ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016577
4
04/05/2026
ვებგვერდი, 05/05/2026
010250050.35.128.016577
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2026 წლის 4 მაისი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველ(ებ)ის (ძაღლი,კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
წესის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ  ()დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას .
მუხლი 3
 1. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველ (ებ) ის (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესი“, გარდა წესის მე-5 და მე-6 მუხლების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ე“ და „ზ’’ ქვეპუნქტების და მე-2−მე-4 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-6 პუნქტის „ა”, „გ“ „ვ“და „თ“ ქვეპუნქტების და მე-7 პუნქტის,  მე-9 მუხლის მე-5−მე-9 პუნქტების, მე-11– მე-13 მუხლების, მე-15 მუხლის პირველი – მე-6 პუნქტებისა  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესის“ მე-5 და მე-6 მუხლები, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ზ’’ ქვეპუნქტები და მე-2, მე-4 პუნქტები, მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-6 პუნქტის „ა“, „გ“  „ვ“−„თ“ ქვეპუნქტები და მე-7 პუნქტი, მე-9 მუხლის მე-5−მე-9 პუნქტები, მე-11-მე-13 მუხლები, მე-15 მუხლის პირველი-მე- 6 პუნქტები  ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე



დანართი
 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ბინადარი   ცხოველ(ებ)ის (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის წესი

მუხლი 1.  ზოგადი დებულებები და რეგულირების სფერო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლები, კატები) მოვლა-პატრონობის და მათი ყოლის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი   ცხოველების (ძაღლები, კატები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

მუხლი 2.  წესის მიღების მიზანი

1. წესის მიღების მიზანია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების (ძაღლები, კატები) მოვლა-პატრონობისა და მათი ყოლის მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.

2. ამ წესის ამოცანებია:

ა) შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან;

გ) შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შინაური ბინადარი ცხოველი (შემდგომ − ცხოველი) – პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით;

ბ) პატრონიანი ცხოველი − ცხოველი, რომელსაც ჰყავს კანონით განსაზღვრულ-რეგისტრირებული მეპატრონე;

გ) ცხოველის მეპატრონე (შემდგომ − მეპატრონე) − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაციას რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, მოვლა-პატრონობას, მათ შორის, ვეტერინარულ მომსახურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) უპატრონო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც არ ჰყავს  კანონით განსაზღვრული მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;

ე) მიკედლებული ცხოველი − გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი;

ვ) უმეთვალყურეო ცხოველი − ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ უდგინდება მეპატრონე ან ცხოველის მიმკედლებელი;

ზ) ცხოველის მიმკედლებელი (შემდგომ − მიმკედლებელი) – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს მის კვება-დარწყულებას და რომელსაც უფლება აქვს, უზრუნველყოს იგი ვეტერინარული მომსახურებით;

თ) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო პირობების შექმნა, რომლებიც მოიცავს ცხოველის ხელმისაწვდომობას საკვებსა და წყალზე, დაავადების პრევენციას, მის დაცვას ტკივილისა და ტანჯვის მიყენებისგან;

ი) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო გარემოს შექმნა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვით, მისი კვება-დარწყულება, რეგულარული გასეირნება, სოციალიზაცია, ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ცოფისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის კეთილდღეობისთვის აუცილებელი სხვა პირობების უზრუნველყოფა;

კ) ვეტერინარული დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას;

) ვეტერინალური სამედიცინო მომსახურება  ცხოველთა ფიზიკური ჯანმრთელობისათვის საჭირო მომსახურება;

მ) ცხოველის ევთანაზია − მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის (ვეტერინარის ან ვეტერინარი ტექნიკოსის) მიერ ცხოველისთვის სიცოცხლის შეწყვეტა ჰუმანურად, მყისიერად და უმტკივნეულოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით;

ნ) ცხოველის იდენტიფიკაცია − მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ცხოველის ნიშანდება მიკროჩიპით, საყურე ნიშნით (საჭდით), ხოლო კატის შემთხვევაში − აგრეთვე ვეტერინარული წესებით დასაშვები სხვა მეთოდით;

ო) ცხოველის რეგისტრაცია – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შეტანა, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა;

პ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო − ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ  „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ (შემდგომ − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო);

 ჟ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო;

რ) მარეგისტრირებელი ორგანო  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, ცხოველების თავშესაფარი;

ს) საბელი − საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის გადაადგილების კონტროლს;

ტ) ალიკაპი − მოწყობილობა, რომელიც ძაღლს უმაგრდება დრუნჩზე ან თავზე და განკუთვნილია სხვა ცხოველისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

უ) ცხოველის გადამეტებული აგრესია − ცხოველის ისეთი ქცევითი დისბალანსი, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის ამ ცხოველის შემდგომ სოციალიზაციას;

ფ) ცხოველის პოპულაციის მართვა − ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით;

ქ) ცხოველების თავშესაფარი (შემდგომ − თავშესაფარი) − მუნიციპალური თავშესაფარი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო თავშესაფარი;

ღ) ვაქცინაცია − ცხოველის ორგანიზმში დაავადებების საწინააღმდეგო ანტიგენის (ანტიგენების) შეყვანა დაავადებების მიმართ იმუნიტეტის (ორგანიზმის დამცველობითი უნარის) ჩამოსაყალიბებლად;

ყ) კასტრაცია − ხვადი ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა;

შ) სტერილიზაცია − ძუ ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა;

ჩ) მიკროჩიპი −წაკითხვადი პასიური რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის საშუალება, სპეციალური ინფორმაციის მატარებელი იმპლანტი, რომლის საშუალებითაც მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახული იქნება ცხოველისა და მისი მეპატრონის შესახებ ინფორმაცია;

ც) საყურე ნიშანი (საჭდე) − იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ნომერს და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის შესახებ ინფორმაციის ასახვის შესაძლებლობას იძლევა;

ძ) სანაშენე ცხოველი − ცხოველი, რომლის ჯანმრთელობა, ჯიშიანობა და მოსაშენებლად ვარგისობა დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით და რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენებისთვის.

მუხლი 4 ცხოველის კეთილდღეობის პრინციპები

1. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპებია:

ა) თავისუფალი ხელმისაწვდომობა წყალსა და საკვებზე;

ბ) უსაფრთხო საარსებო გარემოსა და სათანადო საარსებო პირობების შექმნა;

გ) დაავადებების პრევენცია და მკურნალობა.

2. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების დაცვა სავალდებულოა როგორც ამ წესის დადგენილი პროცედურების ჩატარებისას, ისე ცხოველთა მართვის სფეროში საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას.

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუშვებელია:

ა) ცხოველის მიტოვება, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ცხოველის ევთანაზია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) ცხოველის ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით გადაცემა;

დ) ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება;

ე) ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ცხოველის დაზიანებისას/დაღუპვისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის შეუტყობინებლობა;

ვ) ცხოველების შემგროვებლობა;

ზ) ძაღლის წვრთნა საბრძოლო მიზნებისთვის.

მუხლი 5ცხოველის მიტოვების აკრძალვა

1. აკრძალულია ცხოველის მიტოვება, გარდა ამ წესით გათვალისწინებული ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების არსებობის შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეპატრონე ვალდებულია გონივრულ ვადაში ცხოველისთვის მოიძიოს ახალი მეპატრონე, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − გადაიყვანოს იგი თავშესაფარში განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად.

3. მეპატრონის მიერ ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიების შემთხვევაში ახალი მეპატრონის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში სავალდებულოა.

მუხლი 6 ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანო  და მისი კომპეტენცია

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების ყოლისა და ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოა    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული () „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“.

2.   მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო  ახორციელებს:

ა)   მეპატრონის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

ბ) მიმკედლებლის მიერ ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

გ) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას;

დ) მიკედლებული ცხოველის დაჭერის შესახებ ინფორმაციის მიმკედლებლისთვის შეტყობინებას;

ე) უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ლეშის განკარგვას.

3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უპატრონო/მიკედლებული ცხოველის   მოვლა-პატრონობის, პოპულაციის მართვისა და ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ქმნის მუნიციპალურ თავშესაფარს, ან აღნიშნულ საქმიანობებს ახორციელებს თავის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

4.მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო/მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა განახორციელოს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 7მეპატრონე

1. ცხოველის კეთილდღეობის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ვალდებულებების ფარგლებში, ცხოველის სახეობისა და ჯიშის თავისებურებების გათვალისწინებით, მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს:

)  ცხოველის სათანადო კვება და დარწყულება, კეთილსაიმედო გარემოს შექმნა, საძილე ადგილის გამოყოფა, მოწყობა, დათბუნება, ისეთი მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებასთან.

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით;

გ) ცხოველის გასეირნება, მგზავრობა, ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია და სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სტერილიზაციით/კასტრაციით ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა მისთვის სხვა, უვნებელი, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში;

ვ) ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში;

ზ) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება;

თ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს/სააგენტოს ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე;

ი) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში;

კ) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში;

ლ) ცხოველის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

) ცხოველის დაავადების შესახებ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;

ნ) ცხოველის ლეში  განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველების მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და გარემოს ექსკრემენტებით დაბინძურების შემთხვევში უზრუნველყოს შესაბამისი სანიტარიული მოქმედება;

) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად გაუშვას გასასეირნებლად ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია იქნება შემოსაზღვრული და ცხოველები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა მყოფი პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას.

2.   მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ 16 წლის ასაკის მიღწევისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობის არქონის შემთხვევებში.

3. პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის მეპატრონედ რეგისტრაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.

4. მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. თუ მემკვიდრე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი თავშესაფარში გადაყვანა.

მუხლი 8ცხოველის მიკედლება

1. ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვთ, უზრუნველყონ უპატრონო ცხოველის მიკედლება.

2. მიკედლების საფუძველია მიმკედლებლის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლება წყდება მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე ან მის მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

3. ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ.

4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულების, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

5. მიმკედლებელს უფლება აქვს, უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის:

ა) ვეტერინარული მომსახურება;

ბ) დაავადებების პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა;

გ) დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

6. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით, მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციისთვის მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება;

გ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო ანტირაბიული ვაქცინაციის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს;

დ) მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები;

ე) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსა და სააგენტოს მიერ მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებას, მათ შორის, მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

ვ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა;

ზ) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით;

თ) მიკედლებული ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმკედლებლად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო.  

მუხლი 9.  ცხოველის ვეტერინარული მომსახურება

1. მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კეთილსაიმედოობისა და მოსახლეობის ზოონოზური დაავადებისგან დაცვის მიზნით, დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას ახორციელებს ვეტერინარული დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.        

2. ცხოველის ვეტერინარულ მომსახურებას უზრუნველყოფს ვეტერინარი ან ვეტერინარი ტექნიკოსი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.         

3. ვეტერინარული მომსახურება ხორციელდება ცხოველისთვის უმტკივნეულო საშუალებით.

4. აკრძალულია არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ:

ა) ყურების კუპირება;

ბ) კუდის კუპირება;

გ) ეშვების ექსტრაქცია;

დ) კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა;

ე) სმენის დაქვეითება;

ვ) ხმის იოგების გადაჭრა.

5. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

6. თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია თავად უზრუნველყოს პატრონიანი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხარჯებს ანაზღაურებს მეპატრონე.

7. მიკედლებული/უპატრონო ცხოველის მიღების შემთხვევაში ვეტერინარული დაწესებულება უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია. ამ პროცედურების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს.

8. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, კომპლექსური ვაქცინაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო მეპატრონის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე ვეტერინარულ პასპორტში.

9. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია მათ მიერ განხორციელებული ცხოველის ევთანაზიის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში.

10. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცოფის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოონოზური დაავადებების გამოვლენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, სააგენტოსთან ან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ვეტერინარული მომსახურება გაუწიოს მიკედლებულ/უპატრონო ცხოველს.

12. ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, გასცეს ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა.

13. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლით ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 10. თავშესაფარი

1. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შექმნას მუნიციპალური თავშესაფარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ვაქცინაციისა და მისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიების უზრუნველსაყოფად.

2. ცხოველის კეთილდღეობის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის მიზნით ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს შეუძლია შექმნას კერძო თავშესაფარი.

3. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს   დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინალური მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.

4. თავშესაფარი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწყოს:

ა) ვოლიერები და ვეტერინარული სივრცე შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად;

ბ) ვოლიერი, სადაც ცხოველი განთავსდება ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე, განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე ან ევთანაზიამდე. ვოლიერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ბ.ა) ცხოველს უნდა აძლევდეს გადაადგილებისა და საკვების მიღების საშუალებას;

ბ.ბ) ცხოველს არ უნდა უზღუდავდეს თავისუფალი სივრცის ხედვის საშუალებას − არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული, აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვოლიერის სათანადო ვენტილაცია;

გ) საკარანტინო სივრცე ცხოველის იზოლაციის უზრუნველსაყოფად;

დ) გასასეირნებელი სივრცე ცხოველის სათანადო ფიზიკური აქტივობის უზრუნველსაყოფად.

5. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს  მხრიდან.

6. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.

მუხლი 11.  პატრონიანი ცხოველის მოშენება და პოპულაციის მართვა

1. ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის წესისა და ვადების შესაბამისად, ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაციას/კასტრაციას, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სანაშენე ცხოველის მოშენება დასაშვებია საშენის მიერ ან არაკომერციული მიზნით მეპატრონის მიერ საქართველოს კანონის ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად.

3. ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველსაყოფად აკრძალულია:

ა) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება;

ბ) ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება;

გ) იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში;

დ) ცხოველის შეჯვარება გარეულ ცხოველთან.

4. სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობას გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის საფუძველზე.

5. მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით.

6. მეპატრონის მიერ სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად მიღებული ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი წესით.

7. მეპატრონის მიერ გამრავლებული სანაშენე ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.         

8. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საგამოფენო ცხოველზე, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის სახეობრივ/ინდივიდუალურ და ჯიშობრივ მახასიათებლებს და განკუთვნილია ცხოველების გამოფენაში მონაწილეობისთვის.

9. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის ვადის დადგომამდე მეპატრონე ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის საგამოფენო ცხოველად აღნიშვნის მიზნით.

10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციიდან 2 წლის ვადაში მეპატრონე ვერ მოიპოვებს ცხოველების გამოფენაში ცხოველის მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იგი ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების შესატანად მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველისთვის საგამოფენო ცხოველის სტატუსის მოხსნის შემდეგ იგი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.

მუხლი 12 უპატრონო / მიკედლებული ცხოველის პოპულაციის მართვა

1. უპატრონო/მიკედლებული ცხოველის კეთილდღეობისა და პოპულაციის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციასა და ანტირაბიულ ვაქცინაციას.

2. პოპულაციის მართვის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს უმეთვალყურეო/უპატრონო/მიკედლებული:

ა) ძაღლის ჰუმანური მეთოდით დაჭერა და იზოლაცია;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში გადამოწმება;

გ) ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ვეტერინარული მომსახურება) და ქცევითი თავისებურებების დადგენა;

დ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

ე) ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა;

ვ) ცხოველის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;

ზ) ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეძუძური ძაღლის დაჭერა დასაშვებია მხოლოდ ნაყართან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეძუძურ ძაღლს ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურის ჩატარების შემდეგ ცხოველს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს ვეტერინარული მომსახურება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვეტერინარული მომსახურების საფუძველზე, ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შეიძლება მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში.

6. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შემდეგ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მეპატრონის/მიმკედლებლის მოსაძიებლად განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები (მათ შორის, ცხოველის ფოტოსურათისა და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე ან/და სოციალურ ქსელებში განთავსება), ხოლო ამ ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − დაარეგისტრიროს ცხოველი, როგორც უპატრონო.        

8. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია სააგენტოსთან, მათ შორის, სადეზინფექციო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების ჩატარებით, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 

მუხლი 13.  ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

1. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად მარეგისტრირებელი ორგანო ახორციელებს ცხოველის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელსაც მართავს სააგენტო;

2. მონაცემთა ერთიანი ბაზის მიზანია:

) ცხოველების რაოდენობის დადგენა, თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, მათი მეპატრონეებისა და მიმკედლებლების დადგენა და რეგისტრაცია;

) მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია;

) უმეთვალყურეო ცხოველის მეპატრონის ან მიმკედლებლის დადგენა.

3. მონაცემთა ერთიან ბაზაში შეიტანება იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

) სახეობა, ჯიში, სქესი, დაბადების თარიღი, სახელი, გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) ნომერი;

) სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ;

) ვაქცინაციის შესახებ;

) მეპატრონე/მიმკედლებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი, ხოლო მეპატრონე/მიმკედლებელი იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია;

) სანაშენე ცხოველად, საგამოფენო ცხოველად და სასამსახურო ძაღლად აღნიშვნის შესახებ;

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან.

4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება და თავშესაფარი,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსგან მიღებულ მონაცემთა ერთიან ბაზაზე წვდომის საფუძველზე ახორციელებენ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას;

5. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს უპატრონო/მიკედლებული ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

6. მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილების შემთხვევაში ახალი მეპატრონის/მიმკედლებლის რეგისტრაციის მიზნით სავალდებულოა ცვლილების შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში;

7. მიკროჩიპის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის მიზნით.

მუხლი 14 ცხოველისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობა

1. დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა, მათ შორის:

ა) ცხოველის ცემა;

ბ) ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა;

გ) ცხოველის ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც იწვევს მის ტანჯვას;

დ) ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ ან/და წახალისება სხვა ცხოველის ან/და ადამიანის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ;

ე) არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე  ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება;

ვ) ცხოველისთვის ჭრილობის მიყენება, მისი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება (მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევისას), რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის;

ზ) ცხოველის გამოყენება სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის ან/და მასზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება, გარდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

თ) ცხოველების ორთაბრძოლის ორგანიზება და ჩატარება;         

ი) სხვა  ქმედება, რომელიც იწვევს ცხოველის ტანჯვას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

მუხლი 15 პატრონიანი ცხოველის გადაადგილების ზოგადი მოთხოვნები

1. ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოველის გადაადგილება, მათ შორის, გასეირნება და მგზავრობა  უნდა განხორციელდეს ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. ძაღლის გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), დასაშვებია მხოლოდ საბლის ან ალიკაპის გამოყენებით.         

3. აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), საავადმყოფოში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა.         

4. ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე.

5. საზოგადოებრივი თავშეყრისა და მომსახურების ადგილებში ცხოველის დაშვების საკითხი წყდება შესაბამისი ობიექტის მესაკუთრის შეხედულებისამებრ, აკრძალვის შემთხვევაში ობიექტზე უნდა იყოს დემონსტრირებული შესაბამისი ნიშანი და განთავსებული მისაბმელი ძელი.

6. ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაშვებია საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში აგრეთვე − ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით.

7. ცხოველის გამოყენება სპორტულ, კულტურულ ან გასართობ ღონისძიებაში დასაშვებია ცხოველის სახეობრივი/ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

8. ცხოველის მონაწილეობით სპორტული, კულტურული ან გასართობი ღონისძიების ჩატარება საზოგადოებრივ სივრცეებში ნებადართულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ტერიტორიაზე.

მუხლი 16 ცხოველების   ევთანაზია

1. ცხოველთა მოკვდინება (ჰუმანური მეთოდებით) ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში.

2. ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ მისი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინალური დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტურია  და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში.

3. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ მყისიერი, სათანადო ინექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური ტანჯვის გარეშე, საერთო ანესთეზიის გამოყენებით.

4. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით:

ა) დახრჩობა;

ბ) გაგუდვა;

გ) მოწამვლა;

დ) ელექტრომუხტის გამოყენება;

ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება;

ვ) ცხოველის საკვებისა და წყალთან წვდომის გარეშე ყოფნა;

ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

5. ევთანაზიის პროცედურის შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია. მხოლოდ ამის შემდეგ არის დასაშვები შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა ან სამარხში განთავსება).