დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 182 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.025731 |
|
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, №49, 28/04/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სოციალური დახმარების მიზანმიმართულებისა და ეფექტიანობის გაზრდის, თანამედროვე გამოცდილების დანერგვის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე:“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“: ა) მე-8 მუხლის: ა.ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები: „51. ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეუწყდება ოჯახის გარდაცვლილ წევრს, აგრეთვე ოჯახის იმ წევრს, რომელსაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ დაუფიქსირდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ − „ბ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სტატუსი ან რომელიც ამავე წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს აღარ მიეკუთვნება. 52. ამ მუხლის 51 პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ოჯახზეც, რომელიც სარგებლობს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით ან „პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილებით განსაზღვრული საშეღავათო პირობებით.“; ა.ბ) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.გ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და 72 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველი არ ვრცელდება იმ ოჯახზე, რომელიც სარგებლობს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით ან „პილოტური პროგრამის − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მაისის №186 დადგენილებით განსაზღვრული საშეღავათო პირობებით.“; ა.დ) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი: „72. თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე.“; ბ) 121 მუხლის: ბ.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 2026 წლის განმავლობაში სააგენტომ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების (მათ შორის, იმ ოჯახების, რომლებზეც გავრცელდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ განსაზღვრული ადმინისტრირების ნორმები) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად, პრიორიტეტულად − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საფუძვლებით.“; ბ.გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები