დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი |
| მიღების თარიღი | 04/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280060000.73.085.016044 |
|
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 28 აპრილის №32 სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდში (შემდგომში – საპენსიო ფონდი) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში – ნუსხა). 2. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (ვებგვერდზე). 3. საპენსიო ფონდის ვებგვერდის მისამართია: www.pensions.ge 4. საპენსიო ფონდის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია უსასყიდლოდ ღია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება 1. საპენსიო ფონდის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება ,,საჯარო ინფორმაციის გვერდი“, რომელზეც განთავსდება ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ინფორმაცია. გარდა აღნიშნულისა, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში ვებგვერდზე თემატურად განათავსოს საჯარო ინფორმაცია და დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. 2. ინფორმაციის მოწოდების პერიოდულობაზე და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული საჯარო ინფორმაციის დაინტერესებული პირისათვის გაცემას უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ხოლო ინფორმაციის საპენსიო ფონდის ვებგვერდზე დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი (საჭიროების შემთხვევაში განთავსება შეიძლება უზრუნველყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა). 3. საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, მათ შორის, ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს. 4. საპენსიო ფონდის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია უსასყიდლოა, ღიაა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი 1. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს პროქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეს, პერიოდულობას და განახლებას. 2. საპენსიო ფონდის ვებგვერდიდან შესაძლებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, კოპირება და ბეჭდვა. მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი 1. დაინტერესებულ პირს შეუძლია საპენსიო ფონდისგან მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი განცხადების ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე publicinfo@pensions.ge გაგზავნის გზით ან/და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – my.gov.ge მეშვეობით. 2. ფონდში შემოსული მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ექვემდებარება რეგისტრაციას ფონდში მოქმედი საქმისწარმოების ინსტრუქციის შესაბამისად. 3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნის რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღეს. 4. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და მომზადების შემდეგ გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში, უზრუნველყოს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიწოდება ან წერილობით აცნობოს მას ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ. 5. საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით ან ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – my.gov.ge მეშვეობით (ან დაინტერესებული პირის თხოვნით ან მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერით). მუხლი 5. ძალაში შესვლა ეს წესი ძალაში შედის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 26 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის“ დებულების შესაბამისად, საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურის ძალაში შესვლის თარიღიდან. |
დანართი №1. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები