დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ნაფეტვრებში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - პირველი ქუჩისათვის - „იბერიის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-35. 35261202 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.153.016071 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-35.35261202 2026 წლის 30 აპრილი ქ. მცხეთა |
მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ნაფეტვრებში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის – პირველი ქუჩისათვის – „იბერიის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ (კომისიის 2026 წლის 31 მარტის №51 სხდომის ოქმის ამონაწერი) თანხმობის საფუძველზე,
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ნაფეტვრებში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – პირველ ქუჩას მიენიჭოს სახელი „იბერიის ქუჩა“ (თანდართული რუკის შესაბამისად). 2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები