დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 17/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.027.009.814 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.814
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №15
2007 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის 63 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 2006 წ., №121, მუხ. 1626) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების წარმოება, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება;“;
ბ) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო“ ქვეპუნქტი:
,,ო) საგამოძიებო სამსახური.“.
3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:
,,მუხლი 181. საგამოძიებო სამსახური
1. საგამოძიებო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწე-სებულების ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულების წინასწარ გამოძიებას;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულების ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საგამოძიებო სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრთან.
3. საგამოძიებო სამსახურში შედის აღმოსავლეთის განყოფილება და დასავლეთის განყოფილება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები