დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის საერთაშორისო კოდექსის (IESBA Code) სამოქმედოდ შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ნ-4 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 05/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 260000000.64.076.016162 |
ნ-4
05/05/2026
ვებგვერდი, 06/05/2026
260000000.64.076.016162
პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის საერთაშორისო კოდექსის (IESBA Code) სამოქმედოდ
შემოღების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
|
პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის საერთაშორისო კოდექსის (IESBA Code) სამოქმედოდ შემოღების შესახებ
|
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1.
ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი (2025 წლის გამოცემა) ეთიკის საერთაშორისო კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრებისთვის (IESBA Code) (შემდგომ – პროფესიული ეთიკის კოდექსი). |
2.
ამ ბრძანებით გათვალისწინებული პროფესიული ეთიკის კოდექსი განთავსდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ვებგვერდზე (www.saras.gov.ge). |
3.
სამსახური უზრუნველყოფს ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული პროფესიული ეთიკის კოდექსის თარგმანის პერიოდულ რედაქტირებას, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები