დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460080000.10.003.025728 |
174
30/04/2026
ვებგვერდი, 01/05/2026
460080000.10.003.025728
„საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/01/2014, 460080000.10.003.017575) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) თხუთმეტკაცა რაგბში ახალგაზრდული ნაკრები გუნდები: გ.ა) მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის − 90 000; გ.ბ) მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავებისათვის: I ადგილი – 900 000; II ადგილი – 600 000; III ადგილი − 450 000; გ.გ) ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისათვის − 200 000.“. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით დაწესებული ფულადი პრიზი გავრცელდეს თხუთმეტკაცა რაგბში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მიერ 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ თითოეულ გამარჯვებაზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები