნივერსიტეტი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) სტუდენტი – უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

გ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით;

დ) სკოლა – ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი II

ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები და ფინანსური დახმარების ოდენობა

მუხლი 3.  სოციალურად დაუცველი სტუდენტის ფინანსური დახმარება

1. სწავლა დაუფინანსდება სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

 ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში გავლილი აქვს ბოლო 3 სასწავლო წლის სწავლების პერიოდი;

გ) არის ბაკალავრიატის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტი;

 დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;

ე) მინიჭებული აქვს 0–65000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.

 2. სტუდენტის დაფინანსება, ერთჯერადად, ერთი სემესტრის განმავლობაში, დგინდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის გათვალისწინებით, სტუდენტის დარჩენილი გადასახადით, მაგრამ არაუმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა.

მუხლი 4. სამშენებლო  ან  არქიტექტურის  ფაკულტეტის  სტუდენტთა  ფინანსური  დახმარების მიზნით,  სწავლის გადასახადის დაფინანსება

1. სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა სამშენებლო ან არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში გავლილი აქვს ბოლო 3 სასწავლო წლის სწავლების პერიოდი;

გ) არის ბაკალავრის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;

ე) მინიჭებული აქვს 0-65000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა ან/და არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი;

ვ) არის სამშენებლო ან არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი.

2. დაფინანსებას მოიპოვებს პირველი სამი სტუდენტი, რომელიც წარადგენს განაცხადს სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით და აკმაყოფილებს წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

3. სტუდენტის დაფინანსება, ყოველწლიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, დგინდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის გათვალისწინებით, სტუდენტის დარჩენილი გადასახადით, მაგრამ არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა.

4. სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს სწავლის დაფინანსებას, სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში უნდა დაბრუნდეს ადიგენის მუნიციპალიტეტში და დასაქმდეს მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი სპეციალობით არანაკლებ 36 თვის განმავლობაში.

თავი III

პროგრამის ადმინისტრირება, ანგარიშსწორების წესი და ფინანსური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია

მუხლი 5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. სწავლის დასაფინანსებლად სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლაში ბოლო 3 სასწავლო წლის სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალური სარეიტინგო ქულის შესახებ;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პირველკურსელის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ცნობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;

თ) პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ დამატებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია;

ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

2. სწავლის დასაფინანსებლად სამშენებლო ან/და არქიტექტურის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლაში ბოლო 3 სასწავლო წლის სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სოციალური სარეიტინგო ქულის შესახებ ან/და იუსტიციის სამინისტროს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან ერთ-ერთი მშობლის ცნობა მრავალშვილიანობის სტატუსის შესახებ;

ე) ცნობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;

ზ) პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის განმახორციელებლის მიერ დამატებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია;

თ) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

მუხლი 6. ფინანსური დახმარების გაცემის ადმინისტრირება

1. სამშენებლო ან არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა სწავლის დაფინანსება განხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური.

3. სტუდენტების სწავლის დაფინანსება განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე.


დანართი 4

ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების, გრანტის მიმღები სტუდენტებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების გაცემის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ფინანსური დახმარების – მერის სტიპენდიისა და მერის ჯილდოს გაცემის წესი და მიზანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების, გრანტის მიმღები სტუდენტებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე, გრანტის მიმღებ სტუდენტებსა და წარჩინებულ კურსდამთავრებულზე მერის სტიპენდიისა და მერის ჯილდოს გაცემის წესს.

 2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული წარმატებული სტუდენტების, გრანტის მიმღები სტუდენტების და წარჩინებული კურსდამთავრებულის წახალისება ფინანსური დახმარების გაცემის გზით.

3. ფინანსური დახმარების დაფინანსება ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უნივერსიტეტი – უნივერსიტეტი/სასწავლო უნივერსიტეტი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) წარმატებული სტუდენტი – უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო/ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი და სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს 91-100 ქულა (A კატეგორია-ფრიადი);

გ) გრანტის მიმღები სტუდენტი – ბაკალავრის სტუდენტი რომელსაც მოპოვებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი (სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა);

დ) სკოლა – ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ე) წარჩინებული კურსდამთავრებული – პირი, რომელსაც გადაეცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი;

ვ) მერის სტიპენდია – წარმატებული სტუდენტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამიდან სემესტრულად გაცემული ფინანსური დახმარება;

ზ) მერის ჯილდო – წარჩინებული კურსდამთავრებულისთვის/გრანტის მიმღებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამიდან ერთჯერადად გაცემული ფინანსური დახმარება.

თავი II

ფინანსური დახმარების სამიზნე ჯგუფები, ფინანსური დახმარების ოდენობა

მუხლი 3. წარმატებული სტუდენტების ფინანსური დახმარება

1. მერის სტიპენდია გაიცემა წარმატებულ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სკოლაში უფიქსირდება ბოლო 3 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის სულ ცოტა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) არის საბაკალავრო/ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;

ე) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (Aკატეგორია – ფრიადი);

2. მერის სტიპენდია სემესტრში ერთჯერადად შეადგენს 500 ლარს.

3. მერის სტიპენდიის მისაღებად წარმატებულმა სტუდენტმა/სტუდენტის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სტუდენტის/სტუდენტის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო კანონიერი წამომადგენლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი სტუდენტის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სტუდენტის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები, ხოლო არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები;

დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სკოლაში ბოლო 3 წელი სწავლების პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

ვ) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

4. მერის სტიპენდიის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში ფინანსური დახმარების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებით ვადას – 10 სამუშაო დღეს. დამატებით ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის/არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განმცხადებელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მუხლი 4. გრანტის მიმღები სტუდენტების  ფინანსური დახმარება

1. მერის ჯილდო გაიცემა გრანტის მიმღებ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მოპოვებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი (სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა;

ბ) არის საქართველოს მოქალაქე;

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სკოლაში უფიქსირდება ბოლო 3 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის სულ ცოტა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. მერის ჯილდო სტუდენტზე, რომელიც მოიპოვებს 100%-იან სახელმწიფო სასწავლო გრანტს (სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა), გაიცემა ერთჯერადად 2500 ლარის ოდენობით.

3. სტუდენტმა, რომელსაც მოპოვებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი (სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა), მერის ჯილდოს მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) გრანტის მიმღები სტუდენტის/კანონიერი წარმომადგენელის განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) გრანტის მიმღები სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში, არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ)გრანტის მიმღები სტუდენტის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები;

დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სკოლაში ბოლო 3 წელი სწავლების პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესახებ;

ვ) რექტორის მიერ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი;

ზ) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

4. მერის ჯილდოს მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში, ფინანსური დახმარების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებით ვადას – 10 სამუშაო დღეს. დამატებით ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის/არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განმცხადებელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მუხლი 5. წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარება

1. მერის ჯილდო გაიცემა წარჩინებულ კურსდამთავრებულზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება ბოლო 3 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის სულ ცოტა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) გადაცემული აქვს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი.

2. მერის ჯილდოს ოდენობა წარჩინებულ კურსდამთავრებულზე, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის მიხედვით, განისაზღვრება:

ა) ოქროს მედალოსნის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემთხევაში ერთჯერადად – 300 ლარის ოდენობით;

ბ) ვერცხლის მედალოსნის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემთხვევაში ერთჯერადად – 150 ლარის ოდენობით.

3. მერის ჯილდოს მისაღებად კურსდამთავრებულმა/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) კურსდამთავრებულის/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენელის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) კურსდამთავრებულის/არასრუწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად;

გ) კურსდამთავრებულის/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები;

დ) კურსდამთავრებულის ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სკოლაში ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კურსდამთავრებულის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი ან/და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;

ვ) კურსდამთავრებულის ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).

4. მერის ჯილდოს მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის შემთხვევაში ფინანსური დახმარების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი განმცხადებელს განუსაზღვრავს დამატებით ვადას – 10 სამუშაო დღეს. დამატებით ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის/არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

თავი III

პროგრამის ადმინისტრირება და ანგარიშსწორების წესი

მუხლი 6. ფინანსური დახმარების გაცემის ადმინისტრირება

1. წარმატებულ სტუდენტს, გრანტის მიმღებ სტუდენტსა და წარჩინებულ კურსდამთავრებულს ფინანსური დახმარება ჩაერიცხება წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ნომერზე.

2. მერის სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით, წარმატებულ სტუდენტს მერის სტიპენდიის მოთხოვნის უფლება აქვს სალექციო კურსის წინა სემესტრის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში.

3. მერის ჯილდო გრანტის მიმღებ სტუდენტს გადაეცემა ერთჯერადად, უნივერსიტეტში ჩარიცხვიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში.

4. მერის ჯილდო წარჩინებულ კურსდამთავრებულს გადაეცემა ერთჯერადად, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში.

5. ფინანსური დახმარების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური.

6. ფინანსური დახმარების გაცემა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.