„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9399
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 30/04/2026
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016802
9399
30/04/2026
ვებგვერდი, 13/05/2026
000000000.00.00.016802
„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №9399

2026 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი  ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების შემუშავების მიზნით, შეიქმნას დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მიხეილ მაღლაკელიძე – შემოსავლების სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) ლევან წითელაშვილი – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);

გ) ვახტანგ ლაშქარაძე – საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი;

დ) მერაბ გამყრელიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

ე)  ლევან დგებუაძე – მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი;

ვ) მერაბ არახამია – საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ზ) დიმიტრი ლომაძე – საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფროსი;

თ)  დიმიტრი ამისულაშვილი – დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ი)  ბექა ყაველაშვილი  – აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

კ) შალვა კოპალეიშვილი – მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე;

ლ) რომან ბუღაძე – მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

მ) ლევან სირანაშვილი – მეთოდოლოგიის დეპარტამენტის აუდიტის და დავების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი (კომისიის მდივანი).“.

2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი  მიხეილ მაღლაკელიძე