ერედვის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

ერედვის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170020.35.147.016337
7
04/05/2026
ვებგვერდი, 05/05/2026
040170020.35.147.016337
ერედვის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
ერედვის მუნიციპალიტეტი
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2026 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

ერედვის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ერედვის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი“ დანართი №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი



დანართი №1

ერედვის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის  შესყიდვის წესი


მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. ერედვის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ერედვის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და სამორიგეო) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა)  მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი  ორგანო – ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ერედვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და განაწილებულია (გამოყოფილია) მუდმივი სამსახურებრივი საჭიროებისათვის ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ან საკრებულოს თანამშრომელზე.

დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;

ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.

მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე პირები

1.განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ პირებს:

ა) ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ბ) ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს;

გ) ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ)  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;

ე) ერედვის მუნიციპალიტეტის სამსახურ(ებ)ის უფროს(ებ)ს;

მუხლი 4. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი

1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე – 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.

2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა, ხდება 1 მთელამდე.

3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურებების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილის არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილის კლასს.

4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხვის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მუხლი 5. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი

1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილებისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებაც, ობიექტური მოთხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი, ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

3. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი – ჰიბრიდი, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში Plug-In მოდიფიკაცია), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასისა და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით.

4. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ზღვრული ფლობის ღირებულების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;

ბ) ძრავას ზეთის ხარჯი;

გ) ძრავას ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდიციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების სანთლების ხარჯი;

თ) ძრავას ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;

კ) შიდაწვისა და ჰიბრიდული ავტომობილებისათვის საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.

5. შიდაწვისა და ჰიბრიდული ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის.

6. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში წინა − სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა – სულ მცირე ოთხჯერ. ხუნდების ოდენობის ამოწურვის შემდგომ ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

7. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში, რომელშიც არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

8. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი), ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში.

9. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია, ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება.

10. შემსყიდველი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში.

11. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან.

12. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას − ეროვნულ ვალუტაში საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შესყიდვა განახორციელოს შესაბამისი ჰიბრიდული − მსუბუქი ჰიბრიდი (MHEV) ან/და სრულად ჰიბრიდი (HEV) ავტომობილის მითითებით.

13. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევასა და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით.

14. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილისა და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ფლობის ღირებულების ფასი და საწვავის ფასი).

15. მიმწოდებელი ვალდებულია ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისისა და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული მუნიციპალური პარკის მყისიერ მორგებას ამ წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.

16. ამ წესის მიზნებისათვის, ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: III კლასის და სპეციალიზებული კლასის ავტომობილების ნიშნით. ავტომობილის  კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება განისაზღვრება ამ დადგენილების დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.

მუხლი 6. კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება

1. ეს მუხლი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს.

2. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.

3. III კლასის ავტომობილების სავალდებულო მოთხოვნები:

3.1. III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)   ზოგადი დანიშნულების:

ა.ა)   სამორიგეო;

ა.ბ)   მომარაგების;

ა.გ)   თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

ბ)   განპიროვნებული.

3.2. III კლასის  მსუბუქი  ავტომობილების  მინიმალური  ტექნიკური  მოთხოვნები  განსაზღვრულია  ცხრილი №1-ის შესაბამისად.

3.3. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები კი განსაზღვრულია ცხრილი №2-ის შესაბამისად.

3.4.  III კლასის მსუბუქი ავტომობილებისათვის ზღვრული ფლობის ღირებულებააა – 21 000 აშშ  დოლარის ეკვივალენტი ლარში.

3.5. მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის ზღვრული ფლობის ღირებულებაა – 29 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

4. სპეციალიზებული კლასის ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები:

4.1. სპეციალიზებული კლასის ავტომობილები:

ა) ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად;

ბ)  პიკაპი;

გ) განსხვავებული სპეციფიკაციის ავტომობილი, რომელიც სპეციალიზებული კლასის ავტომობილად განისაზღვრება ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.

4.2. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №3-ის შესაბამისად.

4.3. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

5. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

6. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

ცხრილი №1

 

III კლასის მსუბუქი ავტომობილი

 

ცხენის ძალა არანაკლებ

75

გადაცემათა კოლოფი

ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5 - საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3840

სიგანე არანაკლებ

1695

სიმაღლე არანაკლებ

1450

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევროქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა ორი უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

 

ცხრილი №2

III კლასის მსუბუქი  ჰიბრიდული ავტომობილი

​​საწვავის ტიპი

​​ჰიბრიდი

​​კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

​​122

​​კარები

​​4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

​​გადაცემათა კოლოფი

​​ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

​​სიგრძე არანაკლებ

​​4136

​​სიგანე არანაკლებ

​​1492

​​სიმაღლე არანაკლებ

​​1385

​საგარანტიო პირობები

​​7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, ​გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის, ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000  ​კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)  ​სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ​​ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,  ​ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,  ​ელექტრომცველები, შუშის საწმენდი  ​ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის  ​გადაბმულობის ქურო, გადაცემათა  ​კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა  ​კოლოფის გადაბმულობის დისკი და  ​საყრდენი დისკი)

​​უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

​​NCAP (ევროქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

​​ელექტროშუშები

​​ოთხივე

​​აუცილებელი მოთხოვნა

​​მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

​​აუცილებელი მოთხოვნა

​​კონდიცირება

​​აუცილებელი მოთხოვნა

​​აუდიოსისტემა

​​აუცილებელი მოთხოვნა

​​ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

​​აუცილებელი მოთხოვნა

​​ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

​​აუცილებელი მოთხოვნა

​​საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

​​აუცილებელი მოთხოვნა

​​ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

​​აუცილებელი მოთხოვნა

​​სარკეების ელექტრო- ან/და მექანიკური რეგულირება

 

ცხრილი №3

III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

82

გადაცემათა კოლოფი

ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ - 5 საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3665

სიგანე არანაკლებ

1600

სიმაღლე არანაკლებ

1575

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფადცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევროქრაშტესტი, IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა ორი უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4

 

ცხრილი №4

III კლასის მსუბუქი  მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილი

 

საწვავის ტიპი

ჰიბრიდი

კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ

140

კარები

4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)

გადაცემათა კოლოფი

ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4125

სიგანე არანაკლებ

1725

სიმაღლე არანაკლებ

1535

საგარანტიო პირობები

7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის, ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)

სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი

ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,

ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი

ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის

გადაბმულობის ქურო, გადაცემათა

კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა

კოლოფის გადაბმულობის დისკი და

საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად

შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული

მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე

 აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევროქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 7 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიცირება

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის

და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება

აუცილებელი მოთხოვნა

ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელექტრო ან მექანიკური რეგულირება

 

ცხრილი №5

სპეციალიზებული კლასის ავტომობილი

 

ცხენის ძალა არანაკლებ

102

გადაცემათა კოლოფი

ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1755

სიმაღლე არანაკლებ

1760

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევროქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფად ცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ ორი უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების მექანიკური ან ელექტრო რეგულირება