მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წიწამურში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - მე-8 ქუჩისათვის - საზოგადო მოღვაწის ოლღა გურამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წიწამურში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - მე-8 ქუჩისათვის - საზოგადო მოღვაწის ოლღა გურამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 3526120001
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016073
გ-35. 3526120001
30/04/2026
ვებგვერდი, 05/05/2026
000000000.00.153.016073
მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წიწამურში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - მე-8 ქუჩისათვის - საზოგადო მოღვაწის ოლღა გურამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

    განკარგულება გ-35. 3526120001

2026  წლის  30  აპრილი

 ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის  საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წიწამურში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის  მე-8  ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის – ოლღა გურამიშვილის  სახელის მინიჭების  შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის  „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის  „ა.ე“ ქვეპუნქტის,   61-ე მუხლის  მე-2 ნაწილის,  საქართველოს კანონის  ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“  მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის   №239 დადგენილების  მე-2 მუხლის  ,,ა“ და ,,დ1“ პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლისა  და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (კომისიის 2026 წლის 31 მარტის  №51 სხდომის ოქმის ამონაწერი)  საფუძველზე,

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წიწამურში მდებარე სახელწოდების  არმქონე  გეოგრაფიულ ობიექტს  მე-8   ქუჩას მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის  ოლღა  გურამიშვილის სახელი.

2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შემდეგ მისამართზე:  ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

 

საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                   გიორგი ელოშვილი